Narkozi.com » დაავადებები » თვალი

თვა­ლის სი­წით­ლე

თვა­ლის სი­წით­ლეთუ და­სა­ძი­ნებ­ლად გვი­ან და­წე­ქით, დი­ლით გეტ­კი­ნე­ბათ თა­ვი, ყბე­ბი, თით­ქოს მთე­ლი ღა­მე ღე­ჭავ­დით, თვა­ლე­ბი გა­გი­წით­ლდე­ბათ და გარ­შე­მო კა­ნი ჩა­გი­მუქ­დე­ბათ.
თვა­ლე­ბის გარ­შე­მო მუ­ქი ლა­ქე­ბი მცი­რე ვე­ნე­ბია, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ვე­ნუ­რი სის­ხლი გულს უბ­რუნ­დე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ მა­თი შემ­ჩნე­ვა შე­იძ­ლე­ბა დაღ­ლი­ლო­ბის, ავად­მყო­ფო­ბის, სი­ფერ­მკრთა­ლის, ან გახ­დო­მის, შემ­თხვე­ვა­ში. თუ თვა­ლე­ბის გარ­შე­მო მუ­ქი ლა­ქე­ბი ბავშვს გა­უჩ­ნდა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ალერ­გი­აც.
თვა­ლე­ბის სი­წით­ლე შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს დაღ­ლი­ლო­ბით, ბაქ­ტე­რი­ე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბით, ან და­ზი­ა­ნე­ბით.
და­ეხ­მა­რე სა­კუ­თარ თავს.
,,გა­ა­თეთ­რეთ~ წვე­თე­ბის დახ­მა­რე­ბით. თუ სი­წით­ლის მი­ზე­ზი დაღ­ლი­ლო­ბაა, გა­მო­ი­ყე­ნეთ თვა­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­სა­ვიწ­რო­ე­ბე­ლი წვე­თე­ბი და თქვე­ნი თვა­ლე­ბის თეთ­რი გარ­სი ქათ­ქა­თა გახ­დე­ბა.
გა­მო­ი­ყე­ნეთ ჩა­ის პა­კე­ტე­ბი. აი­ღეთ ჩა­ის ორი პა­კე­ტი და და­ალ­ბეთ ცივ წყალ­ში. და­წე­ქით. ფე­ხე­ბი კე­დელს მი­აბ­ჯი­ნეთ და და­ი­დეთ ეს პა­კე­ტე­ბი თვა­ლებ­ზე. და­ის­ვე­ნეთ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დაწვრილებით


რო­გორ ვებ­რძო­ლოთ კო­ნი­უნ­ქტი­ვიტს

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ კო­ნი­უნ­ქტი­ვიტს,,ეს თვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და­ა­ვა­დე­ბაა. კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი კო­ნი­უნ­ქტი­ვის ან­თე­ბაა, რო­მე­ლიც ფა­რავს თქვენს თვა­ლებს და ქუ­თუ­თოს", ამ­ბობს ექი­მი ოუგ­სბურ­გე­რი. ჩვე­უ­ლებ­რივ ის გა­მოწ­ვე­უ­ლია ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ან ვი­რუ­სით და უკ­ვე 10-14 დღის შემ­დეგ ეს და­ა­ვა­დე­ბა თა­ვის­თა­ვად გა­გივ­ლით.
ალერ­გი­უ­ლი კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი უფ­რო ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და უფ­რო ძლი­ერ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ჩვე­უ­ლებ­რივ ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წე­ლი­წა­დის გარ­კვე­ულ დროს­თან და მკურ­ნა­ლო­ბენ, რო­გორც ალერ­გი­ას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი აა­რი­დეთ ალერ­გე­ნებს და მი­ი­ღეთ ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნე­ბი.
,,პრობ­ლე­მა ისაა, რომ თქვე­ნი თვა­ლე­ბი ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ამ­ბობს ექი­მი ოუგ­სბურ­გე­რი. თვა­ლე­ბი იც­რემ­ლე­ბა, ხო­ლო გა­მო­ყო­ფი­ლი ჩირ­ქი ხელს უშ­ლის მკურ­ნა­ლო­ბას".
მაშ ასე, თქვენ უნ­და მი­მარ­თოთ ექიმს და გა­ი­ა­როთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რო­მე­ლიც გა­მო­გა­ჯან­მრთე­ლებთ და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ დღე­ში (თუ მი­ზე­ზი ბაქ­ტე­რი­ე­ბია).
თქვენ უნ­და მი­მარ­თოთ ექიმს, თუ ხუ­თი დღის შემ­დეგ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნაც­ვლად მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უ­ა­რეს­დე­ბათ, ტკი­ვი­ლი გამ­წვავ­დე­ბა, გაჩ­ნდე­ბა მოყ­ვი­თა­ლო ან მომ­წვა­ნო გა­მო­ნა­ყო­ფი.

დაწვრილებით


თვა­ლე­ბის სიმ­შრა­ლე

თვა­ლე­ბის სიმ­შრა­ლეთვა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თვის ავად­მყო­ფო­ბას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­თი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე­მოც. თვა­ლე­ბის ,,სიმ­შრა­ლე" ერთ-ერ­თი ასე­თი პრობ­ლე­მაა. რო­დე­საც ახამ­ხა­მებთ, ცრემ­ლე­ბის აპ­კმა უნ­და და­ფა­როს თვა­ლე­ბი. ზოგ­ჯერ ცრემ­ლე­ბი არა­საკ­მა­რი­სად ანო­ტი­ვე­ბენ თვა­ლებს.
და­ბე­რე­ბა, დერ­მა­ტი­ტი, რევ­მა­ტი­უ­ლი არ­თრი­ტი, ალერ­გია თვა­ლის წვე­თებ­ზე, ან მშრა­ლი კლი­მა­ტი უარ­ყო­ფით როლს თა­მა­შო­ბენ.
თვა­ლე­ბის ,,სიმ­შრა­ლე~ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თვა­ლის ინ­ფექ­ცი­ამ, A ვი­ტა­მი­ნის უკ­მა­რი­სო­ბამ ან სა­მე­დიც­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის (ტრან­კვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნე­ბი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, სა­გუ­ლე წამ­ლე­ბი, წნე­ვის წა­მა­ლი) ხშირ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ.
გახ­სოვ­დეთ, რომ თვა­ლე­ბის ,,სიმ­შრა­ლე" უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მია. მაშ ასე, თუ თვა­ლე­ბის სიმ­შრა­ლემ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­გი­ა­რათ, მი­მარ­თეთ ოფ­თალ­მო­ლოგს დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად.
9 მი­ლი­ონ ამე­რი­კელს აქვს თვა­ლე­ბის ,,სიმ­შრა­ლე". ამას­თან თა­ნა­ფარ­დო­ბა ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის ათი ერ­თთა­ნაა. თუ ამ და­ა­ვა­დე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ის გა­მო­იწ­ვევს რქო­ვა­ნას და­ზი­ა­ნე­ბას, ან მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვას.
სიმ­შრა­ლის მსუ­ბუ­ქი და პე­რი­ო­დუ­ლად გან­მე­ო­რე­ბა­დი ფორ­მა ად­ვი­ლად იკურ­ნე­ბა და აი, რო­გორ.

დაწვრილებით


ყვი­თე­ლი ხა­ლის დე­გე­ნე­რა­ცია

ყვი­თე­ლი ხა­ლის დე­გე­ნე­რა­ციაორ­მოც­და­ათ წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვის და სიბ­რმა­ვის ერთ-ერ­თი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ყვი­თე­ლი ხა­ლის დე­გე­ნე­რა­ცია.
ხა­ლი ბა­დუ­რის თით­ქმის ცენ­ტრშია გან­ლა­გე­ბუ­ლი თვა­ლის უკა­ნა მხა­რეს. რად­გან აქ არის ფერ­ზე და სი­ნათ­ლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის კოლ­ბე­ბის და ჩხი­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი, ხა­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სიმ­კვეთ­რეს მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში.
რო­დე­საც ვბერ­დე­ბით, თვა­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბი სუს­ტდე­ბა, ამის შე­დე­გად ბა­დუ­რის სის­ხლმო­მა­რა­გე­ბა მცირ­დე­ბა. ამის შე­დე­გად ცენ­ტრა­ლუ­რი მხედ­ვე­ლო­ბა სუს­ტდე­ბა, საგ­ნებს მკვეთ­რი მო­ხა­ზუ­ლო­ბა აღარ აქვთ. ამას­თან პე­რი­ფე­რი­უ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლია.
10-წა­მი­ა­ნი ტეს­ტი. თუ ყვი­თე­ლი ლა­ქის დე­გე­ნე­რა­ცია გაქვთ, მხედ­ვე­ლო­ბა თან­და­თან გა­გი­უ­ა­რეს­დე­ბათ ისე, რომ კით­ხვა გა­გიძ­ნელ­დე­ბათ.
ოკუ­ლის­ტე­ბი 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სთა­ვა­ზო­ბენ ყო­ველ­დღი­ურ 10-წა­მი­ან ტესტს: და­ხუ­ჭეთ ხან ერ­თი, ხან მე­ო­რე თვა­ლი, მო­რი­გე­ო­ბით შე­ხე­დეთ სწორ ვერ­ტი­კა­ლურ ხაზს. თუ ხა­ზი უს­წორ­მას­რო­როა ან დაგ­რე­ხი­ლი, ან თუ შავ ლა­ქას ხე­დავთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­დით ექიმ­თან.

დაწვრილებით


გლა­უ­კო­მა

გლა­უ­კო­მაგლა­უ­კო­მა თვა­ლის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბაა. გლა­უ­კო­მა ჩნდე­ბა, რო­დე­საც თვა­ლის მი­ერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სით­ხე გა­რეთ ვერ გა­მო­დის, რო­გორც ეს მა­ნამ­დე ხდე­ბო­და. თვალ­ში მყარ­დე­ბა წნე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ცი­რებს სის­ხლის მო­დე­ნას ბა­დუ­რა­ზე და აწ­ვე­ბა თვა­ლის ნერვს. თუ გლა­უ­კო­მას არ უმ­კურ­ნა­ლებთ, ის სიბ­რმა­ვეს გა­მო­იწ­ვევს.
და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბი: თა­ვის ტკი­ვი­ლი, სათ­ვა­ლის ზო­მის ხში­რი ცვლა, ქუ­თუ­თო­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და სი­წით­ლე, სი­ნათ­ლის წყა­როს გარ­შე­მო ცი­სარ­ტყე­ლას გა­ჩე­ნა. გლა­უ­კო­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში გან­ვი­თარ­დეს.
ოკუ­ლისტს აქვს გლა­უ­კო­მის გა­მოვ­ლე­ნის რამ­დე­ნი­მე ხერ­ხი. მათ შო­რის ვი­დე­ო­თა­მა­ში ტეს­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით იზო­მე­ბა ბა­დუ­რას მგრძნო­ბე­ლო­ბა სი­ნათ­ლის მი­მართ. კი­დევ ერთ 2-3-წუ­თი­ან ტეს­ტში იყე­ნე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ო­კა­მე­რას, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა ბა­დუ­რის მგრძნო­ბე­ლო­ბის ,,მო­ხაზ­ვა~, რა­თა ექიმ­მა შეძ­ლოს ყო­ვე­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­და­რე­ბა.
ლა­ზე­რუ­ლი ქი­რურ­გია. გლა­უ­კო­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი ქუ­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ირი­დი­ტო­მია (თვა­ლის ფე­რა­დი გარ­სის გაჭ­რა) სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა გა­მო­ვი­დეს ზედ­მე­ტი სით­ხე.

დაწვრილებით


კა­ტა­რაქ­ტა

კა­ტა­რაქ­ტაკა­ტა­რაქ­ტა თვა­ლის ბრო­ლის შემ­ღვრე­ვა. ახ­ლავს ტკი­ვი­ლი. იწ­ვევს დაბ­რმა­ვე­ბას. 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი 41 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი კა­ტა­რაქ­ტით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. დი­ა­ბეტ­მა, რენ­ტგე­ნის და ულ­ტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით დას­ხი­ვე­ბამ და სტე­რო­ი­დუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უწ­ყოს კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას.
დღეს­დღე­ო­ბით კა­ტა­რაქ­ტის მო­ცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მა­შინ­ვე, რო­გორც კი ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას შე­უშ­ლის ხელს. ოპე­რა­ცია ერთ სა­ათს გრძელ­დე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა. ამ დროს ქი­რურგს შე­უძ­ლია ჩად­გას ხე­ლოვ­ნუ­რი ლინ­ზა, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბას აღად­გენს. კა­ტა­რაქ­ტის მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლია ატა­როს სათ­ვა­ლე.
სა­ნამ საქ­მე ოპე­რა­ცი­ამ­დე მი­ვა, შე­ე­ცა­დეთ შე­ამ­ცი­როთ კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შან­სე­ბი. ამა­ში ეს მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ.
ატა­რეთ მუ­ქი სათ­ვა­ლე. გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ულ­ტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ამ­რეკ­ლა­ვი სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა ამ­ცი­რებს კა­ტა­რაქ­ტის შე­ძე­ნის და გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.
შე­ე­ცა­დეთ იშო­ვოთ ძ80.3 მო­დე­ლის სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც ირეკ­ლავს მავ­ნე გა­მოს­ხი­ვე­ბის 95%-ს.

დაწვრილებით


თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბირამ­დენ­ჯერ ვა­ხამ­ხა­მეთ? ხუთ წამ­ში ერ­თხელ? იქ­ნებ, უფ­რო ხში­რად? და­ხამ­ხა­მე­ბებს შო­რის, რო­დე­საც თვა­ლე­ბი ღია გაქვთ, სი­ნათ­ლე თვა­ლის ბრო­ლის გავ­ლით ხვდე­ბა ბა­დუ­რა­ზე. მი­სი სიჩ­ქა­რეა 213 765 კმ/წმ. თქვე­ნი ბა­დუ­რა ასა­ხავს და­ახ­ლო­ე­ბით სა­მოც სუ­რათს წამ­ში.
აი, ასე­თია თვა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის სიჩ­ქა­რე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ კი­დევ უფ­რო სწრა­ფად იმუ­შა­ოთ, თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.
_ ხუ­თი წა­მია სა­ჭი­რო თვა­ლე­ბის და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­სახ­სნე­ლად.
_ ათ წამ­ში გა­ივ­ლით ტესტს, რო­მე­ლიც თა­ვი­დან აგა­ცი­ლებთ თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბას, რო­მელ­საც ,,ყვი­თე­ლი ლა­ქის დე­გე­ნე­რა­ცია" ეწო­დე­ბა (თვა­ლის ბა­დუ­რის ყვი­თე­ლი ხა­ლი ბა­დუ­რის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე ნა­წი­ლია. დე­გე­ნე­რა­ცია ბა­დუ­რას სტ­რუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა და დაშ­ლა იწ­ვევს მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვას და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის დარ­ღვე­ვას­თან).
_ თვა­ლის ხუთ­წუ­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ თვა­ლი-ხე­ლის მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

დაწვრილებით