მთავარი გვერდი 
logo  

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )


26 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> უშვილობა
verboten
გამოხმაურება Nov 11 2007, 12:02 PM
გამოხმაურება #1


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2,238
ასაკი: 32
მადლობა: 30
რეგისტრ.: 17-June 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 446





რა არის უშვილობა?

უშვილობა არ არის ავადმყოფობა, უშვილო წყვილების უმრავლესობა პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. უშვილობა – ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგია, რომელიც ხშირად ქალს ან მამაკაცს არ აწუხებს, თუმცა ხელს უშლის ორსულობის დადგომას.
რამდენიმე ათეული წლის უკან, როცა უშვილობის გამოკვლევის მეთოდები ჯანმრთელობისთვის საზიანო და ნაკლებინფორმაციული იყო, უშვილობის გამოკვლევა წყვილის თანაცხოვრებიდან 2 წლის შემდეგ იწყებოდა, ანუ უშვილობად ითვლებოდა ისეთი მდგომარეობა, როცა მიუხედავად რეგულარული სქესობრივი კონტაქტისა ორსულობა 2 წლის მანძილზე არ ხდებოდა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა და გაცილებით ინფორმატიული გახადა, რამაც ბოლო ათწლეულში აღნიშნული დროის მონაკვეთის 1 წლამდე შემცირება გამოიწვია. თუმცა მიდგომა აღნიშნულ პრობლემასთან კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია. თანამედროვე სტანდარტით, რომელიც ბოლო 2 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ფერტილოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია 6 თვის უშვილობის შემთხვევაში, რადგან ის შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად ყოველგვარი გართულებების გარეშე, უმოკლეს ვადაში გავიგოთ უშვილობის მიზეზი და არ დავკარგოთ დრო, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უშვილობის დროს
Go to the top of the page
 
+Quote Post
verboten
გამოხმაურება Nov 11 2007, 12:02 PM
გამოხმაურება #2


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2,238
ასაკი: 32
მადლობა: 30
რეგისტრ.: 17-June 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 446





როგორ ხდება ორსულობა და რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი?

პირველ რიგში ძალიან მოკლედ ავღწეროთ ორსულობის დადგომის ~მექანიზმი~: თითქმის ყოველ მენსტრუალურ ციკლში ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია ანუ საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოსვლა, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მიემართება საშვილოსნოს მილში, სადაც ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. (11). აღნიშნული ~მექანიზმის~ ნებისმიერი ეტაპის დარღვევა შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. მაგალითად, თუ ოვულაცია არ მოხდა ვერ ~მივიღებთ~ კვერცხუჯრედს და შესაბამისად განაყოფიერებაც არ მოხდება, თუ მილები გაუმტარია კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება მილში და შესაბამისად ვერ ~შეხვდება~ სპერმატოზოიდს, თუ საშვილოსნოს კედლები არ არის სწორი (მაგ. პოლიპები, Oშეხორცებები და ა. შ.) განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება მას, თუ მამაკაცის სპერმა ~უხარისხოა~ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ~ვერ მოახერხებს~ და ორსულობაც არ მოხდება.
ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში მხოლოდ 400 კვერცხუჯრედი მწიფდება, მამაკაცი კი ყოველ სქესობრივ კონტაქტზე 100-500 მილიონ სპერმატოზოიდს გამოყოფს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს(2). ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით სპერმატოზოიდებიდან ერთ-ერთს შეერწყას. აღნიშნული ინფორმაციიდან გასაგებია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ორგანიზმს და რამდენად ~ძვირფასია~ თითოეული კვერცხუჯრედი. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც 40 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის ~მარაგი~ თითქმის ~ილევა~ და ახლოვდება კლიმაქსი.
ყოველივე აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ასაკი წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ჯანმრთელ წყვილში შვილოსნობის ფუნქცია პიკს 25 წლის ასაკში აღწევს და თითო სქესობრივ კონტაქტზე ორსულობის შანსი 20-25%-ია, შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი თანდათანობით კლებულობს და შესაბამისად, რაც მეტია ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი.

უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს: როგორც ქალის ასევე მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული, კომბინირებული – ანუ როცა ადგილი აქვს ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობას და ე. წ. იდიოპათიური უშვილობა, როცა უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ანოვულაცია, ანუ როცა არ ხდება კვერცხუჯრედის გამოყოფა, რაც ძირითადად ენდოკრინული ფაქტორებითაა გამოწვეული. თუ კვერცხუჯრედი არ გამოიყოფა, სპერმა მას ვერ გაანაყოფიერებს და ბუნებრივია, ორსულობა ვერ მოხდება. ოვულაციის დაკვირვება ხდება ექოსკოპიურად, რასაც პერიოვულატორული ექომონიტორინგი ეწოდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს აგრეთვე რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნოს, მილების, მცირე მენჯის ღრუს) პათოლოგიები, გენეტიკური, იმუნური და სხვა მიზეზები.

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც ვერ ახერხებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირო-ენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომო-ფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.



Go to the top of the page
 
+Quote Post
შემდეგი 1 ეს მომხმარებელი მადლობას გიხდის verboten სასარგებლო პოსტისთვის:
xatato
verboten
გამოხმაურება Nov 11 2007, 12:03 PM
გამოხმაურება #3


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2,238
ასაკი: 32
მადლობა: 30
რეგისტრ.: 17-June 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 446





როგორ ხდება უშვილობის დიაგნოსტიკა?

უშვილობა მრავალი წყვილისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, თუ რა არის უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. გაუგებარი სიტუაცია იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, იკარგება უამრავი დრო და თანხები. ამასთან ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავად ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, და შესაბამისად ჩატარდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია, რომლის დროს ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დაორსულების პროცესში. ფერტილოსკოპია კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მოიცავს:
• მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა)
• ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა)
• სალპინგოსკოპიას (მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა),
• ქრომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა)
ფერტილოსკოპიის აპარატი წარმოადგენს მინიენდოსკოპს ციფრული ვიდეოკამერით, რაც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას ეკრანზე. (1) მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფერტილოსკოპიის დროს ხდება მცირე ზომის ვიდეოკამერით ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები და ა. შ) მაქსიმალურად ფიზიოლოგიურ პირობებში დათვალიერება, რაც გადიდებულ მასშტაბში და ნატურალურ ფერებში აისახება მონიტორზე. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ხანგრძლივობაა 20-30 წუთი, გამოკვლევის შემდეგ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ფერტილოსკოპიისას რაიმე პათოლოგიის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, კისტის ამოღება, მილების გამტარობის აღდგენა და სხვა. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება დაორსულების შანსი. მრავალი ოპერაცია, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი, ენდომეტრიული კისტის მოცილება და ა. შ., რომელიც ადრე ლაპარატომიულად (ანუ მუცლის გაჭრით) ან უკეთეს შემთხვევაში ლაპაროსკოპიულად კეთდებოდა, რაც ასევე მოითხოვს საერთო ანესთეზიას და სტაციონარულ პირობებს, დღეს შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ფერტილოსკოპიით გაკეთდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ~უსისხლოდ~.
ფერტილოსკოპიის შედეგად შესაძლებელი გახდა ქალის რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც შეუძლებელია დაინახო დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით, მაგალითად: პოლიპები ან შეხორცებები მილის სანათურში, წვრილი შეხორცებები ფიმბრიებზე, მილის ლორწოვანი გარსის ატროფია ხელს უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და მილი გამტარიც რომ იყოს, ორსულობის შანსი - მინიმალურია, მათი დანახვა კი მხოლოდ ფერტილოსკოპიითაა შესაძლებელი. ფერტილოსკოპიური მეთოდის ასეთი მაღალი დიაგნოსტიკური საშუალებების გამო იმ ქალებში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით ტარდება, იდიოპათიური ანუ დაუდგენელი მიზეზის უშვილობა პრაქტიკულად არ გვხვდება.



უშვილობის დროს აუცილებელია ერთდროულად ჩატარდეს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გამოკვლევა.
მამაკაცების გამოკვლევისას პირველ ეტაპზე სპერმის ანალიზი ტარდება. თუ სპერმის მონაცემები ნორმის ფარგლებშია, დამატებითი გამოკვლევები არ არის საჭირო. სპერმოგრამაში რაიმე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია მამაკაცს ჩაუტარდეს ჰორმონების გამოკვლევა, პროსტატას და სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, რომელთა შედეგების მიხედვით ექიმი დაგეგმავს მკურნალობას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
შემდეგი 1 ეს მომხმარებელი მადლობას გიხდის verboten სასარგებლო პოსტისთვის:
funny_girl
Nia_ko
გამოხმაურება Nov 11 2007, 05:58 PM
გამოხმაურება #4


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 11-November 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 1,090





დიდი მადლობა,
არის თუ არა ხელოვნური განაყოფიერების ცენტრები საქართველოში და რამდენად ეფექტურად ხორცილედება და რა ღირს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
donvaso
გამოხმაურება Nov 11 2007, 06:00 PM
გამოხმაურება #5


*****

Administrator
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 2,237
ასაკი: 30
მადლობა: 15
რეგისტრ.: 13-May 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 102





ჟორდანიას ინსტიტუტში არის ძალიან სერიოზული ცენტრი ინ-ვიტრო განაყოფიერების, სადაც ძალიან დიდი წარმატებებით ანაყოფიერებენ....... smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
verboten
გამოხმაურება Nov 12 2007, 08:47 AM
გამოხმაურება #6


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2,238
ასაკი: 32
მადლობა: 30
რეგისტრ.: 17-June 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 446





ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჯანმრთელი ბავშვის დაბადების სიხშირე ისეთივეა, როგორც ფიზიოლოგიური გზით დაორსულების შემთხვევაში. ხელოვნური განაყოფიერების რამდენიმე მეთოდი არსებობს და თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რომელია უფრო მისაღები ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი
ქავთარაძის ქ. 16
30 50 55
Go to the top of the page
 
+Quote Post
LiZa
გამოხმაურება Nov 13 2007, 08:48 PM
გამოხმაურება #7


******

♥.♥.♥.♥.♥
ჯგუფი: Administrator
გამოხმაურებები: 6,471
ასაკი: 36
მადლობა: 57
რეგისტრ.: 14-May 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 110





ჟორდანიას გარდა კიდევ არის ცენტრები, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს და როგორც ვიცი ერთერთში ბევრად უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე ჟორდანიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
BEBE
გამოხმაურება Nov 14 2007, 10:05 AM
გამოხმაურება #8


****

Super Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 1,139
ასაკი: 36
მადლობა: 7
რეგისტრ.: 10-June 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 330





უშვილობას წარმატებით მკურნალობენ იუნონაშიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Medea
გამოხმაურება Dec 3 2007, 10:02 PM
გამოხმაურება #9


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 4
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 3-December 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 1,244





ხელოვნური განაყოფიერების ქვეშ გულისხმობენ IUI - საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, IFV - ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში და IVF ICSI – ხელოვნური განაყოფიერება მიკროსკოპის ქვეშ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში ინექცია მიკრომანიპულატორის დახმარებით.

IUI ტარდება ბევრ კლინიკაში, მათ შორის ჩვენთანაც, IVF და IVF ICSI ჯერჯერობით მხოლოდ ორ კლინიკაში - ჟორდანიას ინსტიტუტში და იუნონაში
Go to the top of the page
 
+Quote Post
LiZa
გამოხმაურება Dec 3 2007, 10:58 PM
გამოხმაურება #10


******

♥.♥.♥.♥.♥
ჯგუფი: Administrator
გამოხმაურებები: 6,471
ასაკი: 36
მადლობა: 57
რეგისტრ.: 14-May 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 110





QUOTE(Medea @ Dec 3 2007, 10:02 PM) *
ხელოვნური განაყოფიერების ქვეშ გულისხმობენ IUI - საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, IFV - ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში და IVF ICSI – ხელოვნური განაყოფიერება მიკროსკოპის ქვეშ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში ინექცია მიკრომანიპულატორის დახმარებით.

IUI ტარდება ბევრ კლინიკაში, მათ შორის ჩვენთანაც, IVF და IVF ICSI ჯერჯერობით მხოლოდ ორ კლინიკაში - ჟორდანიას ინსტიტუტში და იუნონაში

კლინიკა მედეას მივესალმები happyy.gif
საიდან მოგვაგენით? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
maruu
გამოხმაურება Feb 3 2008, 08:43 PM
გამოხმაურება #11


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 7
ასაკი: 29
მადლობა: 0
რეგისტრ.: 31-October 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,030





გამეცით პასუხი თუ შეიძლება :ან ოვულაციის შემთხვევაში რა უნდა ვქნა და ადვილია თუ არა მკურნალობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
tatasho
გამოხმაურება Feb 3 2008, 09:00 PM
გამოხმაურება #12


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 3,534
ასაკი: 28
მადლობა: 78
რეგისტრ.: 18-August 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: rustavi
მომხმარებელი № 696





ციტატა(maruu @ Feb 3 2008, 09:43 PM) *
გამეცით პასუხი თუ შეიძლება :ან ოვულაციის შემთხვევაში რა უნდა ვქნა და ადვილია თუ არა მკურნალობა

რითია გამოწვეული კონკრეტულ შემთხვევაში ანოვულაცია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
mari24
გამოხმაურება Sep 8 2008, 08:24 PM
გამოხმაურება #13


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 12
ასაკი: 30
მადლობა: 0
რეგისტრ.: 4-September 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,377





ხომ არავინ იცით რა დაჯდება მედეაში საერთო ანალიზები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
BLBLBLBL
გამოხმაურება Sep 8 2008, 08:38 PM
გამოხმაურება #14


*******

bl MIYVARXAR :*
ჯგუფი: Administrator
გამოხმაურებები: 11,101
ასაკი: 28
მადლობა: 165
რეგისტრ.: 20-January 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,465





mari24
მედას საიტზე თუ შეხვალ იქ წერია ყველა პროცედურის ფასი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
anittacom
გამოხმაურება Feb 26 2009, 02:20 PM
გამოხმაურება #15


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2
ასაკი: N/A
მადლობა: 1
რეგისტრ.: 26-February 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 3,127





სამი წელია გათხოვილი ვარ და ჯერ არ ვარ ორსულად. ჩემი და ჩემი მეუღლის ანალიზები კარგია მაგრამ მაინც არ ვარ ორსულად. სად მირჩევდით მისვლას? : rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
შემდეგი 1 ეს მომხმარებელი მადლობას გიხდის anittacom სასარგებლო პოსტისთვის:
EKAKI
tamo85
გამოხმაურება May 8 2009, 07:37 PM
გამოხმაურება #16


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 71
ასაკი: N/A
მადლობა: 1
რეგისტრ.: 7-May 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 3,379





რას ნიშნავს ფერტილოსკოპიაა?და სად აკეთებენ მას?და დაახლოებითი ფასი ხომ არ იციით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ancito
გამოხმაურება May 9 2009, 12:00 AM
გამოხმაურება #17


******

Star Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 8,416
ასაკი: 34
მადლობა: 53
რეგისტრ.: 8-May 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: sokhumi
მომხმარებელი № 3,387





ზვირპასო ვასო! მინდა გითხრათ რომ მე 27 წლის ასალში დამინგრიეც ცხოვრება არ ყასბებმა, და თქვენ გამონაკლისი არ ხარტ.
7 თვემდე დავდიოდი და გამათყავეს რასაც ქვია კარაპს მედლაინში, პულს არ დავეძებ ყველაფერი კარგად რომ დამთავტებულიყო. 7 ტვემდე კარგადაც ვიყავი მერე კი 1 სამშობიოაროში ავიყვანე ექიმი ,,პატივცემული ლექსო" რომელმაც დამღუპა მე და მტელი ჩემი ოჯახი. ჯერ ერტი 5 კილოიან ბავშვს ბუნებრივად მამშობიარებდა და მეორეც მტელი 2 დღე მაჭვალა, ამ ის გამო მშობიარობა დაგვიანდა სავალდებულო გახდა საკეისრო კვეტა სადას 2 ლიტრა სისხლი დავკარგე, ჩემმა შვილმა კი 1 დღე იცოცხლა, აი ჩვენი პროფესიონალებიც, ღმერთმა დასწყევლოს ასეთი ექიმები, რომლებიც სხვის სიცოცხლეს აბუჩად იგდებენ. და ბავშ
Go to the top of the page
 
+Quote Post
miki
გამოხმაურება May 9 2009, 08:15 PM
გამოხმაურება #18


***

Advanced Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 156
ასაკი: N/A
მადლობა: 1
რეგისტრ.: 23-April 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 3,332





25 წლის ასაკში გავიკეტე ენდომეტრიული კისტის ოპერაცია (ერთი წლის წინ)მედლაინში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა ოპერაციის შემდგომმა პერიოდმაც ანუ 5 6 თვე იარინას ვსვამდი და ციკლიც ნორმაში მაქვს ყოველ 27 დღეს...და მაინტერესებს ამ ოპერაციის შემდეგ ოვულაცია ძნელად ხდება ან თვეში რამდენჯერ შეიძლება მოხდეს არ მინდა იმ მონიტორინგებძე სიარული ის 6 თვეც რომ ვიარე კინაგამ გავრეკე ფსიქოლოგიურად ჩიყვი არასდროს მქონია და არც მომატებული მქონდა არასდროს ენდროკრინოლოგტანაც ვიყავი პროლაქტინიც ნორმაში მაქვს.....მოკლედ მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ ოვულაცია საგრძნობლად იკლებს თუ რაგაც პერიოდის შემდეგ ცადგება ისევ ძველებურად როგორც მქონდა? გთხოვთ მიპასუხოთ ???????? mellow.gif huh.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ancito
გამოხმაურება May 17 2009, 09:37 PM
გამოხმაურება #19


******

Star Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 8,416
ასაკი: 34
მადლობა: 53
რეგისტრ.: 8-May 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: sokhumi
მომხმარებელი № 3,387





მე მეორადი უშვილობა მჭირს, ორჯერ ვიყავი ფეხმძიმედ პირველად ავარიასი მოვკევი და მომცილდა მეორეჯერ ვიმშობიარე და მაგარი ექიმები რომ გვყავს ბავსვი მომიკლეს, ეხლა 2 წელია ვეღარ ვფეხმძიმდები, რა ვქნა აღარ ვიცი, ყველაფერი წესრიგში მაქ, მგალობლიშვილის კლინიკაში დავდივარ ყოველ თვე. ვისთან მივიდე აღარ ვიცი ნერვები აღარ მყფნის
Go to the top of the page
 
+Quote Post
BLBLBLBL
გამოხმაურება May 17 2009, 09:38 PM
გამოხმაურება #20


*******

bl MIYVARXAR :*
ჯგუფი: Administrator
გამოხმაურებები: 11,101
ასაკი: 28
მადლობა: 165
რეგისტრ.: 20-January 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,465





ancito
ვაიმე რა საშინელებაა სიტყვები არ მყოფნის sad.gif დარწმუნებული ვარ აუცილებლად დაორსულდები,უბრალოდ დიდი სტრესი გადაიტანე და შეიზლება ამის გამო ვერ რჩები sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

26 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



RSS ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 31st July 2014 - 7:19 AM
კონტაქტი
Narkozi.com © 2008-2014