მთავარი გვერდი 
logo  

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )


 
Reply to this topicStart new topic
> დერმატოლოგიური პრობლემები
თემო
გამოხმაურება Feb 3 2009, 05:46 PM
გამოხმაურება #1


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





კანის ანატომია




ეპიდერმისი, დერმა და გარკვეული დანამატები (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლები,
სპეციალური სტრუქტურები ფრჩხილებისა და თმებისათვის-ფოლიკულები და სხვ.).
ეპიდერმისს გააჩნია ოთხი შრე:ყველაზე ქვედა ფენა არის ბაზალურ უჯრედოვანი, მას
მოჰყვება წვეტიანი ანუ მალპიგის შრე, შემდეგ გრანულარული შრე, რომელიც შეიცავს
კერატოჰიალინის გრანულებს და ბოლოს კერატინის (პროტეინის) შრე. ეპიდერმისის
უჯრედების ტიპებია: კერატინოციტი, მელანოციტი, ლანგერჰანსის უჯრედები, მარკელის
უჯრედები. ეპიდერმისი დერმისაგან განცალკევებულია მემბრანით. არტერიები და ვენები
განლაგებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში.
სტეროიდები დერმატოლოგიურ პრაქტიკაში
სტეროიდები ადვილად პენეტრირდება უჯრედის მემბრანაში და აღწევს რეცეპტორების
ციტოპლაზმაში, რის გამოც ტოპიკურ სტეროიდებს ხშირად იყენებენ დერმატოლოგიურ
პრაქტიკაში.


გვერდითი მოვლენები:
• პერიორალური დერმატიტი და როზაცეა;
• ინფექციები;
• თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია;
• ლოკალური გვერდითი მოვლენები-ტელეანგიექტაზიები, ეპიდერმული, დერმული,
კანქვეშა ატროფიები, პურპურა და სხვ.
• ფოლიკულიტები;
• გლაუკომა-თვალის ირგლივი აგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას;
• ალერგიული რეაქციები- იშვიათად
როგორ ავიცილოთ თავიდან სტეროიდების ხმარებასთან დაკავშირებული ხშირი
პრობლემები?
• გამოიჩინეთ სიფრთხილე სახის არეში პრეპარატის გამოყენებისას.
• არასოდეს არ გამოიყენოთ სტეროიდები ექიმის დანიშნულების გარეშე;
• არ შეიძლება ინფექციების მკურნალობა სტეროიდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში
გამოიწვევთ პროცესის გააქტიურებას.
• სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ: შეიძლება გამოვწვიოს თირკმელზედა
ჯირკვლის უკმარისობა;
• სტეროიდების ნაოჭების (ნაკეცების) არეში გამოყენებისას ძალიან ხშირია ადგილობრივი
გვერდითი მოვლენები;
• საჭიროა განმეორებითი შეფასება იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც საჭიროებენ
რეგულარულად და ხანგრძლივად წამლის დანიშვნას.

ეგზემა:


ეგზემის
ეგზემის სახეები:

1. ატოპიური ეგზემა;
2. სებორეული ეგზემა;
3. დისკოიდური ეგზემა;
4. პომფოლიქსი
5. იუვენილური დერმატოზი (პლანტარული)
6. მარტივი ლიქენი (ნეიროდერმატიტი)
7. ზოლიანი ლიქენი
8. ვარიკოზული ეგზემა;
9. კონტაქტური დერმატიტი;
ეგზემის სტადიები:
სტადია დაავადების ნიშნები
მწვავე სისველე, პაპულები, ვეზიკულები, ბულები.
ქვემწვავე სიწითლე, აქერცვლა, ქერქების გაჩენა;
ქრონიკული სიმშრალე, სიწითლე, აქერცვლა და ნახეთქები;
1. ატოპიური ეგზემა
ქრონიკული ანთებითი მოშლილობა, უფრო ხშირად ბავშვთა ასაკის, ახასიათებს გამწვავებები
და რემისიები, უფრო ხშირად განპირობებულია გენეტიკურად და ასოცირებულია სხვა
ატოპიურ დარღვევებთან.
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
გამწვავება სამი თვის მანძილზე; ლოკალიზაცია - სახე და ნაკეცები; სიმშრალე, სიწითლე და
ქერცლი; ექსკორიაციები და ლიქენიფიკაცია; სიმეტრიულობა
ეტიოლოგია - იმუნოლოგიური დეფიციტი;
განსაკუთრებით ხშირი გართულებები ატოპიური ეგზემის შემთხვევაში:
ბაქტერიული სეფსისი; კონტაგიოზური მოლუსკი; მეჭეჭები; კაპოშის ვარიცელეს ფორმის
დაზიანებები.
პროგნოზი: კეთილსაიმედოა, 50%-ზე მეტ შემთხვევაში განკურნება 13 წლისათვის. ზოგჯერ
ადგილი აქვს გამწვავებას ადრეული მოზრდილობის ასაკში, 30 წლამდე. დაავადება ძალიან
იშვიათად გრძელდება მთელი ცხოვრება;
ეგზემის მართვა:
უმკურნალეთ სიმშრალეს - გამოიყენეთ ემოლიენტები (ლანოლინი, პარაფინის ხსნარები,
აქვაფორი და სხვ.) დამარბილებლები (რბილი საპონი).
• ექიმის მიერ უნდა შეირჩეს სტეროიდი, დაავადების ლოკალიზაციისა და აქტივობის
მიხედვით.
• გახსოვდეთ, ინფექციის არსებობის შესახებ.
• ახდენს თუ არა ზეგავლენას ფსიქოლოგიური, სოციალური და დიეტური ფაქტორები?
• არის თუ არა ქავილით გამოწვეული ნაკაწრები?
• გაითვალისწინეთ მედიკამენტების აპლიკაციები (იხტიოლი ან სხვა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 4 2009, 12:23 PM
გამოხმაურება #2


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





მოზრდილთა სებორეული ეგზემა



პროცესი სიმწვავის სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება. განსაკუთრებით ხშირად
ლოკალიზებულია სკალპის არეში, სახეზე, ნაკეცებში: იღლია, საზარდული, სარძევე
ჯირკვლების ქვემოთ ტორსზე და კიდურების პროქსიმალურ ზედაპირებზე.
ეტიოლოგია-უცნობია;

მენეჯმენტი:
სკალპი - ხშირი დაბანა, შამპუნით, რომელიც შეიცავს კუპრს, სახე - სტეროიდის ხმარებას
უნდა უფრთხილდეთ თვალის მიდამოში და აკნეს თანაარსებობისას.
მკერდის და ზურგის არე - შეიძლება თან ახლდეს აკნე, საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია,
ექიმის დანიშნულებით.

სებორეული ინტერტრიგო (დაოდვილობა)


(1) მცირე ფორმა - ნაკეცებში იყენებენ ტოპიკურ სტეროიდებს, ამიტომ წამალი ადვილად
შეიწოვება. Aაუცილებელია თანდართული ბაქტერიული ინფექციების და კანდიდას
წინააღმდეგ მკურნალობის ჩატარება.
(2) დიდი ფორმა - ანთება შეიძლება გავრცელდეს ფართო უბანზე.


სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ქავილი;
• მშრალი, წითელი და აქერცლილი ზედაპირით ან ექსუდაციური, წითელი ზედაპირი
ქერქებით.
• ვითარდება ძირითადად კიდურებზე.
განსაკუთრებით ხშირია იმ ახალგაზრდებში, ვისაც უყვარს მზეზე ყოფნა, რაც იწვევს
პიგმენტაციის დროებით დაკარგვას, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება გაძნელდეს მისი
დიფერენციაცია Pityriasis versicolor-გან, რომელიც უფრო ხშირად ტორსზე ვითარდება,
ვიდრე კიდურებზე.
მართვა:
ემოლიენტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ძლიერი ანტიჰისტამინური სტეროიდები,
მზეზე ყოფნის აკრძალვა.
ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადების პროგრამა

პომფოლიქსი-დისჰიდროზული ეგზემა



წარმოადგენს მკაფიო, პირველად ბუშტუკოვან დაზიანებას თითების გვერდით
ზედაპირებზე და ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, რომელიც დაკავშირებულია
ჰიპერჰიდროზთან. იგი შეიძლება გახდეს მშრალი, კანზე გაჩნდეს ექსკორიაციები და მიიღოს
ქრონიკული ხასიათი.

დიაგნოსტიკური ნიშნები:
• ქავილი;
• ვეზიკულური და იშვიათად ბულოზური ელემენტები;
• ლოკალიზაცია-ფეხის ან/და ხელის თითების გვერდითი ზედაპირები;
• ხელისგულები და ფეხისგულები;
• გარდაიქმნება მშრალ, მტკივნეულ და ქერქიან ელემენტებად.
• განსაკუთრებით ხშირია ზაფხულობით;
• დაკავშირებულია ჰიპერჰიდროზთან;
ეტიოლოგია - უცნობია. Oორივე სქესშია გავრცელებული, ახალგაზრდა და შუახნის ასაკში.
ბევრ პაციენტს ადვილად უოფლიანდება ხელის და ფეხისგულები, საიდანაც მოდის მისი
ალტერნეტიული სახელწოდება - დისჰიდროზული ეგზემა. ზოგ პაციენტს აღენიშნება
ყოველწლიურად ზაფხულობით 3-4 კვირიანი შეტევა, რიგ შემთხვევაში დაავადება
ხასიათდება უფრო ქრონიკული მიმდინარეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 4 2009, 02:57 PM
გამოხმაურება #3


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





მარტივი ლიქენი


(ლოკალიზებული ნეიროდერმატიტი)
არის ეგზემატოზური პასუხი კანის ლოკალური მიდამოს მუდმივ გაღიზიანებაზე.
სადიგნოსტიკო მონაცემები:
• ძლიერი ქავილი;
• ლოკალიზებული და კარგად შემოფარგლული;
• უნილატერალური;
• ლიქენიფიცირებული;
• ლოკალიზაცია: იდაყვები, კისერი, კოჭები, გენიტალია;
• ექვემდებარება მხოლოდ ძლიერი ტოპიკური სტეროიდებით მკურნალობას;
მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიკაცია - ხშირად დაკავშირებულია სტრესთან და
ნევროზთან.

Lichen striatus




სწორხაზოვანი ფორმის ეგზემა, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში და მოზარდებში.
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ცალმხრივი;
• ლოკალიზაცია - კიდურები ან ტანი;
• ლიქენოიდური პაპულები;
• ანთების შემდგომი ჰიპოპიგმენტაცია;
ეტიოლოგია-უცნობია, არ მიეკუთვნება გავრცელბულ დაავადებებს. იწყება სუსტი ქავილით
და ლიქენოიდური პაპულების სწორხაზოვანი ან ზოსტერისფორმის განაწილებით კიდურის
გასწვრივ.


ანთების შემდეგ დაზიანებულ უბანზე ვითარდება ჰიპოპიგმენტაცია.
მართვა:
არ არის მოწოდებული სპეციფიური მკურნალობა. III ჯგუფის ტოპიკურ სტეროიდებს
ხმარობენ ძლიერი ქავილის შემთხვევაში. წლების განმავლობაში მდგომარეობა თავისით
უმჯობესდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 4 2009, 05:16 PM
გამოხმაურება #4


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





atulia
საკმაოდ კარგად ნამდვილად ვერ ვერკვევი, ვცდილობ შევისწავლო.

მე აქ დავდებ დერმატიტთან არსებულ დაავადებებს, მათ კლინიკურ გამოვლინებებს და იქნებ იპოვო კითხვაზე პასუხი.
თემო
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 4 2009, 05:42 PM
გამოხმაურება #5


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





ვარიკოზული ეგზემა და დაწყლულება



ქვედა კიდურების ხშირი პათოლოგიაა, რაც შეიძლება იყოს ვენური ჰიპერტენზიის ან
ეგზემის და/ ან კანის დაწყლულების შედეგი.

სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ქვედა კიდურები
• ვენური ჰიპერტენზია;
• ეგზემა
• პიგმენტაცია
• ატროფია
• ფიბროზი
• დაწყლულბა.
ვენური სისტემის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

(1) ვენების თრომბოზი

(2) სარქველების არასრულფასოვნება;

(3)კუნთოვანი ატროფია;
დაავადება ხშირია ჭარბი წონისა და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის ქალებში.
ფიზიკალური ნიშნები:
ლოკალიზაცია - ფეხის ქვემო მიდამოში, განსაკუთრებით კოჭის ირგვლივ. Aახასიათებს
პიგმენტაცია, ეგზემა, ატროფია, შეშუპება, დაწყლულება და ვარიკოზიტი.

მართვა:

1. დასვენება და ფეხების ზემოთ აწევა;
2. კომპრესიული ნახვევი - 30-50 მმ. ვერცხლისწყლის სვეტის წნევით . შეშუპების თავიდან
ასაცილებლად და კუნთების ტონუსისათვის. Uუნდა ჩაიცვას დილით ადგომამდე და
დაწოლამდე უნდა ატაროს.

3. ვარჯიშები-კუნთების ტონუსისათვის;

4. დიეტა - წონის შემცირების თვალსაზრისით;

5. ზოგადი სამედიცინო პრობლემების მკურნალობა-ანემიის, ჰიპერტენზიის, გულის

უკმარისობისა და სხვა.

6. ეგზემა - III ჯგუფის სტეროიდებით მკურნალობა ნაჩვენებია ანტიბიოტიკებთ ან
კომბინაციის გარეშე.

7. ინფექციები - ცელულიტების მკურნალობა შეიძლება პერორალური ანტიბიოტიკბით,
ლოკალური ინფექციების მკურნალობისათვის არ არის მითითებული სისტემური
ანტიბიოტიკები, გამონაკლისს წარმოადგენს ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.

ლოკალური თერაპია:
a) ნეკროზული შრის მოცილება;
ბ) გამწმენდი პრეპარატების გამოყენება:
გ) Eusol, Cetrimide, Chlorhexidine gluconate, Povidone-iodine, Potassium permanganate soaks,
Rosaline dyes, რომელიც შეიცავს 0,5% გენციან ვიოლეტს, კარბოფუშსა და ბრილიანტის მწვანეს. აგრეთვე იყენებენ ოქსიდიზირებულ აგენტებს-ჰიდროგენ პეროქსიდი, 20% ბენზილ
პეროქსიდი).

შეხვევები:

a) აბსორბენტები ზედაპირის მოსამშრალებლად (Cadexomer iodine, Geliperm, Zinc oxide და
კუპრი, ან Zinc oxyde calamine-თან კომბინაცია, Clioquiknol an ichthammol.) Uუნდა
შეიცვალოს ნახვევი 1-2 ჯერ კვირაში.
10. გრავიტაციული სინდრომი - ლიპოდერმატოსკლეროზი შეიძლება იყოს მტკივნეული,
რომელიც შეიძლება მოიხსნას Stanozolol 5 მგ 2-ჯერ დღეში ან Oxerutins 250 მგ 3-ჯერ დღეში,
შეიძლება გაკეთდეს ტრიამსინოლონის ელემენტის შიდა ინექცია.
11. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია, დასვენება, ფეხების აწევა და
რეგულარული საექთნო მოვლა. Eეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა
წარმოდგენილია პატარა ზომის, მაგრამ მტკივნეული წყლულები, ან დიდი წყლულები,
განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
12. ქირურგიული მკურნალობა - დიდი და შეუხორცებელი წყლულების შემთხვევაში
ნაჩვენებია ვარიკოზიტის ინექციები და კანის გადანერგვა.
არსებობს აგრეთვე არტერიული წყლულები, რომლებიც გამოწვეულია არტერიული
სისხლის მიმოქცევის უკმარისობით.

დიაგნოსტიკური ნიშნები:

• მტკივნეულობა მოსვენებისას და ღამით;
• წყლულები ტერფზე, წვივებზე;
• ასოცირებულია კანის ცვლილებებთან: სიმშრალე, ატროფია, თმის დაკარგვა და სხვა.
• ეტიოლოგია-გენეტიკური, დიეტური და სოციოეკონომიკური ფაქტორების ზემოქმედება.
სტრესი, თამბაქოს მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, და ჰიპერტენზია;
კლინიკური დიფერენციაცია არტერიული და ვენოზური წყლულების შემთხვევაში
არტერიული
მტკივნეული
• პულსაცია შემცირებულია ან არ
არის
• მშრალი, აქერცლილი, ატროფიული,
მბზინვარე კანი;
• თმიანობა დაკარგულია;
• ფრჩხილების დისტროფია;
• ტემპერატურა დაქვითებულია;
• ციანოზი;
• ერითემა

ვენოზური
• • ხშირად უმტკივნეულო;
• პულსაცია შენარჩუნებულია;
• ეგზემა და პიგმენტაცია;
• თმიანობა შენარჩუნებულია;
• ნორმალური ფრჩხილები;
• ტემპერატურა შენარჩუნებულია;
• ციანოზი ან ერითემა
მართვა:
უნდა მოხდეს ასოცირებული დაავადებების კონტროლი, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი,
ჰიპერტენზია, წონის მოწესრიგება, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა - აუცილებელი პირობებია.
წინააღმდეგ ნაჩვენებია ელასტიური წინდები. ადგილობრივი მკურნალობა მსგავსია, რასაც
მივმართავთ ვენური წყლულების მკურნალობისას, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია.

გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა თემო: Feb 4 2009, 05:50 PM
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 6 2009, 11:20 AM
გამოხმაურება #6


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





კონტაქტური დერმატიტი



იგი შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირმა გამღიზიანებელმა ან გამოწვეულ იქნას ალერგიული
კონტაქტით (ალერგენით წინასწარი სენსიბილიზაცია).

პირდაპირი გამღიზიანებლის მიერ გამოწვეული კონტაქტური დერმატიტი
იგი გამოწვეულია ეპიდერმისის ნორმალური ბარიერული ფუნქციის დამაზიანებელი
ეფექტით. შეიძლება იყოს:

მწვავე - გამაღიზიანებელი სუბსტანციის ერთჯერადი ზემოქმედება. Mმაგ. მჟავის, ტუტის,
ფენოლის და სხვა.

ქვემწვავე - მცირე მიდამოს განმეორებითი გაღიზიანება. ჩვილ ბავშვებში საფენების არეში ე.წ.
ნაპკინის დერმატიტი.

ქრონიკული - განმეორებითი ზემოქმედების გამო. ეპიდერმისის ლიპიდების

პროტექტორული ფუნქციის მოშლა-მაგ. “მრეცხავი ქალის ხელები, რომელსაც უწყვეტი
კონტაქტი აქვს გარეშე გამღიზიანებელთან: ფხვნილებთან და ა.შ.

ჩვილ ბავშვთა დერმატიტი

ეგზემატოზური პასუხი გამღიზიანებლის გახანგრძლივებულ ზემოქმედებაზე, რომელიც
წარმოიშვება საფენების ადგილას, გამოიხატება სიწითლით და მოიცავს ნაკეცებსაც.
დერმატიტი იწყება სიცოცხლის პირველივე თვეებში. დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა
გატარდეს კანდიდოზთან, ფსორიაზთან, სებორეულ ეგზემასთან და ატოპიურ ეგზემასთან.

მართვა:

მდგომარეობა დროებითია, უნდა დავარწმუნოთ მშობელი, რომ ყველაფერი ადვილად
გაივლის. საფენის ადგილი მუდმივად უნდა დავიცვათ მშრალად. ნაჩვენებია I ჯგუფის
ტოპიკური სტეროიდების გამოყენება: 1% ჰიდროკორტიზონის მალამო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 9 2009, 02:28 PM
გამოხმაურება #7


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





დიასახლისების” დერმატიტი:
სადიაგნოსტიკო ნიშნები


• ეგზემა

• თითების და ხელების დორზალური ზედაპირი

• ატოპიის ანამნეზი (მ.შ. ოჯახური);

• ხშირად პროფესიულია მაგ. პარიკმახერების, მრეცხავების, ახალდაბადებულ ბავშვებში
და სხვა.

მართვა:
რაც შეიძლება უნდა მოვერიდოთ წყალს.
ემოლიენტები - შეიძლება გამოვიყენოთ ორალური ანტიჰისტამინური პრეპარატები -
ზოგჯერ ტოპიკური სტეროიდები - III ჯგუფის სტეროიდები დასვენება, პროფესიის შეცვლა.
ასტეატური ეგზემა
დამახასიათებელია მშრალი, ზედაპირული ნაპრალები, უფრო ხშირად მოხუცებში, მწვავდება
ცივი ზამთრის ან ხელების ხშირი დაბანის შემთხვევაში.
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ქავილი და ტკივილი
• სიმშრალე და ქერქები;
• ლოკალიზაცია-უხშირესად წვივის არეში
• ეფექტურია ემოლიენტები

მართვა

პროგნოზი კარგია
ემოლიენტები ძალიან ეფექტურია. Aადგილობრივი სტეროიდები-III ჯგუფის სტეროიდული
მალამო და არა კრემი. Bბანაობა უნდა შევზღუდოთ კვირაში ორამდე, საპნის მაგვირად
მითითებულია ემულგირებული მალამო.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი:
პათოგენეზური საფუძველი - ალერგენზე ორგანიზმის ჰიპერსენსიტიური პასუხი,
რომელსაც საფუძვლად უდევს გვიანი ტიპის ალერგიული რეაქცია.
დიაგნოსტიკური ნიშნები:

• ჩვეულებრივ, მწვავე ვეზიკულები, ბულები, სისველე

• ხანგამოშვებითი გამწვავება ალერგენთან შეხებიდან 48 სთ-ის შემდეგ.

• ხშირად ანამნეზში არა გვაქვს ეგზემა;

• სახე და თვალების მიდამო ჩართულია, როგორც მეორადი ფენომენი.

• ადგილობრივ სტეროიდებზე არაადექვატური რეაქცია, უეფექტობა.

ეტიოლოგია

• არაინდუსტრიული ანტიგენები:პარფიუმერია, ფრჩხილების საცხი, ზოგიერთი მცენარე ,
მეტალები, კოსმეტიკური საშუალებები, მედიკამენტები, საღებავები და სხვა.
მართვა:
ალერგენის მოშორება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 10 2009, 03:18 PM
გამოხმაურება #8


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





კანის ბაქტერიული ინფექციები:



იმპეტიგო - არის მწვავე, კონტაგიოზური, კანის ზედაპირული ინფექცია, რომელიც
გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით ან ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით ან
ორივეთი ერთად.
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ბულები, რომლის მთლიანობა ადვილად ირღვევა
• ოქროსფერი ქერქები;
• სწრაფი გავრცელება
• ხშირია სახეზე.

მართვა:
მკურნალობა ანტიბიოტიკებით - პერორალური ანტიბიოტიკები 5 დღის განმავლობაში.
სტრეპტოკოკები მგრძნობიარე არიან პენიცილინის მიმართ. მათთვის, ვისაც აღენიშნება
ალერგია პენიცილინზე, ნაჩვენებია ერითრომიცინი. სტაფილოკოკური შტამები
რეზისტენტულნი არიან და შერჩევის მედიკამენტი ამ შემთხვევაში არის ერითრომიცინი ან
ფლუკლოქსაცილინი.
ფოლიკულიტი - თმის ფოლიკულის ანთებითი დაავადებაა. იგი არის მწვავე, მტკივნეული,
თმის ფოლიკულების პუსტულოზური დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ოქროსფერი
სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით ან ორივეთი ერთად.


სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• მტკივნეული ყვითელი პუსტულები;
• გარეშემოფარგლული ერითემით;
• პუსტულის ცენტრში თმის ღერი;

ლოკალიზაცია:კიდურებზე

• ხშირად მეორადია და ვითარდება ტოპიკური სტეროიდების ხმარების ფონზე.
ფსევდომონოზური ფოლიკულიტი - თმის ფოლიკულის მწვავე პუსტულოზური
დაზიანებაა, რომელიც გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa-ს მიერ.
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• მწვავე დასაწყისი;
• პუსტულები
• ირგვლივ ერითემა;
• ლოკალიზაცია-ტანზე და კიდურებზე;
• ხშირად ვითარდება საცურაო აუზებში.
შესაძლოა გამოხატული იყოს საერთო სისუსტე, სუბფებრილიტეტი და ლიმფადენოპათია.
ყვითელი პუსტულები აღინიშნება ტანზე და კიდურბზე. კონიუქტივიტი, გარეთა ყურის
ანთება, მასტიტი, ურინოინფექცია, რომელსაც ესაჭიროება ანტიბიოტიკოთერაპია. კანის
მოვლენები ქრება 10 დღეში. ჩნდება 24-48 საათში.
მართვა:
პუსტულის შიგთავსის კულტურა;
კანის მოვლენები გაივლის მკურნალობის გარეშეც.

ფურუნკულოზი - თმის ფოლიკულის მწვავე აბსცესი, რომელსაც ოქროსფერი
სტაფილოკოკი იწვევს.
დიაგნოზი:


• მტკივნეულობა
• წითელი ნოდულები
• პუსტულური ზედაპირი

მართვა:ანტიბიოტიკებით
ერიზიპელა და ცელულიტი - დერმისა და კანქვეშა ქსოვილების მწავე ინფექციაა,
რომელსაც იწვევს პიოგენური სტრეპტოკოკი და იშვიათად, სხვა ორგანიზმები.
დიაგნოსტიკა:
• უეცარი ცხელება, ღებინება, გონების დაბინდვა;
• უნილატერალური ერითემა და შეშუპება
• სახე ან ქვედა კიდურები

ეტიოლოგია:

მკაფიო განსხვავება ერიზიპელას და ცელულიტს შორის კლინიკურად ხშირად არ არსებობს,
მაგრამ თეორიულად ერიზიპელა არის ზედაპირული, გავრცელებული დერმასა და
ზედაპირულ კანქვეშა ქსოვილზე, მაშინ როცა ცელულიტი არის ღრმა კანქვეშა ქსოვილში.
ერიზიპელას თითქმის ყოველთვის იწვევს A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
ცელულიტს იწვევს S. pyogenes, იშვიათად ოქროსფერი სტაფილოკოკი და Haemophilis
influenza.
ერითრაზმა - არის ინტერტრიგო გამოწვეული Corynebactrium minutissimum.
დიაგნოზი:
• ყავისფერი, მიმდინარეობს ასიმპტომურად ან ქავილით;
• დაჭორფლილი, აქერცლილი ზედაპირი;

• ლოკალიზაცია-საზარდულში, იღლიაში, სარძევე ჯირკვლების ქვემოთ.

ეტიოლოგია - გავრცელებულია თბილ ქვეყნებში. ვითარდება სიმეტრიულად, ნაკეცებში,
განსაკუთრებით მსუქნებში. შეიძლება ფეხის თითებს შორისაც.
აქსილარული ტრიქომიკოზი - კორინებაქტერიით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც
ლოკალიზდება აქსილარულ და ბოქვენის თმიან არეში.
ეტიოლოგია - გავრცელებულია ახალგაზრდა მამაკაცებს შორის, მიზეზი ხშირ შემთხვევაში
ჰიგიენის დაუცველობაა.
ნიშნები - ყვითელი ნადები თმის ირგვლივ.
მართვა - ჰიგიენის დაცვა, ეფექტურია 1% ფორმალინი ან ბენზოის მჟავა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dr.Pepper
გამოხმაურება Feb 10 2009, 06:35 PM
გამოხმაურება #9


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 86
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 19-January 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: moooooooooooon
მომხმარებელი № 1,457





http://medicina.do.am/ აქ იდო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 11 2009, 10:54 AM
გამოხმაურება #10


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





ციტატა(Dr.Pepper @ Feb 10 2009, 06:35 PM) *
http://medicina.do.am/ აქ იდო smile.gif



ამ პოსტით გულწრფელად გეტყვი ვერ მიგიხვდი რა გინდა რომ თქვა, ალბათ ის რომ სამედიცინო საიტებს ათვალიერებ? მაშინ კარგი გააგრძელე, შემდეგ ის რომ მე მაგ ფორუმის ძალიად დიდი ხნის წევრი ვარ, ჯერ კიდევ ადმინს რომ ეზარებოდა შემოსვლა იმ პერიოდიდან biggrin.gif, ისა კიდევ რომ მე მანდ ვერ ვიპოვე ჩემი პოსტები და ბოლოს საიტის რეკლამირებას ჯობია თემასთან შესაფერისი პოსტები დადო თუ კი შეგიძლია რათქმაუნდა.

შეგახსენებ რომ შენი პოსტი სუფთა წყლის ოფია და შესაბამის რეაგირების გარეშე მომავალში არ დაგიტოვებ გპირდები, ხოლო ჩემი პოსტი ოფი არაა რადგან:



კანის ვირუსული დაავადებანი:


მარტივი ჰერპესი - კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე დაავადებაა, რომელსაც იწვევს
ჰერპეს ვირუსი. პირველადი ინოკულაციის შემდეგ რეციდივები ძალიან ხშირია.
დიაგნოსტიკა:
• პრემორბიდული სიმპტომები - ქავილი და დისკომფორტი;
• ჯგუფური ვეზიკულები;
• გარშემო ერითემა;
• ქერქების წარმოქმნას პროგრესირებადი ხასიათი აქვს;
• გრძელდება 10-14 დღე.
ეტიოლოგია - კონტაგიოზური დაავადებაა, გამომწვევი Herpes virus Homonis. იგი შეიძლება
იყოს ონკოგენური და გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კარცინომა. პირველადი
დაინფიცირება ხშირად სუბკლინიკურად მიმდინარეობს, ანტისხეულები სისხლში შეიძლება
პირველი შეტევის გარეშეც აღმოჩნდეს. პირველი შეტევის შემდეგ ვირუსი იმალება ნერვის
განგლიებში. დაავადების გამწვავებას შეიძლება ხელი შეუწყოს ულტრაიისფერმა სხივებმა,
რესპირატორული ტრაქტის ინფექციებმა, ლოკალურმა ტრავმებმა, მენსტრუაციამ, სტრესმა.
გავრცელებული ადგილებია: ტუჩები, სახე, პირის ღრუ, გენიტალია.
მენეჯმენტი:
ტრანსმისიის პრევენცია - დაავადება კონტაგიოზურია, თავი უნდა აარიდოს ახალ
ფიზიკურ კონტაქტებს და მოიხმაროს ბარიერული მეთოდები სქესობრივი კავშირის დროს.
ჰერპეს ზოსტერი - გამომწვევი Varicella zaster virus. იგი წარმოადგენს რეაქტივირებულ
ჩუტყვავილას ვირუსს, რომელიც მიეკუთვნება ჰერპესების ჯგუფს.


დიაგნოსტიკა:
• ტკივილი
• ვეზიკულური გამონაყარი
• უნილატერალური
• ელემენტების გალნაგება კანის კრანიალური ან პერიფერიული ნერვის გასწვრივ.
ეტიოლოგია - Varicella zaster virus. კონტაგიოზური დაავადებაა. დაავადება უფრო ხშირია
ხანდაზმულებში. განსაკუთრებით მიყვება ტრიგემინალურ, ლუმბალურ და საკრალურ
ნერვებს.

გართულებები:
1. სამწვერა ნერვის თვალის ტოტის ჩართვა პათოლოგიურ პროცესში

სახის ნერვის დამბლა, ყურის მტკივნეულობა, ნიჟარისა და გარეთა სასმენი მილის
ვეზიკულები.


საკრალური ნერვის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის რეტენცია და დეფეკაციის
გაძნელება.
4. პოსტჰერპესული დამბლები - ზედა ან ქვემო კიდურების (ჩვეულებრივ დროებითი)
მეორადი დამბლა მოტორული ნერვის პროცესში ჩართვის გამო.
5. დისსემინირებული ჰერპეს ზოსტერი - არის იმუნოსუპრესიის სერიოზული დარღვევა.
შეიძლება პროცესი გაგრძელდეს, მოითესოს. Aარსებობს ვისცერული, პულმონური, ღვიძლის
და ნევროლოგიური გავრცელება, რაც იწვევს მნიშვნელოვან სიკვდილობას.
6. პოსტჰერპესული ნევრალგია ძალიან უსიამოვნოა და ძნელად პასუხობს ანალგეტიკებსა
და ფსიქოტროპულ აგენტებს.
მართვა: ვირუსის იდენტიფიკაცია შეიძლება ელექტრონული მიკროსკოპითაც და ქსოვილის
კულტივირებითაც.
კონტაგიოზური მოლუსკი - კანისა და ლოწოვანის ინფექცია გამოწვეული pox ვირუსით.
დიაგნოსტიკა:
• რბილი - შეფერილი
• გუმბათის ფორმის პაპულა
• ცენტრალურად ჩაზნექილი ზედაპირი
ეტიოლოგია - ბავშვებსა და ახალგაზრდებშია გავრცელებული, კონტაგიოზურია.
ინკუბაციური პერიოდი 2კვირიდან 6 თვემდე.
მართვა:
შეიძლება სპონტანურად უკუგანვითარდნენ.
მოზრდილები გენიტალური ელემენტებით, პარტნიორებთან ერთად უნდა იქნან
გამოკვლეული სექსუალურად გადამდებ დაავადებებზე.
მეჭეჭები - კანისა და ლორწოვანი გარსის ძალიან გავრცელებული ინფექციაა, გამოწვეული
papilloma virus - ით.
ეტიოლოგია - ინკუბაციური პერიოდი 1-20 თვე. ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტია 12-
16 წლის ასაკში. ონკოგენურად ითვლება ადამიანის პაპილომა ვირუსის მე-16 და მე-18 ტიპი.
მეჭეჭი კონტაგიოზური დაავადებაა. ვრცელდება საცუარაო აუზებში, აბანოებში და ა.შ.
კლინიკური ნიშნები:
ჩვეულებრივი მეჭეჭები-რბილი, შეფერილი პაპულა უხეში ზედაპირით. შეიძლება იყოს ერთი
ან მრავალი. ხშირად ლოკალიზდება ხელებზე, თუმცა შეიძლება გავრცელდეს ყველგან.
არსებობს ტერფის მეჭეჭები, მოზაიკური მეჭეჭები, ანოგენიტალური ანუ წვეტიანი
კონდილომები, სახის ბრტყელი მეჭეჭები, რომლის ზედაპირი ბრტყელი ან მცირედ
გაუხეშებულია.
მართვა:
შეიძლება უკუგანვითარდნენ სპონტანურად, 35% ქრება 6 თვეში, 55% 1 წელში, 65% 2 წელში.
შეიძლება თხევადი აზოტით მოწვა (კრიოთერაპია), კაუტერიზაცია, ქირურგიული
მკურნალობა.
ანოგენიტალური მეჭეჭები გადამდებია სქესობრივი გზით, ამიტომ საჭიროა პარტნიორის
გამოკვლევა სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე. U ანალური კონდილომების დროს უნდა
ჩატარდეს პროქტოსკოპია. Qქალებში საჭიროა საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის

გამოკვლევა პაპა-ნიკოლაუსის მეთოდით. უმჯობესია, ავადმყოფი გაიგზავნოს
უროგენიტალურ კლინიკაში.
ქერქები - კანის ადგილობრივი ჰიპერკერატოზი, ჩვეულებრივ, ვითარდება ფეხებზე,
ზოგჯერ ხელებზეც. Mმის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ტრავმატიზმი.
მართვა-პროცესს მართავენ ქიროპოდისტები. ყურადღება უნდა გამახვილდეს ფეხსაცმელზე,
ზოგჯერ საჭიროა ამოკვეთა და კიურეტაჟი.

გამოხმაურება ბოლოს ჩაასწორა თემო: Feb 11 2009, 10:55 AM
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 12 2009, 04:53 PM
გამოხმაურება #11


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





კანის სოკოვანი დაავადებები:


კანდიდოზის ხელშემწყობი ფაქტორები:
1. იმუნოსუპრესია;
2. ნეიტროპენია;
3. ენდოკრინოპათიები; მაგ. შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის დაავადება;
4. ურემია;
5. ავთვისებიანი დაავადებები;
6. ასაკი, მენსტრუაცია, ორსულობა;
7. იატროგენული ფაქტორები; მაგ. სტეროიდები, ანტიბიოტიკები, ორალური
კონტრაცეპტივები;
8. Stratum corneum-ის დაზიანება
კანდიდოზი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უფრო ხშირად ლოკალიზდება პირის
ღრუში, სასქესო ორგანოებში, ნაკეცებში და ფრჩხილებზე. ლოკალიზაციის
მიხედვითKარსებობს ორალური, ანგულარული, გენიტალური, ინტერტრიგოს არის
კანდიდოზი.
ორალური კანდიდოზი - პირის ღრუს ინფექციაა გამოწვეული candida albicans-ის მიერ.
ახასიათებს პუსტულები წითელი, ახალი, სისხლმდენი ფუძით, რომელიც შეიძლება
ადვილად მოშორდეს.
დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს ბრტყელ ლიქენთან, რაც საბოლოოდ
დასტურდება პუსტულიდან აღებული მასალის გამოკვლევით.
ანგულარული ჩეილიტი - კანდიდური გამონაყარი პირის კუთხეებში. ხშირია იმ პირებში,
რომლებიც იყენებენ კბილის პროტეზებს. ხშირად პროთეზი არ არის კარგად მორგებული და
ადეკვატურად არ სუფთავდება. პირის ფორმა შეცვლილია. Nნერწყვით ხშირი დასველების
გამო იქმნება ხელსაყრელი გარემო კანდიდას განვითარებისათვის. ხშირად მდგომარეობას
ართულებს ოქროსფერი სტაფილოკოკით თანდართული ინფექცია.
მენეჯმენტი - ორალური კანდიდოზი ადვილად ინკურნება კანდიდას საწინააღმდეგო
აგენტებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით იქნას გამოყენებული. M აუცილებელია
ორალური ჰიგიენის დაცვა და კბილების და პროთეზის მოვლა. ხშირად საჭირო ხდება
ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების დამატება. M
გენიტალური კანდიდოზი:
ვულვო-ვაგინიტი:
სადიაგნოსტიკო ნიშნები:
• ქავილი
• სქელი, ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან


• ერითემა და შეშუპება;
• კანის მაცერაცია და სატელიტური პუსტულები
ეტიოლოგია - ხშირია ახალგაზრდა ქალებში. ხშირად დაკავშირებულია ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკების, ორალური კონტრაცეპტივების ხმარებასთან და ორსულობის პერიოდთან.
კანდიდური ვულვოვაგინიტით ხშირად ავადდებიან შუახნის ჭარბი წონის და შაქრიანი
დიაბეტით დაავადებული ქალები. ამიტომ, აუცილებელია ტესტი გლუკოზურიის
აღმოსაჩენად.
კანდიდური ბალანიტი - გამომწვევი candida albicans.
დიაგნოზი:
• ყვითელი პუსტულები
• ასოს თავის ერითემა ან შეშუპება
• ხშირად არ არის ჩატარებული წინადაცვეთა
მენეჯმენტი: ორივე პარტნიორის მკურნალობა. აუცილებელია რისკ-ფაქტორების
კონტროლი.
Candida intertrigo - გავრცელებულია ისეთ არეებში, სადაც ერთმანეთს ეხება ორი
ზედაპირი.
დიაგნოზი:
• ნაკეცებში, იღლია, საზარდული, სარძევე ჯირკვლების ქვემოთ, თითებს შორის.
• პუსტულები გარშემო ერითემით;
• მაცერაცია;
• მსუქან პირებში;
• ახალი, ეროზიული, წითელი კანი;
მენეჯმენტი: გამოყენებული უნდა იქნას ანტიფუნგალური კრემები, მალამოები.
წამლები, რომლებიც გამოიყენება კანდიდოზის დროს
ანტიფუნგალური მედიკამენტები - პარენტერალურად გამოყენებისას ძალიან
ტოქსიკურია, მაგრამ ძალიან ეფექტურია ადგილობრივად. უნდა გვახსოვდეს, რომ 1-2
კვირაში შეიძლება განვითარდეს წამლისმიერი ჰეპატიტი, განსაკუთრებით, იმ პირებში, ვინც
ჭარბად იღებს ალკოჰოლს. ღვიძლის ფუნქცია გასინჯულ უნდა იქნას წამლის მიღების
დაწყებამდე და მიღების პერიოდში. შეიძლება განვითარდეს ლიბიდოს დაქვეითება,
გინეკომასტია, ჰიპოადრენალიზმი (ვინაიდან ხდება ესტროგენების სინთეზის ბლოკირება).
კანის პარაზიტული დაავადებები(მკბენარები)
პედიკულოზი - კანის ინფესტიცია სისხლის მწოველი მწერებით - ტილებით, რომელიც
იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებს. არსებობს თავის ,სხეულის და ბოქვენის პედიკულოზი.
თავის პედიკულოზი:
♦ სკალპის ინტენსიური გაღიზიანება
♦ წითელი ჯგუფური პაპულები კისერზე
♦ მოძრავი ტილი
♦ წილები (ოვალური კვერცხები მიმაგრებული თმის ღერებზე).
განუწყვეტელი ქავილისაგან კანი სქელდება, პიგმენტირდება, ხდება მშრალი. გასინჯვისას
აღმოვაჩენთ ურტიკარულ პაპულებს.
მართვა - დიაგნოზის დასმა ხანდახან რთულდება, ვინაიდან ექიმი არ ამოწმებს ტანსაცმელს.
მკურნალობა-გამა-ბენზინ-ჰექსაქლორიდით, ისევე, როგორც მუნის მკურნალობა.

ეგზემატიზაციის შემთხვევაში შეიძლება სუსტი სტეროიდის გამოყენება. აუცილებელია
ტანსაცმლის დეზინფექცია.
Pediculus pubis:
♦ ბოქვენის გაღიზიანება
♦ ნელა მოძრავი ტილები;
♦ წილები
♦ შეიძლება ჩართული იყოს სხვა ადგილებიც.
მართვა: გამა-ბენზინ-ჰექსაქლორიდი, უნდა ჩამოიბანოს წასმიდან 24 სთ-ში. მკურნალობის
ხანგრძლივობა - 10 დღე. სავალდებულოა ტანსაცმლის დეზინფექცია. თმის შეკრეჭა
აუცილებელი არ არის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემო
გამოხმაურება Feb 13 2009, 05:20 PM
გამოხმაურება #12


***

Advanced Member
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 855
ასაკი: 36
მადლობა: 4
რეგისტრ.: 16-October 08
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 2,487





მუნი (Scabies)


ინტენსიური ქავილით მიმდინარე, კონტაგიოზური ეროზიები კანზე, გამოწვეული
ტკიპის მიერ, რომელიც აკეთებს ხვრელებს Stratum corneum-ში.

♦ ინტენსიური ქავილი

♦ განსაკუთრებით ხელებსა და ფეხის გულებზე

♦ პაპულები ვითარდება თითებს შორის, ტორსზე და გენიტალიაში.

♦ ექსკორიაციები განსაკუთრებით ფეხებზე.

♦ ინტიმური კავშირისას გადამდებია.

ეტიოლოგია - გამომწვევია Sarcoptes scabiei, რომლეიც გადადის მხოლოდ
გახანგრძლივებული ფიზიკური კონტაქტის დროს (ხელის ჩამორთმელით არ გადადის).
ბავშვებში უფრო იოლად ვრცელდება. რამოდენიმე კვირაში ვითარდება იმუნური რეაქცია.
კლინიკურად ვლინდება ხანგამოშვებით. უარესდება დაბანისას, ტანსაცმლის გახდის შემდეგ
ან საწოლში. ქავილი ყველგან ინტენსიურია სახის გარდა. კარგად ვიზუალიზირდება
მიკროსკოპში.
მართვა - დაავადება განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პერიოდში საჭიროებს დიდ
ძალისხმევას. უმჯობესია გამოვიყენოთ გამა-ბენზინ-ჰექსაქლორიდი. იგი უნდა წაისვას
პაციენტმა აბაზანის შემდეგ (სახის არის გარდა). ლოსიონი ტანზე უნდა დაიტოვოთ 24 საათის
განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანოთ და გაიმეოროთ პროცედურა 24 საათში. საკმარისია 2-3
აპლიკაცია. ხშირად წამალზე აღინიშნება ალერგიული რეაქცია. არ უნდა აგვერიოს წამლის
მიერი ქავილი დაავადებით გამოწვეულ ქავილში. ხშირად ვითარდება მეორადი ეგზემა, რის
გამოც იყენებენ ადგილობრივ სტეროიდებს. აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა და
მკურნალობა.


ფსორიაზი



კანის ქრონიკული, კეთილთვისებიანი, ჰიპერპროლიფერაციით მიმდინარე დაავადება,
რომელიც ხშირად მემკვიდრეობითია. ზოგჯერ ასოცირებულია სახსრებისა და ფრჩხილების
პათოლოგიასთან. ჩვეულებრივ, ხასიათდება სიმეტრიული, კარგად შემოფარგლული წითელი
ლაქებით, გასქელებული ვერცხლისფერი ქერცლით, თუმცა არსებობს სხვადასხვა
მორფოლოგიური ქვეტიპები.
ფსორიაზი ორივე სქესში თანაბრადაა გავრცელებული. იგი მიეკუთვნება იმ დაავადებების
ჯგუფს, რომელიც ვითარდება ტრავმის, ნაკაწრის ადგილას და თავს იჩენს ვიწრო ტანსაცმლის
ხმარების ადგილებში (კოებნერის ფენომენი). Aალკოჰოლი, ანტიმალარიული და ლითიუმის
პრეპარატები ამწვავებენ დაავადებას.



ფსორიაზი არ არის კლინიკურად ჰომოგენური დაავადება, ახასიათებს სხვადასხვა
მიმდინარეობა. მაგ. ქრონიკული, სტაბილური და მწვავე, არასტაბილური.
ქრონიკული ფსორიაზი დინამიური პროცესია. იგი შეიძლება ძალიან დამძიმდეს ან პირიქით.
ან შეიძლება დააზიანოს ერთეული არეები, როგორიცაა სკალპი, ხელები, სასქესო ორგანოები,
სახსრები ან ფრჩხილები. სტაბილური ფორმიდან შეიძლება უეცრად გარდაიქმნას აქტიურ და
მტკივნეულ პროცესად. შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან ინტენსიური ქავილითა
და დისკომფორტით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
gogilo7
გამოხმაურება Sep 16 2009, 05:04 AM
გამოხმაურება #13


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 1
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 16-September 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 4,594





როგორ ვუსჰველოტ ცხიმიან კანს?სახლის პირობებსი
Go to the top of the page
 
+Quote Post
marishka19
გამოხმაურება Mar 12 2010, 10:02 AM
გამოხმაურება #14


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 80
ასაკი: 23
მადლობა: 0
რეგისტრ.: 12-March 10
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 6,992





როგორ ვიმკურნალოთ ვულგარულ ფერისმჭამელას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
buzuzuna
გამოხმაურება Mar 12 2010, 12:32 PM
გამოხმაურება #15


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 13
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 3-November 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 5,358





გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს დერმატოლოგთან

ჩემს დაქალს აქვს რაღაც პრობლემა და გკითხავთ თქვენ, იქნებ პასუხი აქ ვიპოვოთ )

მოკლედ ნერვიულობის ან ლუდის დალევის (ასე ვართ დაკვირვებული) შემდეგ ტანზე გამოსდრის ყავისფერი დიდი ლაქები, გამოსვლამდე წვა აქვს კანზე და 1 კვირა მაინც უგრძელდება. მერე ჩვეულებრივ უკვალოდ ქრება. რა უნდა იყოს მაინც მიზეზი ან არის რაიმე საშუალება რომ ამას ვუმკურნალოთ?

თუ ბოლომდე ვერ ვერ მოვახერხე სიტუაციის ახსნა მკითხოს კომპეტენტურმა პირმა და ვუპასუხებ

გმადლობთ წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
nan
გამოხმაურება Oct 29 2010, 05:14 PM
გამოხმაურება #16


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 12
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 31-August 09
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 4,233





ერთი კითხვა მაქვს დერმატოლოგთან დამეხმარებით? ესეიგი ჩემ მეუღლეს აწუხებს საშინელი ქავილი სასქესო ორგანოსა და ბარძაყის მოსახრელს შორის, ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ ქავილი იმდენად გამაღიზიანებელია ნერვილ სისტემაზე მოქმედებს ძალიან, გთხოვთ მირჩიოთ რამე რა სახის დერმატოლოგიური დავადებაა დაახლოებით მაინც თუ იცით, კაციტაძესთან იყო, რაღაც მალამო დაუნიშნა მაგრამ 10 დღე შველის მერე იგივე მეორდება. გთხოვთ არ დაიზაროთ პასუხის მოწერა. გმადლოოოობთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
anna16
გამოხმაურება Mar 23 2011, 07:20 AM
გამოხმაურება #17


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 2
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 23-March 11
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 9,678





გთხოვთ მიპასუხოთ:ორსულობაში მკერდზე ამომივიდა პატარა ხორცმეტი ,რომელიც ,ბუსგალტერის შესაკრავს გამოედო და მომძვრა,სისხლი არ წამომსვლია,კანი მოხმა გაშავდა და ისე მომძვრა.(იოდი

წავისვი) საშიშია თუ არა?შესაძლებელია რამე გართულება გამოიწვიოს???
Go to the top of the page
 
+Quote Post
irma1
გამოხმაურება Feb 23 2012, 03:30 PM
გამოხმაურება #18


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 1
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 23-February 12
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 11,519





გამარჯობათ.მქონდა თავის კანზე ქერტლის დიდი ბუდეები და ადრე შეგეხმიანეთ.მირჩიეთ სტიმულიტის შამპუნი,მაგრამ არ მიშველა და უფრო და უფრო მომემატა.ქუდის გარეშე ვეგარ დავდივარ შუბლთანაც თმის ზირებში წითლად მაქვს გამონაყარი და ქერტლის დიდი ნაფოტები მაყრია.იქნებ მირჩიოთ რამე.წინასწარ გიხდით მადლობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
zura14
გამოხმაურება May 6 2012, 11:43 PM
გამოხმაურება #19


*

პაციენტი
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 1
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 6-May 12
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 11,776





გთოვთ როგორ მოვიქცე; რამოდენიმე თვეა თავზე მაყრის ჩირქოვან გამონაყარს და ასევე ახლა სახეზეც ალაგ ალაგ დამაყარა და რა ვქნა ვერ მეტყვიტ
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



RSS ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd September 2014 - 5:45 AM
კონტაქტი
Narkozi.com © 2008-2014