დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
ალკოჰოლი და საზოგადოება
ალოკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი რომელიც არის უფერო სითხე, აქვს სპეციფიური გემო და სუნი. ალკოჰოლი წყალში ზავდება ნებისმიერი თანაფარდობით. ეთილის სპირტი სხვადასხვა სასმელში სხვადასხვა რაოდენობითაა. მაგალითად: ლუდში 2-6%; ღვინოში9-20%; ლიქიორში 20-40%;ა რაყში 40-56%; ვისკში და ჯინში 40-55%; რომში 70-77%.
ალკოჰოლი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს, ამიტომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზია, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და სიკვდილიც კი. ორგანიზმში მოხვედრილი ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება კუჭიდან და წვრილი ნაწლავებიდან და გადადის სისხლში. ნარკოლოგია
ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე თრობის ეფექტით:
ცვლის ადამიანის გუნება-განწყობას,გრძნობებსა და აღქმას. ეს მტკივნეული... მენსტრუაცია
თქვენ ხალისიანი, წარმატებული ქალბატონი ბრძანდებით, ყოველთვის ყველაფერს ასწრებთ... მაგრამ, სამწუხაროდ თვეში ერთხელ თქვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა, შრომის უნარი გიქვეითდებათ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, გიპყრობთ დეპრესია და გტანჯავთ ტკივილები. მიზეზი- მენსტრუაციაა. ტკივილის ხანგრძლივობა და ინტენსივობა იდნივიდუალურია. ჩვეულებრივ ტკივილი მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე იწყება და ციკლის დაწყებიდან მეორე დღეს თავისით გადის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მენსტრუალური ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ამ დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც კი ვერ მოქმედებენ ეფექტურად. სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომელბიც სავარაუდოდ ამ არასასიამოვნო და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევენ.: 1. მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლოა განპირობებული იყოს საშვილოსნოს განსაკუთრებული აგებულებით ან მისი მომატებული მგრძნობელობით. მრავალი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია უფრო ადვილად მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის გაფართოებასთან. საშვილოსნოს ყელი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება საშვილოსნოს შეკუმშვის მიმართ. ამრიგად, მენსტრუალური სისხლი შედარებით უმტკივნეულოდ გამოდის ორგანიზმიდან. 2. ტკივილები შეიძლება გამოწვეული მცირე მენჯის ინფექციური და ქრონიკული დაავადებებითაც. ამ შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება და სათანადო მკურნალობა. როგორ დავამარცხოთ მკერდის კიბო
სარძევე ჯირკვლის კიბო განაჩენი არ არის. იმ ქალების 94 %, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, სრულიად იკურნებიან. როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა? მთვარია, დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე დაისვას. დღეს კი როცა საქართველოში არსებობს უამრავი უფასო კვლევითი ცენტრი, ამის პრობლემა აღარ არსებობს. ფსიქოლოგიური განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სენის დამარცხებაში. ონკოფსიქოლოგია -ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც იკვლევს ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას დაავადების გამოვლენისა და მისი მიმდინარეობის დროს. გთავაზობთ ონკოფსიქოლოგის რჩევებს: როგორ დაძლიოთ ექიმთან ვიზიტის შიში თუ ეჭვი ავთვისებიან სიმსივნეზეა? ექიმთან წასვლის შიში გაცლით ყოველგვარ ძალას და გაკარგვინებთ ნორმალურად აზროვნების უნარს. უბრალოდ დაფიქრდით დაგვიანებული გამოკვლევების შედეგებზე. თქვენი ჯანმრთელობა მხოლოდ თქვენი კი არა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ბედნიერებაცაა. ამიტომ აუცილებელია გამოკვლევები ჩაიტაროთ, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი მამოგრაფია ყოველწლიური აუცილებელი პროცედურაა 35 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. ისტერია ბავშვებში
ზუსტად ეს პროცესები აბალანსებენ ერთმანეთს და ამით უზრუნველყოფენ თავის ტვინის ქერქის ნორმალურ ფუნქციონირებას. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დომინირებდეს ერთ-ერთი პროცესი,რომელიც ფაქტობრივად განაპირობებს ადამიანის ქცევას. თუ უპირატესია გაღიზიანებადობის პროცესები,მაშინ ვითარდება ნევრასთენია და როგორც მისი შედეგი-ისტერია.ბავშვებში ასეთი მდგომარეობა საკმაოდ ხშირად ვითარდება.ისტერია აღმოცენდება რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობის ფონზე.მსგავს შემთხვევებს უნდა მივაკუთნოთ უმაღლესი ნერვული სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული დარღვევები. ისტერია ვითარდება იმ ბავშვებში,რომლებსაც მშობლები არასწორად ზრდიან.და მაშინ ბავშვს ეწყება თავისებური რეაქციები.ამგვარი რეაქცია გულისხმობს ნორმალური ბავშვებისთვის არადამახასიათებელი ქცევის გაჩენას.ბავშვს გამოეხატება ორგანული''აშლილობის''სიმპტომები. თუ ვილაპარაკებთ ყველასთვის გასაგებ ენაზე ,ეს სხვა არაფერია თუ არა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების არარსებობა ბავშვის არაადეკვატური ქცევების ფონზე. რიგით პირველი მკვლელი მსოფლიოში - მოწევა
„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი პირველი მიზეზია. ის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მიერ ერთად გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება და ამ დაავადებებისგან განსხვავებით, თამბაქოთი გამოწვეული დაავადებები სტაბილურად მატულობს. რატომ არ კონტროლდება საქართველოში იმპორტირებული ბავშვთა საკვები?
სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ ბავშვთა საკვები პროდუქტები მხოლოდ მონიტორინგის ფარგლებში კონტროლდება, ამ დრომდე კი დარღვევა არ დაფიქსირებულა. “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის” შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, ა.წ. 3 იანვრიდან აღდგა საწარმოების სახელმწიფო კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს მაღალი რისკის საწარმოებისა და კვების ობიექტების შემოწმებას. პარალელურად, ხორციელდება საცალო ვაჭრობის ობიექტების (მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბაზრობები, საწყობები) მონიტორინგი. ამ ეტაპზე შერჩეულია 200-მდე მაღალი რისკის საწარმო, რომელთა შემოწმება ეტაპობრივად განხორციელდება’’-აცხადებენ უვნებლობის სამსახურში. ჰომეოპათია – მომავლის მედიცინა
დღესდღეობით, პრინციპი “არ ავნო” ექიმებისათვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. გართულებული ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვება, სტრესი, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება და სხვა მრავალი ფაქტორი ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჰომეოპათია ცდილობს ადამიანს საკუთარი ორგანიზმის სარეზერვო ძალების, პოტენციალის გამოყენებაში დაეხმაროს, რათა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს შიდა და გარე უარყოფით ფაქტორებს. ეს კი, პირველ რიგში, იმუნურ, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული, რომელიც მთელი ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს. სპეციალისტების ნაწილის აზრით, სწორედ ამას აკეთებს ახალი თაობის ჰომეოპათიური პრეპარატები, რაც მრავალი დაავადების ეფექტურ პროფილაქტიკას განსაზღვრავს. რა დაავადებებს იწვევს რადიაციული დაბინძურება?
ის ფაქტი, რომ, ავარიის შემდეგ, იაპონია მოსახლეობას იოდიზირებულ პრეპარატებს ურიგებს, ექსპერტმა შემდეგი მიზეზით ახსნა: “ფარისებრ ჯირკვალს იოდი ესაჭიროება და რათა გამოირიცხოს მის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების შთანთქმა, რაც ძალიან საშიშია, საჭიროა მიღებულ იქნას იოდიზირებული პრეპარატები. ეს შეამცირებს სიმსივნეთა წარმოშობის რისკს.” ექსპერტის თქმითვე, რადიაციული დაბინძურება შემდეგი დაავადებების წარმოშობას იწვევს: ლეიკემიას, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე კიბოს, რომლის გამოვლინების ვადა გაცილებით უფრო ხანგრძლივია და 10-15 წელზე ვრცელდება. მაგრამ ამ დაავადებების განვითარება ავტომატურად არ ხდება და, რადიაცული დაბინძურების შემთხვევაში, შესაძლოა, არც განვითარდეს - დააზუსტა მეცნიერმა. მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები
რეიტინგში წარმოდგენილი სახელმწიფოების მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პირობებია (ჰაერის დაბინძურების დონე მეგაპოლისებში, მოსახლეობისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის სისუფთავე, ტუბერკულოზის გავრცელების მასშტაბები, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა და ასე შემდეგ). მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სიაში, პირველი სამი ადგილი სკანდინავიის ქვეყნებმა დაიკავა. თუმცა, უცნაურია ის ფაქტი, რომ ლიდერთა სიაში ნორვეგია ვერ მოხვდა. “ფორბსის” რეიტინგი ასე გამოიყურება: სპეციალისტები მოსახლეობას H1N1 ვირუსისგან დაცვის რჩევებს აძლევენ
H1N1- ვირუსის შედეგად, დღეის მონაცემებით, 5 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვალსა და მარტშია მოსალოდნელი. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ეს პაციენტები სახლის პირობებში მკურნალობენ.სპეციალისტების რჩევით, მოსახლეობის იმ კატეგორიებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან, უმჯობესია ნებისმიერი გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პოლიკლინიკებს მიმართონ. გრიპის ვირუსის საშიშროების გამო პირველადი ჯანდაცვის მომსახურება უფასო გახდა და ეს ინიციატივა იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილების მიხედვით მოემსახურება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ნატა ავალიანის განცხადებით, ჯერ ვირუსის პიკი არ არის და მისი მატარებლების რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირაში მოიმატებს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. ჩაი კბილებს იცავს
კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში იყო ხის ნახშირის ფხვნილი, რომელსაც იღებდნენ არყის ხის დაწვის შედეგად. ამ ფხვნილით გაწმენდის შემდეგ კბილებში წყალს კარგად ივლებდნენ და სურნელოვანი საპნით იბანდნენ. ძალიან სასარგებლოდ ითვლებოდა წიწვიანი მცენარეების - ფიჭვისა და ნაძვის საღეჭი ფისი. ფისს იმარაგებდნენ შემოდგომაზე და ნაჭრის ან ხის ქერქის კოლოფებში ინახავდნენ. ფისს გასასუფთავებლად ათავსებდნენ წვრილხვრელებიან ფიცარზე, რომელიც ქოთანს ეხურა. ნედლი ფისი ნახვრეტებიდან ქოთანში ეწვეთებოდა, ჭუჭყი კი ზემოთ რჩებოდა. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში. | |||||||||||||||||||||||||