მთავარი გვერდი 
logo  

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )


 
Reply to this topicStart new topic
> ომეგა-3
DEAD_BOT
გამოხმაურება May 1 2011, 10:50 PM
გამოხმაურება #1


*****

Crazy Member,
ჯგუფი: Moderators
გამოხმაურებები: 2,136
ასაკი: 24
მადლობა: 28
რეგისტრ.: 25-September 07
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მდებარ.: თ.ს.ს.უ.
მომხმარებელი № 825





ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების პროვოცირებას ახდენს


დიეტოლოგები გვირჩევენ მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებით, რადგან იგი ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას და გულის დაცვას დაავადებებისაგან. მაგრამ უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები არც ისე სასარგებლოა, როგორც მიჩნეული იყო. აღმოჩნდა, რომ ეს მჟავა ხელს უწყობს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარებას, იტყობინება The Globe and Mail.
სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერი, კვლევის ავტორი თეოდორ ბრასკი აღნიშნავს, რომ ამ აღმოჩენით მისი გუნდის წევრები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან საწინააღმდეგო შედეგს ელოდნენ.
კვლევა ემყარება შვიდი წლის მანძილზე 55 წელზე მეტი ასაკის დაახლოებით 19000 მამაკაცის მონაცემების ანალიზს, რამაც აჩვენა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებსაც სისხლში ომეგა-3 ტიპის მჟავების ყველაზე მაღალი დონე ჰქონდათ, პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების 2,5-ჯერ მეტი რისკი აღენიშნებოდათ იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებსაც სისხლში იგივე მჟავეების ყველაზე დაბალი დონე ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცები, რომელთა სისხლში არაჯანსაღი ტრანს-ცხიმების შემცველობა შეიმჩნეოდა, რაც რიგ ანთებით პროცესებს უკავშირდება, აგრესიული კიბოთი 50%-ით უფრო იშვიათად ავადდებოდნენ. მეცნიერები ამ ფაქტს დღესდღეობით ვერ ხსნიან.

medportal.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
gvanca3
გამოხმაურება May 2 2011, 04:09 PM
გამოხმაურება #2


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 74
ასაკი: N/A
მადლობა: 0
რეგისტრ.: 11-January 11
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 9,044





ხომ ვერ მოგვწერდით, რა შეიცავს ომეგა-3 ცხიმიანი თევზის გარდა და იყიდება თუ არა აქფთიაქში რაიმე პრეპარატის სახით? წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
david76
გამოხმაურება May 16 2011, 03:27 PM
გამოხმაურება #3


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 60
ასაკი: N/A
მადლობა: 2
რეგისტრ.: 18-January 11
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 9,120





gvanca3

ციტატა
რა შეიცავს ომეგა-3 ცხიმიანი თევზის გარდა და იყიდება თუ არა აქფთიაქში რაიმე პრეპარატის სახით? წინასწარ გიხდით მადლობას


აფთიაქებში მსგავსი რამ არ გაიყიდება, ასე ცალკე პრეპარატი ამ შემცველობით არამგონია არსებობდეს საერთოდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
david76
გამოხმაურება Jun 17 2011, 02:46 PM
გამოხმაურება #4


**

Member
ჯგუფი: Member
გამოხმაურებები: 60
ასაკი: N/A
მადლობა: 2
რეგისტრ.: 18-January 11
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
მომხმარებელი № 9,120





ერთი საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ომეგა-3 _ზე

ესპანელმა მეცნიერებმა თევზის ორგანიზმის კვლევისას ძალიან საინტერესო შედეგი მიიღეს.მათ დაასკვნეს რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთერთ ყველაზე სასარგებლო ნაწილს თევზის ღვიძლი წარომადგენს
საინტერესოა რომ თევზის ღვიძლი თითქმის არ გამოიყენება კვების მრეწველობაში. როგორც წესი, მეთევზეები დაჭერილი თევზის გასუფთავებასაც სწორედ ღვიძლის მოშორებით იწყებენ.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ საკვებად გამოსადეგი თევზის ღვიძლი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ომეგა-3. ომეგა-3 ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადების მკურნალობისას როგორიც არის კიბო, ასევე შიზოფრენიის, დეპრესიის და გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას.
მეცნიერთა მიერ თევზის 12 სახეობის ღვიძლი იქნა შესწავლილი. დადგინდა რომ ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ანჩოუსის ღვიძლი -- 47.9%
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



RSS ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 22nd October 2014 - 8:43 AM
კონტაქტი
Narkozi.com © 2008-2014