დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: უშვილობა
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > გინეკოლოგია | Gynecology
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
verboten
რა არის უშვილობა?

უშვილობა არ არის ავადმყოფობა, უშვილო წყვილების უმრავლესობა პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. უშვილობა – ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგია, რომელიც ხშირად ქალს ან მამაკაცს არ აწუხებს, თუმცა ხელს უშლის ორსულობის დადგომას.
რამდენიმე ათეული წლის უკან, როცა უშვილობის გამოკვლევის მეთოდები ჯანმრთელობისთვის საზიანო და ნაკლებინფორმაციული იყო, უშვილობის გამოკვლევა წყვილის თანაცხოვრებიდან 2 წლის შემდეგ იწყებოდა, ანუ უშვილობად ითვლებოდა ისეთი მდგომარეობა, როცა მიუხედავად რეგულარული სქესობრივი კონტაქტისა ორსულობა 2 წლის მანძილზე არ ხდებოდა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა და გაცილებით ინფორმატიული გახადა, რამაც ბოლო ათწლეულში აღნიშნული დროის მონაკვეთის 1 წლამდე შემცირება გამოიწვია. თუმცა მიდგომა აღნიშნულ პრობლემასთან კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია. თანამედროვე სტანდარტით, რომელიც ბოლო 2 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ფერტილოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია 6 თვის უშვილობის შემთხვევაში, რადგან ის შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად ყოველგვარი გართულებების გარეშე, უმოკლეს ვადაში გავიგოთ უშვილობის მიზეზი და არ დავკარგოთ დრო, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უშვილობის დროს
verboten
როგორ ხდება ორსულობა და რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი?

პირველ რიგში ძალიან მოკლედ ავღწეროთ ორსულობის დადგომის ~მექანიზმი~: თითქმის ყოველ მენსტრუალურ ციკლში ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია ანუ საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოსვლა, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მიემართება საშვილოსნოს მილში, სადაც ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. (11). აღნიშნული ~მექანიზმის~ ნებისმიერი ეტაპის დარღვევა შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. მაგალითად, თუ ოვულაცია არ მოხდა ვერ ~მივიღებთ~ კვერცხუჯრედს და შესაბამისად განაყოფიერებაც არ მოხდება, თუ მილები გაუმტარია კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება მილში და შესაბამისად ვერ ~შეხვდება~ სპერმატოზოიდს, თუ საშვილოსნოს კედლები არ არის სწორი (მაგ. პოლიპები, Oშეხორცებები და ა. შ.) განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება მას, თუ მამაკაცის სპერმა ~უხარისხოა~ კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ~ვერ მოახერხებს~ და ორსულობაც არ მოხდება.
ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში მხოლოდ 400 კვერცხუჯრედი მწიფდება, მამაკაცი კი ყოველ სქესობრივ კონტაქტზე 100-500 მილიონ სპერმატოზოიდს გამოყოფს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს(2). ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით სპერმატოზოიდებიდან ერთ-ერთს შეერწყას. აღნიშნული ინფორმაციიდან გასაგებია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ორგანიზმს და რამდენად ~ძვირფასია~ თითოეული კვერცხუჯრედი. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც 40 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის ~მარაგი~ თითქმის ~ილევა~ და ახლოვდება კლიმაქსი.
ყოველივე აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ასაკი წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ჯანმრთელ წყვილში შვილოსნობის ფუნქცია პიკს 25 წლის ასაკში აღწევს და თითო სქესობრივ კონტაქტზე ორსულობის შანსი 20-25%-ია, შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი თანდათანობით კლებულობს და შესაბამისად, რაც მეტია ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი.

უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს: როგორც ქალის ასევე მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული, კომბინირებული – ანუ როცა ადგილი აქვს ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობას და ე. წ. იდიოპათიური უშვილობა, როცა უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ანოვულაცია, ანუ როცა არ ხდება კვერცხუჯრედის გამოყოფა, რაც ძირითადად ენდოკრინული ფაქტორებითაა გამოწვეული. თუ კვერცხუჯრედი არ გამოიყოფა, სპერმა მას ვერ გაანაყოფიერებს და ბუნებრივია, ორსულობა ვერ მოხდება. ოვულაციის დაკვირვება ხდება ექოსკოპიურად, რასაც პერიოვულატორული ექომონიტორინგი ეწოდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს აგრეთვე რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნოს, მილების, მცირე მენჯის ღრუს) პათოლოგიები, გენეტიკური, იმუნური და სხვა მიზეზები.

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც ვერ ახერხებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირო-ენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომო-ფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.



verboten
როგორ ხდება უშვილობის დიაგნოსტიკა?

უშვილობა მრავალი წყვილისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, თუ რა არის უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. გაუგებარი სიტუაცია იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, იკარგება უამრავი დრო და თანხები. ამასთან ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავად ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, და შესაბამისად ჩატარდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია, რომლის დროს ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დაორსულების პროცესში. ფერტილოსკოპია კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მოიცავს:
• მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა)
• ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა)
• სალპინგოსკოპიას (მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა),
• ქრომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა)
ფერტილოსკოპიის აპარატი წარმოადგენს მინიენდოსკოპს ციფრული ვიდეოკამერით, რაც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას ეკრანზე. (1) მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფერტილოსკოპიის დროს ხდება მცირე ზომის ვიდეოკამერით ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები და ა. შ) მაქსიმალურად ფიზიოლოგიურ პირობებში დათვალიერება, რაც გადიდებულ მასშტაბში და ნატურალურ ფერებში აისახება მონიტორზე. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ხანგრძლივობაა 20-30 წუთი, გამოკვლევის შემდეგ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ფერტილოსკოპიისას რაიმე პათოლოგიის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, კისტის ამოღება, მილების გამტარობის აღდგენა და სხვა. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება დაორსულების შანსი. მრავალი ოპერაცია, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი, ენდომეტრიული კისტის მოცილება და ა. შ., რომელიც ადრე ლაპარატომიულად (ანუ მუცლის გაჭრით) ან უკეთეს შემთხვევაში ლაპაროსკოპიულად კეთდებოდა, რაც ასევე მოითხოვს საერთო ანესთეზიას და სტაციონარულ პირობებს, დღეს შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ფერტილოსკოპიით გაკეთდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ~უსისხლოდ~.
ფერტილოსკოპიის შედეგად შესაძლებელი გახდა ქალის რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც შეუძლებელია დაინახო დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით, მაგალითად: პოლიპები ან შეხორცებები მილის სანათურში, წვრილი შეხორცებები ფიმბრიებზე, მილის ლორწოვანი გარსის ატროფია ხელს უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და მილი გამტარიც რომ იყოს, ორსულობის შანსი - მინიმალურია, მათი დანახვა კი მხოლოდ ფერტილოსკოპიითაა შესაძლებელი. ფერტილოსკოპიური მეთოდის ასეთი მაღალი დიაგნოსტიკური საშუალებების გამო იმ ქალებში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით ტარდება, იდიოპათიური ანუ დაუდგენელი მიზეზის უშვილობა პრაქტიკულად არ გვხვდება.



უშვილობის დროს აუცილებელია ერთდროულად ჩატარდეს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გამოკვლევა.
მამაკაცების გამოკვლევისას პირველ ეტაპზე სპერმის ანალიზი ტარდება. თუ სპერმის მონაცემები ნორმის ფარგლებშია, დამატებითი გამოკვლევები არ არის საჭირო. სპერმოგრამაში რაიმე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია მამაკაცს ჩაუტარდეს ჰორმონების გამოკვლევა, პროსტატას და სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, რომელთა შედეგების მიხედვით ექიმი დაგეგმავს მკურნალობას.

Nia_ko
დიდი მადლობა,
არის თუ არა ხელოვნური განაყოფიერების ცენტრები საქართველოში და რამდენად ეფექტურად ხორცილედება და რა ღირს?
donvaso
ჟორდანიას ინსტიტუტში არის ძალიან სერიოზული ცენტრი ინ-ვიტრო განაყოფიერების, სადაც ძალიან დიდი წარმატებებით ანაყოფიერებენ....... smile.gif
verboten
ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჯანმრთელი ბავშვის დაბადების სიხშირე ისეთივეა, როგორც ფიზიოლოგიური გზით დაორსულების შემთხვევაში. ხელოვნური განაყოფიერების რამდენიმე მეთოდი არსებობს და თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რომელია უფრო მისაღები ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი
ქავთარაძის ქ. 16
30 50 55
LiZa
ჟორდანიას გარდა კიდევ არის ცენტრები, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს და როგორც ვიცი ერთერთში ბევრად უკეთესი შედეგები აქვთ ვიდრე ჟორდანიაში.
BEBE
უშვილობას წარმატებით მკურნალობენ იუნონაშიც.
Medea
ხელოვნური განაყოფიერების ქვეშ გულისხმობენ IUI - საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, IFV - ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში და IVF ICSI – ხელოვნური განაყოფიერება მიკროსკოპის ქვეშ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში ინექცია მიკრომანიპულატორის დახმარებით.

IUI ტარდება ბევრ კლინიკაში, მათ შორის ჩვენთანაც, IVF და IVF ICSI ჯერჯერობით მხოლოდ ორ კლინიკაში - ჟორდანიას ინსტიტუტში და იუნონაში
LiZa
QUOTE(Medea @ Dec 3 2007, 10:02 PM) *
ხელოვნური განაყოფიერების ქვეშ გულისხმობენ IUI - საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას, IFV - ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში და IVF ICSI – ხელოვნური განაყოფიერება მიკროსკოპის ქვეშ სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში ინექცია მიკრომანიპულატორის დახმარებით.

IUI ტარდება ბევრ კლინიკაში, მათ შორის ჩვენთანაც, IVF და IVF ICSI ჯერჯერობით მხოლოდ ორ კლინიკაში - ჟორდანიას ინსტიტუტში და იუნონაში

კლინიკა მედეას მივესალმები happyy.gif
საიდან მოგვაგენით? smile.gif
maruu
გამეცით პასუხი თუ შეიძლება :ან ოვულაციის შემთხვევაში რა უნდა ვქნა და ადვილია თუ არა მკურნალობა
tatasho
ციტატა(maruu @ Feb 3 2008, 09:43 PM) *
გამეცით პასუხი თუ შეიძლება :ან ოვულაციის შემთხვევაში რა უნდა ვქნა და ადვილია თუ არა მკურნალობა

რითია გამოწვეული კონკრეტულ შემთხვევაში ანოვულაცია?
mari24
ხომ არავინ იცით რა დაჯდება მედეაში საერთო ანალიზები?
BLBLBLBL
mari24
მედას საიტზე თუ შეხვალ იქ წერია ყველა პროცედურის ფასი smile.gif
anittacom
სამი წელია გათხოვილი ვარ და ჯერ არ ვარ ორსულად. ჩემი და ჩემი მეუღლის ანალიზები კარგია მაგრამ მაინც არ ვარ ორსულად. სად მირჩევდით მისვლას? : rolleyes.gif
tamo85
რას ნიშნავს ფერტილოსკოპიაა?და სად აკეთებენ მას?და დაახლოებითი ფასი ხომ არ იციით?
ancito
ზვირპასო ვასო! მინდა გითხრათ რომ მე 27 წლის ასალში დამინგრიეც ცხოვრება არ ყასბებმა, და თქვენ გამონაკლისი არ ხარტ.
7 თვემდე დავდიოდი და გამათყავეს რასაც ქვია კარაპს მედლაინში, პულს არ დავეძებ ყველაფერი კარგად რომ დამთავტებულიყო. 7 ტვემდე კარგადაც ვიყავი მერე კი 1 სამშობიოაროში ავიყვანე ექიმი ,,პატივცემული ლექსო" რომელმაც დამღუპა მე და მტელი ჩემი ოჯახი. ჯერ ერტი 5 კილოიან ბავშვს ბუნებრივად მამშობიარებდა და მეორეც მტელი 2 დღე მაჭვალა, ამ ის გამო მშობიარობა დაგვიანდა სავალდებულო გახდა საკეისრო კვეტა სადას 2 ლიტრა სისხლი დავკარგე, ჩემმა შვილმა კი 1 დღე იცოცხლა, აი ჩვენი პროფესიონალებიც, ღმერთმა დასწყევლოს ასეთი ექიმები, რომლებიც სხვის სიცოცხლეს აბუჩად იგდებენ. და ბავშ
miki
25 წლის ასაკში გავიკეტე ენდომეტრიული კისტის ოპერაცია (ერთი წლის წინ)მედლაინში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა ოპერაციის შემდგომმა პერიოდმაც ანუ 5 6 თვე იარინას ვსვამდი და ციკლიც ნორმაში მაქვს ყოველ 27 დღეს...და მაინტერესებს ამ ოპერაციის შემდეგ ოვულაცია ძნელად ხდება ან თვეში რამდენჯერ შეიძლება მოხდეს არ მინდა იმ მონიტორინგებძე სიარული ის 6 თვეც რომ ვიარე კინაგამ გავრეკე ფსიქოლოგიურად ჩიყვი არასდროს მქონია და არც მომატებული მქონდა არასდროს ენდროკრინოლოგტანაც ვიყავი პროლაქტინიც ნორმაში მაქვს.....მოკლედ მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ ოვულაცია საგრძნობლად იკლებს თუ რაგაც პერიოდის შემდეგ ცადგება ისევ ძველებურად როგორც მქონდა? გთხოვთ მიპასუხოთ ???????? mellow.gif huh.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif
ancito
მე მეორადი უშვილობა მჭირს, ორჯერ ვიყავი ფეხმძიმედ პირველად ავარიასი მოვკევი და მომცილდა მეორეჯერ ვიმშობიარე და მაგარი ექიმები რომ გვყავს ბავსვი მომიკლეს, ეხლა 2 წელია ვეღარ ვფეხმძიმდები, რა ვქნა აღარ ვიცი, ყველაფერი წესრიგში მაქ, მგალობლიშვილის კლინიკაში დავდივარ ყოველ თვე. ვისთან მივიდე აღარ ვიცი ნერვები აღარ მყფნის
BLBLBLBL
ancito
ვაიმე რა საშინელებაა სიტყვები არ მყოფნის sad.gif დარწმუნებული ვარ აუცილებლად დაორსულდები,უბრალოდ დიდი სტრესი გადაიტანე და შეიზლება ამის გამო ვერ რჩები sad.gif
ancito
ციტატა(maruu @ Feb 3 2008, 08:43 PM) *
გამეცით პასუხი თუ შეიძლება :ან ოვულაციის შემთხვევაში რა უნდა ვქნა და ადვილია თუ არა მკურნალობა

მეც მქონდა ანოვულაცია, ანუ ოვულაციის არ ქონა და ვიმკურნალე, და ეხლა ყველაფერი კარგად მაქ.
miki
ancito


ვაიმე ეს რა საშინელებაა რას ქვია ბავშვი მოგიკლეს როგორ მოხდა ეგ ...
miki
ancito
ეხლა წავიკითხე შენი მეორე დაფოსტილი ვხვდები რა საშინელება გადაიტანე. მე ხმაც არ მაქვს ამოსაღები საერთოდ. მალე აუცილებლად გეყოლება ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი ...
kap100
მოგესალმებით ყველას... ძალიან სამწუხარო ამბები წავიკითხე და ცოტა არ იყოს ჩემზეც საკმაოდ იმოქმედა. 8თვეა რაც დავოჯახდი და ჯერ არ ამყოლია, მართალია არ ვჩქარობ, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც განვიცდი ამ ამბავს... მითუმეტეს, რომ ეხლა გამოკვლევებს ვიტარებ და რაღაც ჰორმონალური დარღვევები მაქვს როგორც ჩანს(ჯერ საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ). მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, შეიძლება რომ ანოვულაცია გამოწვეულ იქნას ჰორმონალური დარღვევებით?
LiZa
kap100
QUOTE (kap100 @ 24th May 2009 - 11:39 PM) *
შეიძლება რომ ანოვულაცია გამოწვეულ იქნას ჰორმონალური დარღვევებით?

კი
ნუ განიცდი ასე, 100%-ით ჯანმრთელი ადამიანი დღეს ძალიან ძმელი მოსაძებნია. პრობლემების უმეტესობა მოგვარებადია და 8 თვეც არ არის ის ვადა, რომ ინერვიულო. smile.gif
kap100
ციტატა(Liza @ 25th May 2009 - 10:18 AM) *
კი
ნუ განიცდი ასე, 100%-ით ჯანმრთელი ადამიანი დღეს ძალიან ძმელი მოსაძებნია. პრობლემების უმეტესობა მოგვარებადია და 8 თვეც არ არის ის ვადა, რომ ინერვიულო.

მადლობა ლიზა... ნუ, არ ვნერვიულობდი მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ რაღაც პრობლემები მაქვს, უკვე ძალაუნებურად ფსიქოლოგიურად განვეწყვე ასე.... sad.gif მაგრამ უფლის ნებაა ყოველივე, ვიცი უფალი არ მიმატოვებს...
tamo85
ანციტოს დაწერილი ახლა ცავიკიტხე და როორ განვიცადე,ნუ გეშინია გვტის წყალობით ყველაპერი კარგად იქნებაა,
მეც 2 წელია გავთხოვდი და არ მყავს შვილი,გათხოვებამდე გავიკეთე კისტის ოპერაცია და სულ საკვერცხეებს ვაკონტროლებდი და ახლა საშვილოსნოს ყელზე და საშვილოსნოსი პოლიპი აგმომაჩნდა და ისე ვნერვიულობ შეილება გავგიჯდე,ვინმეს ასეთი რამ გქონიააათ?
LiZa
tamo85
ნუ ნერვიულობ ასე, იმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება. ნერვიულობა კი უფრო ცუდ საქმეს გიკეთებს 2kiss.gif
ancito
მეც განვიცდი ტიტოეული ტქვენგანის პრობლემას, იციტ რისი მეშინია? ჩემს ქმარს ბავშვები ძალიან უყვარს და ბავშვი თუ არ გამიჩნდა არ მიმატოვოს, ისე ზალიან უყვარვარ და ამბობს ამას არა აქვს მნიშვნელობაო მაგრამ დრო რომ გავა რა მოხდება ღმერთმა იცის.
BLBLBLBL
ancito
ნუ ნერვიულობ აუცილებლად გეყოლება შვილი ნურც იმის გესინია რომ მეურლე მიგატოვებს,თუ მოხდა ისე რომ არ გაგიჩნდა უამრავი უპატრონო ბავშვია რომელსაც სჭირდება მშობელი და იშვილებთ.მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გეყოლება.
LiZa
ancito

QUOTE (ancitoo @ 1st June 2009 - 07:58 PM) *
მაგრამ დრო რომ გავა რა მოხდება ღმერთმა იცის.


დრო რომ გავა, შვილებიც გეყოლებათ smile.gif
საბედნიეროდ დღეს ბევრი სერიოზული პრობლემაც გვარდება, იმდენად წინ წავიდა მედიცინა, შენ კი მგონი სამაგისო არაფერი გჭირს smile.gif
katerina883
გათხოვილი ვარ უკვე 2 წელია, რაც გავთხოვდი მას მერე ციკლი ამერია.... მანამდე ეკიმებტან კი დავდიოდი მაგრამ მეუბნებოდნენ სასჰისჰი არაფერია ხდება ასეო, ეხლა კი ერთ კლინიკასჰი მივედი და გამოკვლევები ჩავიტარე, მომატებული მაქვს ციკლის დარგვევის გამო რაღაც ფორმონი რომელიც ტვინიდან მოდის და ყველაფერს აფერხებს-ეს ნერვიულობილ გამო მოხდა ალბათ. მგონი ტესტოსტერონი.... ექიმმა თქვა საშვილოსნო და საკვერცხეების ფუნქციაც ციკლის არ ქონამ სჰეასუსტაო და ამასაც უნდა მივხედოთო, ვნერვიულობ ძალიან.. ალბათ ამას დიდი ხანი დასჭირდება და გავგიჯდები

გათხოვილი ვარ უკვე 2 წელია, რაც გავთხოვდი მას მერე ციკლი ამერია.... მანამდე ექიმებთან კი დავდიოდი მაგრამ მეუბნებოდნენ საშიში არაფერია ხდება ასეო,(ძირფესვიანი გამოკვლევები არ ჩამიტარებია აქამდე) ეხლა კი ერთ კლინიკასში მივედი და გამოკვლევები ჩავიტარე, მომატებული მაქვს ციკლის დარგვევის გამო რაღაც ჰორმონი რომელიც ტვინიდან მოდის და ყველაფერს აფერხებს-ეს ნერვიულობის გამო მოხდა ალბათ., ან არ ვიცი რის გამო......?(ქალიშვილობაში ასე არ ვყოფილვარ არასოდეს) მგონი ტესტოსტერონი.... ექიმმა თქვა საშვილოსნო და საკვერცხეების ფუნქციაც ციკლის არ ქონამ შეასუსტაო და ამასაც უნდა მივხედოთო, ვნერვიულობ ძალიან.. ალბათ ამას დიდი ხანი დასჭირდება და გავგიჯდები mellow.gif
BLBLBLBL
katerina883
ნუ ნერვიულობ,ეგ არ არის საშიში და მოუგვარებელი პრობლემა.
BLBLBLBL
atulia
დიახაც დაგაწიწკნი biggrin.gif თანაც ჯერ ხომ წამლებს სვამ და რაზე უნდა იწუწუნო? biggrin.gif
katerina883
ეეეეეეეეეეეეეჰ, დიდი ხანი არაა - 2 წელია ჯერ, მაგრამ............ მაინც ზალიან დავიღალე ფიკრითაც და ნერვიულობითაც....... აღარაფერი მახარებს და არც მინდა შვილის გარდა, აე სწორედ ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება..........
katerina883
რა ხდება აქ აგარავინ საუბრობს? rolleyes.gif
tamm.
katerina883
ვსაუბრობთ smile.gif

კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე მოსვლა viannen_01.gif

2 წელი არც ისე დიდი დროა,ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს გისურვებ ,აგსრულებოდეს სურვილი და ნატვრა 2kiss.gif
katerina883
ციტატა(tamm. @ Jul 20 2009, 02:03 PM) *
katerina883
ვსაუბრობთ smile.gif

კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე მოსვლა viannen_01.gif

2 წელი არც ისე დიდი დროა,ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს გისურვებ ,აგსრულებოდეს სურვილი და ნატვრა 2kiss.gif




დიდი მადლობა ჩემო კარგო... რა ვიცი მე ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რაც გავთხოვდი ციკლი ამერია და ვერ ვრჩები, ეხლა ეკიმთან მივედი ანალიზები ავიგე - ერთი ჰორმონი ტესტოსტერონი მაქვს მომატებული და ცამალს ვსვამ, დავიგალე უკვე ნერვიულობით...
tamm.
katerina883
არაფრის smile.gif

ციტატა(katerina883 @ 20th July 2009 - 02:13 PM) *
ტესტოსტერონი

ეგ არაფერია,იმკურნალებ,ნორმაზე დავა.
საქართველოში მითუმეტეს ბევრს აქვს მომატებული ტესტოსტერონი (თუნდაც თმიანობით რამდენი ქალი გამოირჩევა).

1 პერიოდი მეც ძალიან მქონდა მომატებული,ოღონდ წამალს ვსვამდი და იმან მომიმატა.შემდეგ ვიმკურნალე და თმიანობამაც დაიკლო (ეგ პრობლემა მქონდა,შვილი ჯერ არ მყავს და არც მეყოლება უახლოეს მომავალში )smile.gif

ყველაფერი რიგზე იქნება 2kiss.gif
katerina883
ციტატა(tamm. @ Jul 20 2009, 02:42 PM) *
katerina883
არაფრის smile.gif


ეგ არაფერია,იმკურნალებ,ნორმაზე დავა.
საქართველოში მითუმეტეს ბევრს აქვს მომატებული ტესტოსტერონი (თუნდაც თმიანობით რამდენი ქალი გამოირჩევა).

1 პერიოდი მეც ძალიან მქონდა მომატებული,ოღონდ წამალს ვსვამდი და იმან მომიმატა.შემდეგ ვიმკურნალე და თმიანობამაც დაიკლო (ეგ პრობლემა მქონდა,შვილი ჯერ არ მყავს და არც მეყოლება უახლოეს მომავალში )smile.gif

ყველაფერი რიგზე იქნება 2kiss.gif


ვისთან მკურნალობ? რომელ კლინიკაში?
tamm.
katerina883
უკვე აღარსად,ადრე ვიყავი smile.gif

LiZa
QUOTE (katerina883 @ 20th July 2009 - 02:13 PM) *
დიდი მადლობა ჩემო კარგო... რა ვიცი მე ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რაც გავთხოვდი ციკლი ამერია და ვერ ვრჩები, ეხლა ეკიმთან მივედი ანალიზები ავიგე - ერთი ჰორმონი ტესტოსტერონი მაქვს მომატებული და ცამალს ვსვამ, დავიგალე უკვე ნერვიულობით...

პირველ რიგში დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ, ნერვიულობა დაორსულებას ნამდვილად არ უწყობს ხელს smile.gif

აუცილებლად გამოგივა ყველაფერი smile.gif
katerina883
ციტატა(LiZa @ Jul 20 2009, 07:38 PM) *
პირველ რიგში დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ, ნერვიულობა დაორსულებას ნამდვილად არ უწყობს ხელს smile.gif

აუცილებლად გამოგივა ყველაფერი smile.gif



დიდი მადლობა ყურადღებისთვის..., რა ვიცი ღვთის ნებაა .........და ვნახოთ
Niniko Montrealidan
ძვირფასო "ანციტო" გირჩევ მიდი ექიმ ფიქრიასთან ჩაჩავაში, გვარი არ მახსოვს. ძალიან ძლიერი ექიმია, მე მისი პაციენტი ვიყავი საქართველოში, თითქმის 3 წელია ვერ ვფეხმძიმდები და ზაფხულში მე და მეუღლე ვაპირებთ ჩამოსვლას კანადიდან სპეციალურად მასთან, ძალიან ბევრი დროუნდა რომ შეხვდე, ოთხი თვით ადრე უნდა ჩაეცერო მე ასე მითხრეს ახლა, გირჩევ, მართლა დაგეხმარება ეს ქალი.

ციტატა(ancito @ May 17 2009, 09:37 AM) *
მე მეორადი უშვილობა მჭირს, ორჯერ ვიყავი ფეხმძიმედ პირველად ავარიასი მოვკევი და მომცილდა მეორეჯერ ვიმშობიარე და მაგარი ექიმები რომ გვყავს ბავსვი მომიკლეს, ეხლა 2 წელია ვეღარ ვფეხმძიმდები, რა ვქნა აღარ ვიცი, ყველაფერი წესრიგში მაქ, მგალობლიშვილის კლინიკაში დავდივარ ყოველ თვე. ვისთან მივიდე აღარ ვიცი ნერვები აღარ მყფნის


ძვირფასო "ანციტო" გირჩევ მიდი ექიმ ფიქრიასთან ჩაჩავაში, გვარი არ მახსოვს. ძალიან ძლიერი ექიმია, მე მისი პაციენტი ვიყავი საქართველოში, თითქმის 3 წელია ვერ ვფეხმძიმდები და ზაფხულში მე და მეუღლე ვაპირებთ ჩამოსვლას კანადიდან სპეციალურად მასთან, ძალიან ბევრი დროუნდა რომ შეხვდე, ოთხი თვით ადრე უნდა ჩაეცერო მე ასე მითხრეს ახლა, გირჩევ, მართლა დაგეხმარება ეს ქალი.
katerina883
ლიბახიდანაც - fsh-ჰორმონის პასუხი ზალიან მაგალი მოვიდა და ექიმმა თქვა ამას არაფერი ეშველებაო, ფოლეკულა არ მწიფდება და ერთი გამოსავალი ის არის დონორი კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს ჩემი მეუგლის სპერმით ხელოვნურად და მერე ჩემს საშვილოსნოში მოხდეს გადატანა. არ ვიცი გავგიჯდები ცოტა ხანში..... ნუთუ არ არსებობს ისეთი წამალი რომ ამ ჰორმონმა დაიწიოს და ფოლეკულის გამომუშავებასც აღდგეს? კვერცხუჯრედიც მომწიფდეს ? არ ვიცი რა, ესე იგი კველაფერი საშიელება მე მჭირს? და ეს ყველაფერი გათხოვების მერე და ეხლა გავიგე? - გმერთო გ ა ვ გ ი ჯ ჟ დ ე ბ ი............
ancito
კატერინე 883 რამდენია შენი ფსჰ მაჩვენებელი

მეც მომატებული მაქ FსH მაგრამ ვკურნალობ.
katerina883
ციტატა(ancito @ Jul 31 2009, 05:32 PM) *
კატერინე 883 რამდენია შენი ფსჰ მაჩვენებელი

მეც მომატებული მაქ FსH მაგრამ ვკურნალობ.


2ჯერ გამაკეთებინა ერთიდაიგივე ანალიზი ექიმმა - და ერში იყო - 75, მეორეში ლიბახის ანალიზში კი 115.. სჰენ რამდენი გაქვს რომ მკურნალობ? რა ვიცი მე მითხრა ეს ძალიან მაღალია და არაფერი ეშველებაო
ancito
მე 15 მაქვს, ნუ ნერვიულობ ყველაფერს ეშველება.
katerina883
ციტატა(ancito @ Aug 1 2009, 12:17 PM) *
მე 15 მაქვს, ნუ ნერვიულობ ყველაფერს ეშველება.



რა ვიცი ხელოვნური განაყოფიერების გარდა არაფერი გეშველებაო ექიმმა, ნუთუ არ არსებობს ამის დამწევი რაიმე საშუალება? რომ დაიწიოს და მოწესრიგდეს?

ციტატა(ancito @ Aug 1 2009, 12:17 PM) *
მე 15 მაქვს, ნუ ნერვიულობ ყველაფერს ეშველება.



რა ვიცი ხელოვნური განაყოფიერების გარდა არაფერი გეშველებაო ექიმმა, ნუთუ არ არსებობს ამის დამწევი რაიმე საშუალება? რომ დაიწიოს და მოწესრიგდეს?
ancito
ხელოვნური განაკოპიერება ტრაგედია არაა, ზოგისთვის ესეც მიუწვდომელი ოცნებაა, თუ შესაძლებელია განაყოფიერების გაკეთება გაიკეთე. ბევრი გოგო ვიცი ნატრობს ხელოვნური მაინც შეიძლებოდესო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.