დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პარაზიტული დაავადებანი
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > ინფექციური დაავადებები | Infectious Diseases
verboten
პარაზიტი ჭიები ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას. დაავადების ხარისხი დამოკიდებულია ჭიების სახეობაზე, მათ ლოკალიზაციასა და რაოდენობაზე. ხშირად დაავადებას თან ახლავს წონის დაკლება, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, შეკრულობა ან აშლილობა, გულისრევა, ღებინება, სიყვითლე, შეშუპება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ნერწყვდენა, შრომის უნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, ზრდის შეჩერება, სქესობრივი განვითარების სისუსტე და ა.შ.

ჭიებით დაავადების მიზეზია ჭუჭყიანი ხელები, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, მოუხარშავი პროდუქტები, წყალი, ბუზები, ჰიგიენის დაუცველობა და სხვა.

საქართველოში სულ მცირე 25 ისეთი პარაზიტი ყოფილა გამოვლენილი, რომელსაც ადამიანის დაავადება შეუძლია.
verboten
ბრტყელი ჭიები




ბრტყელი ჭიები (Plathelminthes), პარაზიტი ან თავისუფალი მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპი. სიგრძე 0,1 მმ-იდან რამდენიმე მეტრამდე აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ პარენქიმულ ჭიებს უწოდებენ. ბრტყელ ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები გააჩნიათ. გამოყოფის ორგანოები პროტონეფრიდიებია. ნერვული სისტემა განგლიური ტიპისაა. უმრავლეს შემთხვევაში ჰერმაფროდიტები არიან. პარაზიტული ფორმების განვითარების ციკლი მეტად რთულია და შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით მიმდინარეობს. თავისუფლად მცხოვრები ფორმები კი (წამწამიანი ჭიები) პირდაპირ ან მეტამორფოზით ვითარდებიან. ამ შემთხვევაში ჩნდება თავისუფლად მცურავი მიულერის ლარვა. ბრტყელ ჭიებს განეკუთვნება ოთხი კლასი: წამწამიანი ჭიები, დიგენეზური მწოველები, მონოგენეზური მწოველები, თასმისებური ჭიები. წამწამიანი ჭიები, ზოგი გამონაკლისის გარდა, თავისუფლად მცხოვრები ფორმებია, ხოლო დანარჩენი - ადამიანისა და ცხოველების პარაზიტები. საქართველოში ცნობილია სავეტერინარო და სამედიცინო მნიშვნელობის ბრტყელი ჭიები. ღვიძლის პეპელა, ღორის სოლიტერი, ხარის სოლიტერი, ექინოკოკი და სხვა.
verboten
თასმისებური ჭიები



თასმისებური ჭიები ,,ლენტისებური ჭიები" (Cestoidea), უხერხემლო ცხოველთა კლასი ბრტყელი ჭიების ტიპისა. სქესმწიფე თასმისებური ჭიები ხერხემლიან ცხოველთა და ადამიანთა პარაზიტებია. ცნობილია თასმისებური ჭიების 3000-მდე სახეობა. სხეული ბრტყელი აქვთ, რამდენიმე მმ-იდან 20 მ-მდე სიგრძისა. შედგება 2-იდან რამდენიმე ათასამდე ნაწევრისაგან (პროგლოტიდისაგან). სხეულის წინა ბოლოზე აქვთ თავი,თავზე - კაუჭებით გარშემოვლებული მისაწოვრები და 1 ან 4 ხორთუმი. საჭმლის მომნელებელი, სი სხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. თასმისებური ჭიები ჰერმაფროდიტებია — თითოეულ ნაწევარში განვითარებულია როგორც სათესლეები, ისე საკვერცხეები, სადაც უამრავი კვერცხია. მრავლდებიან თვითგანაყოფიერების ან ჯვარედინი განაყოფიერების გზით. განვითარების ციკლი მეტად რთულია და მიმდინარეობს ერთი ან ორი შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. დეფანიტური მასპინძლის სხეულში თასმისებური ჭიები სქესობრივ სიმწეფეს აღწევს. განაყოფიერებული კვერცხები დეფინიტური მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად გარეთ გამოიყოფა. კვერცხში ვითარდება ლარვა-ონკოსფერა, რომელსაც 3 წყვილი კაუჭი აქვს და იგი შემდეგ 1 ან 2 შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში განაგრძობს განვითარებას. ონკოსფერა კვერცხიდან გამოდის და აღწევს მასპინძლის სხეულის ღრუს ან რომელიმე ორგანოს, სადაც გარდაიქმნება ცისტიცერკად, ფანად, ცენურად, ექინოკოკად ან სხვა ტიპის მეორე ლარვად. ესენი უსქესოდ მრავლდებიან, ივითარებენ სკოლექსს (ზოგ შემთხვევაში მრავალს) და შუამავალ მასპინძელთან ერთად ძირითად (დეფინიტურ) მასპინძელში ხვდებიან. აქ ისინი ემაგრებიან ნაწლავის კედელს და სქესმწიფე ჭიებად გარდაიქმნებიან. თასმისებური ჭიები ადამიანს აავადებენ ჰიმენოლეპიდოზით, ტენიიდოზით, ექინოკოკოზით, დიფილობოთრიოზით.
verboten
ექინოკოკოზი



რამდენიმემეტრიანი სოლიტერებისგან განსხვავებით, ექინოკოკი მოკრძალებული ზომის, სულ რამდენიმემილიმეტრიანი პარაზიტია, თუმცა მის მიერ გამოწვეულ დაავადებას მოკრძალებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მასპინძლები, ჩვეულებრივ, მგელი, მელა, ტურა და შინაური ძაღლი არიან. დაავადებული ცხოველი განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის ნაწილაკებსა და კვერცხებს, რომლებიც მიკროსკოპული ზომისაა და ყველაფერს შეიძლება მიეწებოს. თუ კვერცხი ადამიანს გადაეყლაპა, პარაზიტი განვითარებას უკვე მის ორგანიზმში დაიწყებს. ყველაზე ხშირად ღვიძლს ირჩევს, თუმცა სხვა შინაგან ორგანოებშიც შეიძლება დაიბუდოს. აქ ყალიბდება სიმსივნისმაგვარი ნელა მზარდი ცისტები (პარაზიტების თავებით სავსე ბუშტები), რომელთა ზომამ შეიძლება ძალიან დიდ მაჩვენებლებს მიაღწიოს. განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებს ემუქრებათ ცხოველებთან თამაშის დროს – დაავადებულ ცხოველს ბეწვზე ხშირად აქვს მიკრული კვერცხები, ამიტომ მისი მოფერება და, მით უმეტეს, კოცნა ძალიან საშიშია.



ექინოკოკი (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2-8 მმ. თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3-4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლის სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი, მგელი, ტურა) წვრილ ნაწლავში, ლარვული სტადიის დროს ძირითადად შუამავალი მასპინძლის (ჩლიქოსნები და ადამიანი) ღვიძლსა და ფილტვებში, შესაძლებელია ყველა შინაგან ორგანოსა და ქსოვილში, გარდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა. დეფინიტური (ძირითადი) მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად ექინოკოკის კვერცხებით ბინძურდება ნიადაგი, წყალი, მცენარეულობა და თვით ცხოველიც. კვერცხი სხვადასხვა გზით ხვდება შუამავალი მასპინძლის პირში და შემდეგ კუჭში, სადაც თავისუფლდება გარსისაგან. კვერცხიდან გამოსული ჩანასახი (ონკოსფერა) გადადის ნაწლავში, აქედან სისხლში ან ლიმფურ სისტემაში და სისხლის ნაკადით ამა თუ იმ ორგანოში ხვდება. ექინოკოკი იწვევს ექინიკოკოზს, რომელიც შუამავალ მასპინძელს უმთავრესად ძაღლისაგან, იშვიათად კი მგლისაგან შეეყრება.


დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები.მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია.

პროფილაქტიკის ღონისძიებებია უპატრონო ძაღლების განადგურება,სამსახურებლივ,
მონადირე და ოთახის ძაღლების პერიოდული შემოწმება.საჭირო შემთხვევაში ნაწლავიდან ჭიის გამოდენა ვეტერინარის მიერ დანიშნული წამლებით.დაუშვებელია დაკლული საქონლის ექინოკოკის ცისტებიანი შიგნეულის ძაღლისთვის მიცემა გულმოდგინე მოხარშვის გარეშე ან მათი გადაყრა,უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასაკლაოზე და ხორცკომბინატებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა.ძაღლთან კონტაქტის შემდეგ საჭიროა ხელების საპნით დაბანვა
verboten
ასკარიდისებრნი




ასკარიდისებრნი (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 - 40 სმ, მამლისა -15 - 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა - სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალტან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქვაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის რღუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 - 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 - 1,5 წლამდე. ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.
ადამიანმა თავი რომ დაიცვას ასკარიდებისაგან,საკვებად უნდა გამოიყენოს კარგად გარეცხილი უმი ბოსტნეული და ხილი,აუცილებლად დაიბანოს ხელი ნიადაგთან შეხების შემდეგ და ჭამის წინ.დაიცვას საკვები პროდუქტები ბიზებისა და მწერებისაგან.დაუშვებელია კარმიდამოს და ბოსტნეულის დაბინძურება ადამიანის განავლით.კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ნიადაგის გასანოყიერებლად ადამიანის განავლის გამოყენება.



მკურნალობა:
ასკარიდოზისაგან განკურნება ადვილია.გამოიყენება ისეთი პრეპარატები,როგორიცაა ჰიპერაზინი,დეკარისი
(ლევამიზოლი)ვერმოქსი
(მებენდაზოლი),კომბანტრინი
(პარანტელპამოიტი)და მინთეზოლ(თიაბენდაზოლი).
მკურნალობა ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით ტარდება.
verboten
ანკილოსტომისებრნი



ანკილოსტომისებრნი (Ancylostomatidae), მრგვალი ჭიების ოჯახი. ძუძუმწოვრების (უმთავრესად მტაცებლების), იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები. იკვებებიან მასპინძლის სისხლით. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში რეგისტრირებულია 7 სახეობა. ადამიანში პარაზიტობს ანკილოსტომისებრთა ორი სახეობა: ანკილოსტომა (8-13 მმ სიგრძისა) და ნეკატორი (6-12 მმ). მასპინძლის ორგანიზმიდან ჭიის კვერცხები განავალთან ერთად გარემოში (ნიადაგში) ხვდება. გამოჩეკილი ლარვა ადამიანის ან ცხოველის კანის საფარველთან შეხებისას კანში იჭრება, გადადის სისხლში და ფილტვების გზით - პირის ღრუში ანდა საკვებთან ერთად პირის ღრუში ხვდება, ხოლო აქედან ნაწლავში გადადის. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი 4-8 წელის ცოცხლობს. ანკილოსტომა იწვევს დაავადება ანკილოსტომოზმს.
verboten
ტრიქინელოზი

ტრიქინელა – ასეთი მჟღერი სახელი აქვს ჭიას, რომლის ლარვები კუნთებში სახლდება და მძიმე დაავადებას იწვევს. ამ პარაზიტით შეიძლება გარეულმა მხეცებმა (დათვმა, ტახმა), შინაური ცხოველებიდან კი ღორმა დაგვასაჩუქროს. მათ უმეტესად მღრღნელები აავადებენ. ეს ცხოველები პარაზიტგამძლეობით გამოირჩევიან. ღორს, მაგალითად, დაკვლამდე არაფერი ეტყობა.
ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების აუტანელი ტკივილი, უწევს სიცხე. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, ე.წ. ეოზინოფილები, ამ დროს საგრძნობლად იმატებს (ნორმაში მათი რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ტრიქინელოზისას ზოგჯერ 30-70%-საც კი აღწევს). თავიდანვე შეიძლება გამოვლინდეს გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, განკურნება ძნელი არ გახლავთ, თუმცა არის შემთხვევები (მადლობა ღმერთს, იშვიათად), როდესაც ავადმყოფი ჩვენთან ისე გვიან მოდის, რომ უკვე უძლურნი ვართ.
ადამიანს ასნებოვნებს ღორის არასაკმარისად მოხარშული ან შემწვარი ხორცი. დამარილებისას, შებოლვისა თუ გაყინვისას პარაზიტი არ კვდება, ამიტომ ლორთანაც სიფრთხილეა საჭირო. თუმცა საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაედება – დიასახლისები, მოგეხსენებათ, ხშირად სინჯავენ ფარშს და ზოგჯერ მის გადაყლაპვასაც არ ერიდებიან. ეგ კი არა, ბავშვებს ჰემოგლობინის მოსამატებლად უმ ხორცს საგანგებოდ აჭმევენ. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარიც ზედმეტია. ცვრიანი მწვადების მოყვარულებს კი მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის მოხმარებას ვურჩევდი.
verboten
ტენიიდოზები

დაავადებათა ამ ჯგუფს რამდენიმემეტრიანი ბრტყელი ჭია სოლიტერი იწვევს.
ღორის სოლიტერი სიგრძით 6 მეტრამდეა, ხარისა კი 12-დან 18 მეტრამდეც კი აღწევს. ის ადამიანის ორგანიზმში წლობით ცხოვრობს და პარაზიტობს. იწოვს და თავისი განვითარებისთვის იყენებს ნაწლავების შიგთავსის (ანუ ადამიანის ჩაყლაპულ-გადამუშავებული, შესაწოვად გამზადებული საკვების) ნახევარზე მეტს. გარდა ძლიერი სიგამხდრისა, დაავადება საერთო სისუსტით, თავბრუხვევით, ინტოქსიკაციითაც ვლინდება. ღორის სოლიტერმა შეიძლება უმძიმესი გართულება გამოიწვიოს: კვერცხები სისხლში მოხვდეს და ფინებმა (ახალგაზრდა ზრდადაუსრულებელმა ფორმებმა) სხვადასხვა შინაგან ორგანოში (თავის ტვინში, თვალში) დაიწყოს ზრდა.
ღორის ხორცის შესახებ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. საქონლის ხორცთანაც ასეთივე სიფრთხილეა საჭირო. პარაზიტის კვერცხებსა და ნაწილაკებს დაავადებული ადამიანიც ავრცელებს. ერთადერთი გამოსავალი არსებობს: სისუფთავე და ისევ სისუფთავე. ავადმყოფებისა და შინაური ცხოველების გამოვლენა და მკურნალობაც პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.


მკურნალობა უნდა ჩატარდეს ამბულატორიასა ან საავადმყოფოში,რაც კარგ შედეგს იძლევა.პროფილაქტიკის საფუძველია გარემოს დაცვა დაავადებული ადამიანის განავლისაგან.უნდა აიკრძალოს ისეთი ხორცის შეძენა,რომელსაც საკონტროლო გამოკვლევა არ გაუვლია,დაუშვებელია საკვებად ნაკლებად შემწვარი და ცუდად მოხარშული ხორცის გამოყენება.
verboten
სპირალური ტრიქინელა



სპირალური ტრიქინელა ბიოჰელმინთია. პარაზიტობს ადამიანში, ზოგიერთი შინაური და გარეული ცხოველის ნაწლავებში. მისი ლარვა (რასაც ტრიქინელა აჩენს, ის ცოცხალმშობიარეა) კი იგივე ცხოველის გარკვეულ კუნთებში. ე. ი. ტრიქინელასათვის ერთი და იგივე ინდივიდი წარმოადგენს საბოლოო და შუალედურ მასპინძელს.
ტრიქინელას განვითარების სრული ციკლისათვის ესაჭიროება ორი მასპინძელი ორგანიზმი, რადგან ლარვების სქესობრივი მომწიფებისათვის აუცილებელია მათი მოხვედრა მეორე მასპინძელში.
მასპინძლის ორგანიზმში (ნაწლავებში) ლავრები ბინადრობენ 6-8 კვირის მანძილზე, 6-7 დღიდან ლიმფური სადინარების მეშვეობით, სისხლი მიმოქცევის მცირე და დიდი წრით ხვდება ჩონჩხის კუნთებში, სადაც 21 დღიდან იკეთებს შემაერთებელქსოვილოვან კაფსულას. კაფსულის შიგნით ლარვა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 20-25 წელი, ხოლო ის ლარვები რომლებიც არ მოხვდებიან შესაბამის კუნთებში იღუპებიან.
ადამიანის დასნებოვნება ხდება ძირითადად ტრიქინელას ლარვებით ინვაზირებული შინაური ცხოველების, განსაკუთრებით ღორის ხორცის მიღებისას (იშვიათად დაავადების წყარო შეიძლება იყოს გარეული ცხოველის ხორცი). ადამიანი ავადდება უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცისა და ხორცის პროდუქტების მიღების შედეგად.
ინკუბაციური პერიოდი 10-25 დღეს შეადგენს, იშვიათად 5-6 დღიდან 40 დღემდე, და უკუპროპორციულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმისა, ე.ი. რაც უფრო დიდია ინკუბაციური პერიოდი, მით უფრო მსუბუქია მისი მიმდინარეობა.
ტრიქინელოზით დაავადების სიმპტომები ვლინდება დასნებოვნებიდან 2-3 დღის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია: ცხელება (38-400 C), ტკივილი თვალის, საღეჭი აპარატის, კისრის და წვივის კუნთებში, ქუთუთოების ან მთლიანად სახის შეშუპება, ლაბორატორიულად- ეოზინოფილია. ზოგ შემთხვევაში დამახასიათებელია მუცლის ტკივილი და დისპეპსიური მოვლენები, იშვიათად ფაღარათი, გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი სისხლჩაქცევებით. დაავადების მწვავე პერიოდში დაავადებულებს აღენიშნებათ უძილობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, ზოგ შემთხვევაში დეპრესიაც.
ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს, რადგან თვითმკურნალობისა და დაგვიანებული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ტრიქინელოზი შესაძლოა გართულდეს მიოკარდიტით, პნევმონიით, მენინგოენცეფალიტით და დამთავრდეს სიკვდილითაც.



როგორ შეიძლება ავიცილოთ ტრიქინელოზით დასნებოვნება

ტრიქინელოზის აღკვეთისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას, რაც გამოიხატება სასაკლაოებსა და აგრარულ ბაზრებში ხორცის ვეტსან ექსპერტიზაში. მიკროსკოპიული გამოკვლევის შედეგად, პარაზიტის აღმოჩენის შემთხვევაში ხორცი ექვემდებარება განადგურებას და ტექნიკურ გადამუშავებას. ხორცის თერმიული დამუშავება ზოგ შემთხვევაში არაეფექტურია, რადგან ჩაკირული კაფსულები უზრუნველყოფენ ლარვების გადარჩენას.
ამდენად, ნუ შეიძენთ ხორცს მისი ვარგისიანობის დამადასტურებელი სპეციალური დამღის გარეშე; გარეული ცხოველის საკვებად მიღებამდე თერმულად დაამუშავეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პატარა ნაჭრებით.
verboten
ლამბლიოზი

ლამბლია უმარტივესი პარაზიტი; ბუდობს თაგვების, ბოცვრების (შინაური კურდღლების), აგრეთვე ადამიანის (უპირატესად ბავშვების) ნაწლავებში
გამომწვევია ერთუჯრედიანი შოლტოსანი ლამბლია,რომელიც თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში ცხოვრობს.დასნებოვნება ხდება ჭუჭყიანი ხელებით დასვრილ საკვებთან ერთად ლამბლიების ცისტიტის ჩაყლაპვით,გაურეცხავი მწვანილით და სხვა გაბინძურებული საგნებით.დაავადება უფრო მეტად ბავშვთა შორისაა გავრცელებული.ავადმყოფს აწუხებს ყრუ ხასიათის ტკივილი მუცელში,ნაწლავთა ხშირი მოქმედება ფაფისებრი განავლით.
დიაგნოზი დაისმევა განავლის და თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდაჟით მიღებული მასალის მიკროსკოფით გამოკვლევის საფუძველზე.
verboten
ჭიების გამოდევნა ორგანიზმიდან ხალხური საშუალებებით


რ ძ ი ა ნ ი ნ ი ვ რ ი ს ო ყ ნ ა
1 ჩაის ჭიქა რძეში ხარშავენ 1 თავ გასუფთავებულ ნიორს დარბილებამდე. წურავენ, აციებენ და უკეთებენ ოყნას. დიდმა ადამიანმა შეიძლება მთლიანი პორცია გაიკეთოს. ბავშვს კი 1/4 - 1/2 ჩაის ჭიქას უკეთებენ. ეს პროცედურა კეთდება 1 დღე.

ხ ა ხ ვ ი ს ნ ა ყ ე ნ ი
1 საშუალო ხახვს ჭრიან, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 12 სთ. წურავენ. სვამენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ მშიერ კუჭზე 3-4 დღის განმავლობაში.

ა ბ ზ ი ნ დ ა, ა ს ი ს თ ა ვ ა
1 სუფრის კოვზ ნაკრებს (აბზინდას და ასისთავას იღებენ თანაბარი რაოდენობით), ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ხარშავენ 20 წუთით. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დილით უზმოზე და ძილის წინ 8 დღის განმავლობაში.

ღ ო რ ი ს ს ო ლ ი ტ ე რ ი ს გ ა მ ო დ ე ვ ნ ა
100 გრ გოგრის გულს (გატარებულს) და 50 გრ თაფლს ურევენ. ღებულობენ უზმოზე 1 სუფრის კოვზს 10-14 დღის განმავლობაში. ბოლო დღეს გოგრის გულების მიღებიდან 1 საათის შემდეგ აყოლებენ 1 ჩაის ჭიქა რძეს, რომელშიც წინასწარ ხარშავენ 1 თავ გასუფთავებულ ნიორს. 30 წუთის შემდეგ ასმევენ ძლიერ გამხსნელს. კიდევ 1 საათის შემდეგ კი უკეთებენ გვირილის ყვავილის ნაყენის თბილ ოყნას.

ნ ა კ რ ე ბ ი
გვირილას, მწარე აბზინდასა და ასფურცელას იღებენ თანაბარი რაოდენობით. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს თერმოსში ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 ღამე. წურავენ. ღებულობენ 1 ჩაის ჭიქას დილით უზმოზე და ძილის წინ.

ნ ე ს ვ ი ს წ ვ ე ნ ი
ნესვის გულის წვენი საუკეთესო საშუალებაა სოლიტერის გამოსადევნად. სვამენ 1 ჭიქას. ნესვი არ უნდა იყოს ქიმიკატებით მოყვანილი.

ბ რ ო წ ე უ ლ ი ს ქ ე რ ქ ი
1 ცალ ბროწეულის ქერქს ასხამენ 150 მლ მდუღარეს. მიღებულ ნაყენს 3 ნაწილად სვამენ 30 წუთის განმავლობაში მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ ღებულობენ გამხსნელს.

ძ რ ო ხ ი ს ა ნ ც ხ ე ნ ი ს ფ უ ნ ა
ჭიებით დაავადებული ბავშვი დასვით ძროხის ან ცხენის ახალი ფუნის (სანამ ცხელია) ორთქლზე. ჭიები მალე გამოვლენ.
teka
ძალიან კარგი ინფორმაციაა თავის სურათებით. smile.gif
georgio
რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე რომ მყავს ასე 3-5 მილიმეტრი სიგრძის თეთრი ჭიები.. ვარ 31 წლის..გთხოვთ მირჩიეთ რა წამალი მივიღო..(ექიმთან არ მიხერხდება მისვლა) წინასწარ გიხდით მადლობას
LiZa
აჯობებს მაინც ექიმთან მიხვიდე.
ისე კი თუ სხვა გზა არ გაქვს შეგიძლია ვერმოქსი მიიღო, ან მებერიქსი (იგივეა ოღონდ ქართულია და უფრო იაფი ღირს).
მიღების წესი ინსტრუქციაში წერია.
ისე კი ნიშნავენ თითო აბს 3 დღის განმავლობაში და შემდეგ 2 კვირაში საჭიროა იგივე კურსის ისევ გამეორება. + თუ ოჯახის წევრებსაც აწუხებთ რაიმე საეჭვო სიმპტომები მათაც უნდა ჩაიტარონ მკურნალობა.
teka
ციტატა(georgio @ Sep 12 2008, 11:51 PM) *
რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე რომ მყავს ასე 3-5 მილიმეტრი სიგრძის თეთრი ჭიები.. ვარ 31 წლის..გთხოვთ მირჩიეთ რა წამალი მივიღო..(ექიმთან არ მიხერხდება მისვლა) წინასწარ გიხდით მადლობას

ლიზას ვეთანხმები,შეგიძლია ჰელმადოლიც მიიღო,ნაკლებად ტოქსიურია და 1ტ. ისმევაანუ ჰელმადოლი 200 მგ.1 ტ. დღეში 1-ჯერ,საღამოს ჭამის მერე,თუ დიდი რაოდენობითაა მეორე დღესაც შეგიძლია დალიო იგივენაერად.და ამას გაიმეორებ 2 კვირაში.
qusa
მაინტერესებს ჭიებზე ანალიზს რატომ არ იგებენ ორსულობის დროს?დაუშვად და მყავს ჭია საშიში არ არის ნაყოფისთვის?სუსტი მეც ვარ მაგრამ სხვა სიმტომი ვერ აგმოვაჩინე ჩემში შეიდზლება მყავდეს ჭია? biggrin.gif
Click
აღმოვაჩინე, რომ ჭიები მყავს. მოკლედ ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოძრაობდა 2 ჭია, ძალიან წვრილი, თეთრი, თითქოს გამჭირვალეც კი იმდენად თხელი, სიგრძე დაახლოებით 1 ან 1,5 სმ.


ანალიზის გაკეთება მაინც მინდა? რა ტიპის ჭიაა? დამეხმარეთ ხალხო ძალიან გთხოვთ და დაცინვის გარეშე(არ მკითხოთ როგორ ვნახე).


სისხლში ეოზინოფილების დონე მაქვს 7.5%, როცა ნორმა 5%-ია. ეხლახანს გავიკეთე სისხლის საერთო. აღმენიშნება ქავილი (ადვილი მისახვედრია სადაც), ოფლიანობა ღამე, კბილების კრაჭუნი. მოკლედ დამაკვალიანეთ ძალიან გთხოვთ. სად მივიდე და ა.შ. დეპრესიაში ვარ. sad.gif
LiZa
Click
ანალიზი საჭირო აღარაა
QUOTE (Click @ 12th May 2009 - 12:10 AM) *
რა ტიპის ჭიაა?

მახვილა ჭია
საჭიროა მკურნალობის დანიშვნა (არის ამისათვის ბევრი პრეპარატი). + ჰიგიენის დაცვა, თეთრეულის დეზინფექცია, ოჯხის წევრების მკურნალობა...
შეგიძლია პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მიხვიდე, აღმაშენებელზეა და იქ დაგინიშნავენ მკურნალობას.

კბილების კრაჭუნი კი ჭიებთან არაა კავშირში.

qusa
QUOTE (qusa @ 26th April 2009 - 02:55 PM) *
მაინტერესებს ჭიებზე ანალიზს რატომ არ იგებენ ორსულობის დროს?დაუშვად და მყავს ჭია საშიში არ არის ნაყოფისთვის?სუსტი მეც ვარ მაგრამ სხვა სიმტომი ვერ აგმოვაჩინე ჩემში შეიდზლება მყავდეს ჭია?

თუ რამე სიმპტომი გაქვს და ეჭვი გაქვს ჭიებზე, ორსულობაშიც შეგიძლია გაიკეთო ანალიზი, თუმცა ორსულობაში ბევრი პრეპარატის მიღება არ შეიძლება.
masho
გამარჯობათ .ჩემს შვლოსაც შევამჩნიე გუშინ ღამით გაეღვიძა ტირილით ქავილით, იქავებდა ვერ ისვენებდა და როცა ჩავბანე ვნახე თეთრი ჭია მგონი მახვილა და ექიმმა ჰელმადოლი და მაინტერესებს რამდენად ეფექტურია ეს პრეპარატი??????????????????? მადლობა.
LiZa
masho
ჩემი დაქალი აძლევდა თავის შვილს და კმაყოფილი იყო შედეგით.

ჩემს შვილს ვერმოქსი ჰქონდა დანიშნული დ იმანაც კარგად იმოქმედა smile.gif
gvino
ვაიმე ასკარიდა რომ დავინახე მაგრად ცუდად გავხდი,თან მყავდა,რო გავიგე ღამეები ვერ ვიძინებდი.ვიმკურნალე მაგრამ მეშინია კიდე არ მყავდეს.როგორ შეიძლება გავიგო კიდე მყავს თუ არა?როგორ გამოდის ორგანიზმიდან ნეტა.ექიმმა მიტხრა დაიკუწება ისე გამოვაო... დამეხმარეთ
tatasho
ციტატა(gvino @ Aug 2 2009, 11:20 AM) *
ვაიმე ასკარიდა რომ დავინახე მაგრად ცუდად გავხდი,თან მყავდა,რო გავიგე ღამეები ვერ ვიძინებდი.ვიმკურნალე მაგრამ მეშინია კიდე არ მყავდეს.როგორ შეიძლება გავიგო კიდე მყავს თუ არა?როგორ გამოდის ორგანიზმიდან ნეტა.ექიმმა მიტხრა დაიკუწება ისე გამოვაო... დამეხმარეთ


განავლის ანალიზი გაიკეთე და გაიგებ ...
smile smile
ramdenime tvis win shevamchnie rom myavs chiebi,tetri 1 santimetris albat,mawuxebda sashineli qavili gansakutrebit game.davlie dekarisi 1 tableti 2 dgis ganmavlobashi da exla isev igive meordeba ukve 1 kviraa.eqimtan ver mivdivar, iqneb mirchiot rame wamali?var 23 wlis wona 60 kilomde.imisic meshinia sheidzleba sxva chiebic myavdes?
wamlsi migebastabn ertad sashiroa tu ara oynis gaketeba?
tatasho
ციტატა(smile smile @ Sep 6 2009, 02:43 AM) *
ramdenime tvis win shevamchnie rom myavs chiebi,tetri 1 santimetris albat,mawuxebda sashineli qavili gansakutrebit game.davlie dekarisi 1 tableti 2 dgis ganmavlobashi da exla isev igive meordeba ukve 1 kviraa.eqimtan ver mivdivar, iqneb mirchiot rame wamali?var 23 wlis wona 60 kilomde.imisic meshinia sheidzleba sxva chiebic myavdes?
wamlsi migebastabn ertad sashiroa tu ara oynis gaketeba?

წამლის მიღების შემდეგ უნდა გადაკონტრილებულიყო განავლის ანალიზი ... ასევე თუ ისევ ჭიები გაჩნდა რაღაც წყაროა ან ბავშბეს ყავთ ან რაიმე პრობლემაა ჰიგიენაში ან წინა ჯერზე ვერ მოხდა სრული განკურნება ამიტომ აუცილებელია მკურნალობისტვის ექიმტან მისვლა განავლის ანალიზი...
noma
სისხლის საერთო ანალიზით თუ შეიძლება გაიგო გყავს თუ არა ჭიები?
tatasho
ციტატა(noma @ Sep 9 2009, 01:44 PM) *
სისხლის საერთო ანალიზით თუ შეიძლება გაიგო გყავს თუ არა ჭიები?

ეოზინოფილები იქნება მომატებული თუმცა შეიძლება არც იყოს ....
kusaa
უაიმეე მე მაქ ასკარიდაა ..ღამე ვერ ვიძინებ ისე მეშინია.რომ წარმოვიდგენ რა დადის ჩემს მუცელშიი...თან მეშინიააა ნწალავებს არ გასცდეს...:X დამეხმარეთ რაა ვინმემ მეშინიაა unsure.gif მაგრად : (( ვინმემ რამე თუ იცით თორეე გავხდიი მაგრად biggrin.gif DDBB.gif
teka
ციტატა(kusaa @ Dec 18 2009, 01:34 AM) *
უაიმეე მე მაქ ასკარიდაა ..ღამე ვერ ვიძინებ ისე მეშინია.რომ წარმოვიდგენ რა დადის ჩემს მუცელშიი...თან მეშინიააა ნწალავებს არ გასცდეს...:X დამეხმარეთ რაა ვინმემ მეშინიაა unsure.gif მაგრად : (( ვინმემ რამე თუ იცით თორეე გავხდიი მაგრად biggrin.gif DDBB.gif
არ გიმკურნალიათ მის მოსაშორებლად???
gvino
აუცილებლად უნადა დაიწყო მკურნალობა, არ გაშინებ მაგრამ ასკარიდას იმის გარდა რომ გეშინია რომ შენს მუცელსია ბევრად უფრო დიდი ზიანი შეუძლია მიაყენოს შენს ჯანმრთელობას. აუცილებლად დღესვე დაიწყე მკურნალობა. რამდენი ხანია რაც გაიგე რომ გყაავს ასკარიდა?
shermadini
აღმოვაჩინე, რომ ჭიები მყავს. მოკლედ ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოძრაობდა 2 ჭია, ძალიან წვრილი, თეთრი, თითქოს გამჭირვალეც კი იმდენად თხელი, სიგრძე დაახლოებით 1 ან 1,5 სმ
chiebis gamo krachuni sheidzleba... tu chiebma ukve sxva ram ar dauzianes an ar gamravldnen... ganavlidan SEamCnie eg chiebi xom?! da chiis sigrdze 1.5 sm. shemchnevadia... temperatura gakvs?


მოკლედ სისხლის ანალიზი დიდი ხანია რაც ჩაიტარე?

მიუთითე კონკრეტულად რამდენი ხანია რაც ჩაიტარე...
mariusha
ნაღველში მყავს ლამბლიები უკვე დიდდი ხანია,თითქო პერიოდულად ქრებიან მაგრამ კვლავ ჩნდებიან პრეპარატების მიღების შემთხვევაშიც კი, ვსვავდი წამალ ჰელმიზოლს, მაქვს აგრეთვე ჩირქიც ნაღველში და მაწუხებს შეკრულობაც, როდესაც სავადმყოფოში ვიწექი დმიდგინეს რომ ეს გამოწვეული იყო ვირუსით, რომელმაც აგრეთვე გამოიწვია მიოკარდიტი, სავარაუდოდ მოსაზრებაც იყო რომ ეს ვირუსი იყო ქლამიდი, მაგრამ მე გასათხოვარი ვარ. მაინტერესებს რისგან შეიძლება იყოს ს გამოწვეუი და რა შეიძლება გავაკეთო
teka
ციტატა(mariusha @ Feb 5 2010, 10:13 PM) *
ნაღველში მყავს ლამბლიები უკვე დიდდი ხანია,თითქო პერიოდულად ქრებიან მაგრამ კვლავ ჩნდებიან პრეპარატების მიღების შემთხვევაშიც კი, ვსვავდი წამალ ჰელმიზოლს, მაქვს აგრეთვე ჩირქიც ნაღველში და მაწუხებს შეკრულობაც, როდესაც სავადმყოფოში ვიწექი დმიდგინეს რომ ეს გამოწვეული იყო ვირუსით, რომელმაც აგრეთვე გამოიწვია მიოკარდიტი, სავარაუდოდ მოსაზრებაც იყო რომ ეს ვირუსი იყო ქლამიდი, მაგრამ მე გასათხოვარი ვარ. მაინტერესებს რისგან შეიძლება იყოს ს გამოწვეუი და რა შეიძლება გავაკეთო

აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის ჩატარება,მარტო ჭიის საწინააღმდეგო მკურნალობა არ გიშველით,რადგან Nაღვლის ბუშტი წესიერად არ ფუნქციონირებს,და იქიდან ჭიები ადვილად არ გამოიდევნებიან.ერთდროულად უნდა იმკურნალოთ ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატებით და არა მარტო ჰელმაზოლით,ნაღვლმდენი საშუალებებით და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი პრეპარატებით.გული უკვე ცალკე სამკურნალოა.მაგრამ ჯერ ეგ პრობლემა უნდა მოაგვაროთ.

ციტატა(shermadini @ Feb 3 2010, 04:52 PM) *
აღმოვაჩინე, რომ ჭიები მყავს. მოკლედ ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოძრაობდა 2 ჭია, ძალიან წვრილი, თეთრი, თითქოს გამჭირვალეც კი იმდენად თხელი, სიგრძე დაახლოებით 1 ან 1,5 სმ
chiebis gamo krachuni sheidzleba... tu chiebma ukve sxva ram ar dauzianes an ar gamravldnen... ganavlidan SEamCnie eg chiebi xom?! da chiis sigrdze 1.5 sm. shemchnevadia... temperatura gakvs?


მოკლედ სისხლის ანალიზი დიდი ხანია რაც ჩაიტარე?

მიუთითე კონკრეტულად რამდენი ხანია რაც ჩაიტარე...

აუცილებლად უნდა იმკურნალოთ,1.5 სმ წვრილი კი არა ,დიდი ჭიებია,სავარაუდოა,რომ ასკარიდები იყოს ან ლამბლიები.
shermadini
ვერმოქსი კარგი წამალია
qusa
გამარჯობათ..მყავს ასკარიდები ამავე დროს ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე....დავლიე პირანტელი...მაინტერესებს ბავშვს რაიმე საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?რამდეად დიდია ბავშვზე გადადების შანსი?რამდენი თვიდან შეიძლება რომ მასაც მივცე წამალი?მადლობთ
namdviladgavgijdebi
ორიოდე კითხვა მაქვს თუ ვინმეს გაქვთ პასუხი ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ 1 კვირის უკან გადავიღე თავის ტომოგრაფია და სურათის ნახვის შემდეგ მითხრეს ან ვირუსული ინპექცია გაქვს ან კიდე პარაზიტულიო და თუ შეგიდზლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს და თუ ინკურნება. ინპექციურს ვხვდები და იქნებ პარაზიტულ დაავადებაზე მოგვითხროთ ორიოდე სიტყვით წინასწარ დიდი მადლობა
qusa
გავიკეთე ანალიზი და დამიდგინდა ასკარიდოზი......მაინტერესებს ლაქტაციის დროს რა ცამალი დავლიო?პირანტელს ვსვამდი მაგრამ მაინც მყავს....რა გავაკეტო არ ვიცი ცონასი ძლიან დავიკელი....

ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ...მესინია სხვაგან არ მყავდეს ასკარიდები...რა გამოკვლევა ჩავიტარო...ან რომელ ორგანოში შეიძლება იყოს ჭ ია.... უკვე მესამედ ვწერ და არავინ მეხმაურება
chaxu
გამარჯობათ მყავს ჭიები ასკარიდი და მკურნალობ დეკარისით, კაროჩე ერთი აბი დავლი და ორი კვირის მერე უნდა დავლიო კიდე ორი აბი და მითხრენ რო მოწევა არ შEიძლებაოოო და რო მოვწიო რა მოხდება აღარ იმოქმედებს აბი.. და ეს წამალი რამდენად ეფეკტურია
chaxu
აქ აღარ პოსტავენ?
tamson
მოგესალმებით. მე ქავილი მაწუხებს ძალიან გამე განსაკუთრებით,მგონი პრტყელი ჭია უნდა მყავდეს და რომელი წამალი მივიგო ჰელმადოლი თუ ვერმოქსი. ძალიან გთხოვთ მირჩიეთ.
miss50i
გამარჯობათ! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ თქვენი რჩევა მჭირდება, რამდენიმე თვის წინ გავიკეთე ანალიზი ჭიაზე და მყავდა ორი სახეობის ზუსტად არ მახსოვს რომლები, ექიმმა დამინიშნა ჰელმადოლი და 3 დღე ვსვამდი, მერე კიდე 2კვირის შემდეგაც გავიმეორე კურსი, ახლა ვგრძნობ სისუსტეს, ხან მადის მომატებას, ხან მოკლებას, გულის რევის შეგრძნებებიც მაქვს ხანდახან, ჭიპთან ხანდახან ვგრძნობ ტკივილს, დილით ტუჩის კუთხეებთან თეთრი ნაცხივით, ყველაფერი მეზარება, სამსახურში სიაუ;ლიც ვეღარ შევძელი ეს ერთი კვირაა, ვარ 22 წლის, მეტნაირად ჭია არ მაწუხებს, არც ნერწყვი მდის და არც ქავილი მაქვს, შეიძლება თუ არა რომ ჭიის ბრალი იყოს ჩემი უმადლობა? ჰემოგლობინიც დაბალი მაქვს ცოტათი, 100 მაქვს, მირჩიეთ რა გავაკეთო, მივმართო ისევ პარაზიტოლოგს თუ სხვა ექიმს მივაკითხო? ძალიან დავიღალე უკვე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.