დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: წონის შესახებ
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > გინეკოლოგია | Gynecology > ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Domaci
ფეხმძიმობის დროს წონაში მომატება- მისი წარმატებულობის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში თქვენი წონაში მომატება განპირობებულია: ბავშვის, პლაცენტის, სანაყოფე წყლების, სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს, სისხლისა და ცხიმის ფენის მომატებული წონით. საშუალოდ ეს შემდეგია:
ბავშვი 3.5 კგ
პლაცენტა 700 გ
სანაყოფე წყლები 900 გ
სარძევე ჯირკვლები 800 გ
საშვილოსნო 800 გ
სისხლი 1.8 კგ
ცხიმის ფენა 3.5 კგ
ჯამში 12 კგ


ეს საშუალო მაჩვენებლებია. წონაში მომატება ყველას ინდივიდუალური აქვს. თუ წონაში მომატება 7 კგ-ზე ნაკლებია-ეს წარუმატებელ ფეხმძიმობაზე მეტყველებს, ხოლო თუ მომატება 9 კგ-ზე ნაკლებია, მაშინ მცირე წონიანი და ავადმყოფი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება.
საშუალოდ, პირველი ტრისემესტრის განმავლობაში წონაში მატებამ უნდა შეადგინოს 1.5 - 2 კგ. მეორე ტრისემესტრის განმავლობაში 7 კგ, და მესამე ტრისემესტრის განმავლობაში კი 4-5 კგ. აქედან გამოდის, რომ მეორე ტრისემესტრის დროს კვირაში დაახლოებით ნახევარი კილოგრამია მატება, მესამეში კი ოდნავ ნაკლები. მაგრამ არ განიცადოთ, თუ ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ არ მოიმატებთ, და სამაგიეროდ მეორე კვირას ორმაგად მოიტამებთ. ან თუ მოიტამებთ 18 კგ-ს ნორმალური ფეხმძიმობისას...ყველაფერი ინდივიდუალურია. ნახტომისებური მომატება ნორმიდან გადახრა არაა, ფეხმძიმობამდე მცირე წონის მომავალი დედები ხშირად გრანდიოზულად იმატებენ წონაში.
ტყუპებზე ფეხმძმობის დროს კი წონაში მომატება უნდა შეადგენდეს საშუალოდ 15-22 კგ-ს.
ზემოთმოყვანილი მიღებული შედეგები თეორიულია. რეალური ცხოვრება კი არ ჯდება არავითარ წესებში, ასე რომ თუ რაიმე თქვენ ფეხმძმობაში არ ჯდება საშუალო სტატისტიკურ მონაცემებში-არ ინერვიულოთ. ამ პრობლემის გადაწყვეტა უზრუნველყოფს თქვენს ოჯახში ახალი წევრის შემომატებას. თქვენი ახლობლების მორალური მხარდაჭერა დაგაჯერებთ თქვენს თავში, კარგი ექიმი კი გაგიქარწყლებთ უსაფუძვლო ეჭვებს და დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში.
LiZa
წონაში მატება მართლა ძალიან ინდივიდუალურია. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული რა წონა ჰქონდა ქალს ორსულობამდე. თუ ეს წონა მაშინაც ნორმაზე ნაკლები იყო, მაშინ ასეთ ორსულს შეუძლია დადგენილ ნორმებზე მეტი მოიმატოს და არ ინერვიულოს, ის ხომ ჯერ წონის დეფიციტს ავსებს და მერე კუთვნილს იმატებს smile.gif
და თუ ორსულობამდე წონა ისედაც მეტი იყო ნორმასთან შედარებით, მაშინ ასეთმა ორსულმა შეძლებისდაგვარად უნდა აკონტროლოს მატება და მისთვის შესაბამისად ზემოთ მოყვანილი ნორმებიც უფრო ნეკლები იქნება.
BaBajanka
მე 20 კვირაზე 5 კგ მაქვს მომატებული, მაგრამ ეს 5-ვე 2 კვირაში ავკრიფე.

საქმე ისაა, რომ მანამდე მოვიმატე ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი (6 თვეში 17 კგ) 45-დან 62-ზე. შემდეგ ორსულად რომ ვიყავი, სანამ გავიგებდი, დიეტაზე ვიყავი და ცოტა დავყარე. ასე, რომ ახლა 63 კგ ვარ.

ჩემი ნორმლური წონა იყო ყოველთვის 47-48
ფეხმძიმობა დავიწყე 58 კგ-დან
და ახლა ვარ 63.

მემგონი კარგად მივდივარ...
რა ვიცი, თუ ასე გავაგრძელე...
LiZa
ნორმალურად მიდიხარ, მაგრამ ეცადე რომ შემდეგში ასე ერთბაშად არ იმატო. smile.gif
Domaci
კიდევ კაი მდედრი არ ვარ happyy.gif
რამდენს უძლებთ smile.gif
verboten
მალადეც ქალებოო ბევრს უძლებთ მართლა ვაღიარებ smile.gif
LiZa
სულაც არაა ასეთი საშინელება არც ორსულობა და არც მშობიარობა, ამიტომ მემგონი დასაძლებიც ბევრი არაფერია, მიტუმეტეს როცა საყვარელი მამაკაცი გიდგას გვერდში. ამიტომ ყველაფერს ქალებს ნუ გადააბარებთ, თქვენც მიიღეთ აქტიური მონაწილეობა smile.gif
BaBajanka
ჩვენ ისიც გვიხარია, კაცები რომ აფასებენ ჩვენს "შრომას" და ბევრს უძლებთო ამბობენ.

ჩემი მეუღლე საზღვარგარეთაა, ბავშვის დაბადებამდე ვერც ჩამოვა, მე 16 კვირის რომ ვიყავი, რომ ჩამოვედი და მას შემდეგ მარტო ვარ და ბოლომდე ასე უნდა ვიყო sad.gif
verboten
QUOTE
ჩვენ ისიც გვიხარია, კაცები რომ აფასებენ ჩვენს "შრომას" და ბევრს უძლებთო ამბობენ.

ჩემი მეუღლე საზღვარგარეთაა, ბავშვის დაბადებამდე ვერც ჩამოვა, მე 16 კვირის რომ ვიყავი, რომ ჩამოვედი და მას შემდეგ მარტო ვარ და ბოლომდე ასე უნდა ვიყო


ბოლომდე რატომ უნდა იყო ეგრე ხომ ჩამოვა როცა იქნება ,თუ ჯერ კაი ხანი არ აპირებს ჩამოსვლას?
BaBajanka
ბავშვი რომ დაიბადება მერე ჩამოვა.
მანამდე ვერა sad.gif
LiZa
ციტატა(BaBajanka @ Jun 8 2007, 12:33 AM) [snapback]1948[/snapback]
ბავშვი რომ დაიბადება მერე ჩამოვა.
მანამდე ვერა sad.gif

ყოჩაღი გოგო ჩანხარ და ყველაფერი კარგად იქნება. ფიზიკურად თუ არა ფიქრებით სულ თქვენს გვერდზე იქნება შენი მეუღლე smile.gif
ასე რომ ნუ დაღონდები!
BaBajanka
არაფერიც კარგად არ მივდივარ . ავიწონე და 5 თვის რომ გავხდი,9 კგ მქონდა ომატებული

გადავწყვიტე განტვირთვის დღეები გავაკეთო და წაუდიეტო.
რას მირჩევთ? unsure.gif
verboten
ციტატა
არაფერიც კარგად არ მივდივარ . ავიწონე და 5 თვის რომ გავხდი,9 კგ მქონდა ომატებული

გადავწყვიტე განტვირთვის დღეები გავაკეთო და წაუდიეტო.
რას მირჩევთ?


შევეცდები იმფორმაცია დავწერო ორსულთა დიეტაზე smile.gif
LiZa
ციტატა(BaBajanka @ Jun 18 2007, 01:53 PM) [snapback]2620[/snapback]
არაფერიც კარგად არ მივდივარ . ავიწონე და 5 თვის რომ გავხდი,9 კგ მქონდა ომატებული

გადავწყვიტე განტვირთვის დღეები გავაკეთო და წაუდიეტო.
რას მირჩევთ? unsure.gif


9 კილო ორსულობისას თუ ნაწილი მანამდე?
კარგი იქნება. განტვირთვის დღეები განსაკუთრებით. მით უმეთეს კიტრიც არის ეხლა და საზამთროც შემოვა. თუმცა სხვა პროდუქტებითაც შეიძლება.
BaBajanka
ციტატა(LiZa @ Jun 18 2007, 09:33 PM) [snapback]2632[/snapback]
9 კილო ორსულობისას თუ ნაწილი მანამდე?
კარგი იქნება. განტვირთვის დღეები განსაკუთრებით. მით უმეთეს კიტრიც არის ეხლა და საზამთროც შემოვა. თუმცა სხვა პროდუქტებითაც შეიძლება.



მანამდე 10 და ორსულობისას პლუს 9
sad.gif

BEBE
ციტატა(BaBajanka @ Jun 18 2007, 03:53 PM) [snapback]2620[/snapback]
არაფერიც კარგად არ მივდივარ . ავიწონე და 5 თვის რომ გავხდი,9 კგ მქონდა ომატებული

გადავწყვიტე განტვირთვის დღეები გავაკეთო და წაუდიეტო.
რას მირჩევთ? unsure.gif

პირველ ბავშვზე 16 კილო მოვიმატე. ბოლო თვეებში განტვირთვის დღეებს ვაკეთებდი კვირაში 3-ჯერ უმარილო წიწიბურა და მაწონი, ან ხაჭო, კიტრი -მსუბუქი საკვები, მხოლოდ არანაირი დატკბობა და დამარილება. არა მარტო წონისთვის, საერთო მდგომარეობისთვისაც ძალიან არგია.მეორე ორსულობა ძალიან რთული მქონდა. 9 თვის განმავლობაში 6 კილო მოვიმატე. პირიქით, მეხვეწებოდნენ ჭამეო smile.gif საზამთრო არ მირჩიეს-ნიტრატების გამო.
Domaci
ჰეჰე რა თემაში ვარ?? აქ რაუნდა მამრს??
უკაცრავად ქალბატონებოო tongue.gif
დაგტოვებთ.

LiZa
BaBajanka საკმაოდ მოგიმატია smile.gif
დროა წონას მიხედო, რა თქმა უნდა შიმშილი შენთვის არ შეილება, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები მაინც უნდა გაითვალისწინო. მოკლედ, პურ-ფუნთუშეული, ტკბილეული, მარილი ან ამოიღე სულ მენიუდან, ან შეამცირე მაინც მათი მიღება. მოერიდე შემწვარ და ცხიმიან კერძებსაც.

რაც შეეხება განტვირთვის დღეებს. საერთო წესებს დავწერ, მაგრამ ძალიან ხშირად ასეთი დღეების მოწყობა ორსულობაში არ ვიცი შეიძლება თუ არა. კვირაში 1-2ჯერ არა მგონია საზიანო იყოს.


განტვირთვის დღეები

  • როცა განსაზღვრავთ რომელი სახის პროდუქტს მიიღებთ, საგულდაგულოდ აწონეთ ან გაზომეთ მისი რაოდენობა, რომ კუთვნილი 1.5კგ. ნაცვლად არ მიიღოთ 3-4კგ. საკვები გაანაწილეთ 4-5 მიღებაზე.
  • არ დაივიწყოთ სითხე. საჭიროა მინიმუმ 1.5-2 ლიტრი სითხის მიღება ( ორსულისათვის შეიძლება ეს პუნქტი პრობლემატური გახდეს, თუ ექიმის რეკომენდაციით მას რაიმე მიზეზის გამო შეზღუდული აქვს სითხის მიღება).

განტვირთვის დღისთვის ვარიანტები სხვადასხვაგვარია. ცილოვანი და ბოსტნეულ ცლოვანი დღეები უფრო ადვილი გასაკეთებელია.

კეფირის დღე

დღეში შეიძლება 1.5-2 ლიტრი 1%-იანი კეფირის დალევა. გაანაწილეთ 6-8 მიღებაზე. კეფირი შეიძლება შეცვალოთ 0.5%-იანი რძით ან მაწვნით, თუ ასე უფრო გირჩევნიათ.

ხაჭოს დღე

400-600 გრ. ხაჭო (უცხიმო)აყავით რამდენიმე მირებაზე. ამ დღეს შეგიძლიათ დალიოტ 1 ჭიქა ყავა (უშაქრო) და 1-2 ჭიქა ასკილის ნაყენი.
ასევე ამ დღეს აქვს უფრო გემრიელი - ხილისა და ხაჭოს ვარიანტი. ხაჭო გეკუთვნით 400 გრ. და ამდენივე ნებისმიერი ხილი ან კენკრა.

ხორცის დღე

600გრ. უცხიმო ხორცი მოხარშეთ (მარილის გარეშე!), გაყავით 4-5 მიღებაზე. გარნირის სახით შეიძლება ცოცხალი ან უცხიმოდ მოთუშული კომბოსტო, მწვანე სალათი, კიტრი (დღეში ბოსტნეული არ უნდა იყოს 300-400გრ-ზე მეტი). და რა თქმა უნდა არანაირი პური smile.gif

თევზის დღე

400-500გრ. არაცხიმიანი თევზი მოხარშეთ უმარილოდ. გაყავით 5 პორციაზე. გარნირად, ისევე როგორც ხორციასათვის შეიძლება სხვადასხვა ბოსტნეული (კარტოფილის, ჭარხლისა და სტაფილოს გარდა, რაოდენობა იგივე როგორც ხორცთან).
წყალი (მათ შორის მინერალურიც) დალიეთ რამდენიც გინდათ.

მოგვიანებით სხვა დღეებსაც დავწერ smile.gif
BaBajanka
ლიზა, მართლა ძალიან დამეხმარე! 133.gif დიდი მადლობა!!
თანაც ძალიან კარგი ვარიანტებია! ერთადერთი თევზს ვერ გავაკეთებ, რადგან არ მიყვარს. ხორცი მოხარშულ და უმარილო მდგომარეობაში სასარგებლოა ისედაც და სავალდებულოც ორსულისთვის, ნუ ხაჭო და მაწონიც თავისთავად. smile.gif

წინა ერთი კვირა ვჭამდი ხამივით. რაღაც მეტაკა, ღორი ჩამისახლდა, ახლა ისევ ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო.
ტკბილეულს არც ვეტანები მანცდამაინც, არა, ნაყინიიიიიიი ... ohmy.gif
sad.gif

და ამითი წონის მატებას აჩერებენ, თუ ზოგი იკლებს კიდეც???
მეორე ფორუმში დაწერეს, რომ 2 კგ-ს იკლებდა ერთიფეხმძიმე განტვირთვის დღეებით.

ძაან ძაან დიდი მადლობა!
LiZa
დაკლება უკვე ინდივიდუალურია, მაგრამ წონის მატება შეიძლება შეაჩეროს, თან მთლიანად ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნივთიერებები.
ეცადე ისე დღეებშიც ხშირად ჭამო, უბრალოდ ულუფები შეამცირე.

მოგვიანებით სხვა ვარიანტებსაც დავწერ smile.gif

გაითვალისწინე რომ კვება გესაჭიროება და ხშირად ნუ გააკეთებ განტვირთვის დღეებს.
BaBajanka
ციტატა(LiZa @ Jun 19 2007, 03:43 PM) [snapback]2663[/snapback]
დაკლება უკვე ინდივიდუალურია, მაგრამ წონის მატება შეიძლება შეაჩეროს, თან მთლიანად ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნივთიერებები.
ეცადე ისე დღეებშიც ხშირად ჭამო, უბრალოდ ულუფები შეამცირე.

მოგვიანებით სხვა ვარიანტებსაც დავწერ smile.gif

გაითვალისწინე რომ კვება გესაჭიროება და ხშირად ნუ გააკეთებ განტვირთვის დღეებს.



ხო, კვირაში ერთხელ თუ გავაკეთე, თორემ უფრო მეტს ვერ შევძლებ.

კიდე დაწერე რაღაცეები, მაინტერესებს smile.gif



თამუნიას მინდა ვკითხო, მეორე ფეხმძიმობაზე რა ჭირდა?

მამრებს კი ორსულობაზე მეტად კაი ქეიფის და ამის შედეგად დიდი ღიპის უნდა ეშინოდეთ wink.gif
ორსულობა 9 თვე გრძელდება, ქეიფი კი მთელი ცხოვრება happyy.gif
ანუ ბარი ბარში , ტყუილა გიხარიათ! smile.gif
verboten
არა ბარი ბარში მართლა გამოვდივართ რომ დაიბადება პატარა და იქიდანვე , რომ არ ავცევთ თავებს მაგიდიდან თუ გადავრჩით თორემ მუცელს ვინღა ჩივის smile.gif
LiZa
კიტრის დღე


დღეში გერგებათ 2კგ. კიტრი. ახრაშუნეთ გემრიელად smile.gif თუ ძალიან გაგიჭირდებათ შეიძლება სადილად 50გრ. მოხარშული ქათმის მკერდი ან ხბოს ხორცი, უმარილოდ (!).

გოგრის დღე


ღუმელში გამოაცხვეთ 2კგ. გოგრა (რბილი). გაყავით 5-6 მიღებაზე.

სალათის დღე

იღებთ 1.5 კგ. ნებისმიერ ცოცხალ ბოსტნეულს ან ხილს. გაყოფთ 4-5 მიღებაზე. ხილი და ბოსტნეული ისედაც კარგი მისართმევია, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ სალათები მცენარეული ზეთის მცირე რაოდენობის (პორციაზე დაახლოებით 5გრ.) დამატებით. გავიმეორებ კიდევ, რომ ბოსტნეული უნდა იყოს ცოცხლად. გემოსათვის შეიძლება ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი გამოიყენოთ.

ვაშლის დღე


1.5კგ. ვაშლი გაანაწილეთ 5 მიღებაზე. შეგიძლათ მიირთვათ უმად, შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში. თუ გაწუხებთ მეტეორიზმი, მაშინ გახეხეთ.

ხილის დღე


ზაფხულისათვისაა ზედგამოჭრილი smile.gif 1.5 კგ. ნებისმიერი ხილისა ან კენკრისა დღეში. პორციები 200 გრამიანი!

და ბოლოს დავამატებ. განტვირთვის დღეების დროს არ იყენებთ არანაირ მარილს, შაქარს და ცხიმს (გამონაკლისია სალათების დღე, როდესაც დასაშვებია ზეთის გამოყენება).
BaBajanka
ძაან კაი გოგო ხარ! ძაან მაგრებია!

პ.ს. რატომ არ გაქვთ აქ kiss-ები??
smile.gif
LiZa
იმედია გამოგადგება smile.gif
ტექნიკური თხოვნებით დომაცის მიმართე smile.gif
Domaci
ციტატა
პ.ს. რატომ არ გაქვთ აქ kiss-ები??

დავამატებ ეხლავე. 2 წუთში smile.gif
BaBajanka


Domaci 2kiss.gif
Liza 2kiss.gif


ორივეს მადლობა!!!!!!!! ! kiss.gif
BEBE
[quote name='BaBajanka' date='Jun 19 2007, 03:51 PM' post='2665']

თამუნიას მინდა ვკითხო, მეორე ფეხმძიმობაზე რა ჭირდა?

მეორე ფეხმძიმობას წამლებით ვინარჩუნებდი. საშვილოსნოს ჰიპერტონუსიც მქონდა. ყველაზე მეტად ტოქსიკოზმა გამაწვალა. 22 კვირამდე სულ გული მერეოდა, ღმეც კი. თან სრული ანორქსია მქონდა . წონაში ვიკლებდი მომატების მაგივრად. სახლიდან გასვლას ვერ ვხერხებდი იმიტომ, რომ ჩაცმის დროს საშინლად ვიღლებოდი და მეძინებოდა wacko.gif მაორე ტრიმესტრში მაღალი წნევები დამეწყო, თან წნევის მატებას ვერ ვგრძნობდი. კონსულტაციაზე რომ გამსინჯა ექიმმა კივილი დაიწყო help.gif 180 -100-ზემქონდა. მკაცრ დიეტაზე დამსვეს: მარილიანი და ტკბილი საერთოდ ამიკრძალეს. კიდევ კარგი ზაფხული იყო და ხილი და ბოსტნეული მქონდა. ერთადერთი რასაც სიამოვნებით მივირთმევდი ეს იყო ტარხუნა და ოხრახუში. დიეტის მერე ნელნელა უკეთ გავხდი. ყველაზე კარგად თავს მე-9 თვეში ვგრძნობდი. საინტერესო ის იყო, რომ ჰემოგლობინი მაღალი მქონდა და ბავშვიც 3,500 დაიბადა. ბოლომდე ვფიქრობდი, რომ სულ თუ არა, ცოტა მოდებილო იქნებოდა biggrin.gif მშობიარობითაც ადვილად ვიმშობიარე. მოკლედ, წვალება დამიფასდა.
LiZa
კარგია რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა smile.gif
"გვიანდელი ტოქსიკოზი" გქონდა როგორც გავიგე შენი გამოხმაურებიდან და ეგ კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ორსულს, თუ დროულად არ მიხედავ.
BEBE
ციტატა(LiZa @ Jun 20 2007, 07:44 PM) [snapback]2728[/snapback]
კარგია რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა smile.gif
"გვიანდელი ტოქსიკოზი" გქონდა როგორც გავიგე შენი გამოხმაურებიდან და ეგ კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ორსულს, თუ დროულად არ მიხედავ.

მადლობა ღმერთს! მართლაც ძალიან გავწვალდი. წნევები მალე დამირეგულირდა, მაგრამ უმარილო საჭმელი უგემური იყო, განსაკუთრებით თევზი.
BaBajanka
უი, როგორ გიწვალია!!!!!!!!

მე კი დღეს ღამე სახლიდან გავიპარე და დიდი ნაყინი ვიყიდე blush.gif blush.gif blush.gif

ანუ დღეს ისევ ჩამეშალა დაწყება
BEBE
ციტატა(BaBajanka @ Jun 21 2007, 02:21 AM) [snapback]2746[/snapback]
უი, როგორ გიწვალია!!!!!!!!

მე კი დღეს ღამე სახლიდან გავიპარე და დიდი ნაყინი ვიყიდე blush.gif blush.gif blush.gif

ანუ დღეს ისევ ჩამეშალა დაწყება

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პირველზე მეც მასე ვშვებოდი, ანუ განტვირთვის დღეებს საერთოდ ვერ ვაკეთებდი. არ მიჭირდა და იმიტომ. blush.gif თან ორსულობისას რაღაც სხვანაირად გშივდება, თავის შეკავება თითქმის შეუძლებელია. მარილი მაინც შეზღუდე, ზედმეტი სითხისგან ადვილად განთავისუფლდები და აღარ შეშუპდები.
თუ საიდუმლო არ არის სად და ვისთან აპირებ მშობიარობას?
BaBajanka
smile.gif რა ვიცი აბა, დღეიდან ვცდილობ ისევ ცოტა ვჭამო. რა გამომივა, არ ვიცი.

მე "ბიბიდაში" დავარაშვილთან ვაპირებ.

შენ ერთი ჩაჩავაში იმშობიარე და მეორე?
shokuna
32 კვირის ვარ და 12 კილო მაქვს მომატებული.მე მგონი ბევრი არ არის ?
LiZa
ნორმალური მატებაა smile.gif

ორსულობამდე რამდენი იყავი?
shokuna
ორსულობამდე 55კილო ვიყავი
miminoshka
მოგესალმებით ყველა ორსულს და არაორსულს. ორსულობისას ძალიან მოვიმატე.დავორსულდი უკვე ჩარბი ცონით და შემდეგ ხომ რომ იტყვიან ავიცყვიტე.ექიმთან ყოველი ვიზიტის დროს შევყავდი დიეტოლოგს. ეს ჩემი უზარმაზარი ცონა გახდა ერთერთი მძიმე ტოკსიკოზის 'პრეეკლამპსიის" მიზეზი.ისეც რაგაც ამოვიჩემე ეს დიაგნოზი და არც ამცდა. ისეთი შეშუპეპები დამეცყო კანი კინაგამ დამისკდა. ბოლო 2 თვე პეხსაცმელი არ მცმია არადა ზამთარი იყო.საინტერესოა რომ ტრიადა( შეშუპება,მაგალი ცნევა და ცილა შარდსში)რომელიც ამ დავადებას ახლავს არ გამაჩნდა.იყო მარტო შეშუპება.ჩვენ გვასცავლეს 3 დან 2 მაინც უნდა იყოს რომ დაისვასო პრეეკლამპსიის დიაგნოზი.მოკლეთ ამერიკაში მაინც დასვეს. მშობიარობამდე 9 დგიტ ადრე ცნევამაც ამიცია და დამტოვეს კლინიკაშჰი. დამიდგეს დამაჩქარებელი ,დამაგვრევინეს ცყლები და ეპიდურალური გაუტკივარების ფონსე ვიმშ ობიარე 3,600 ნაყოფით. მომატებული მქონდა 25 კილო. ამიტომ აუცილებელია აკონტროლო საკვები.ამისტანა რამ ალბათ აგარ დამემართება. შემდეგ ორსულობაზე უფრო ყურადგებით მოვეპყრობი საკუთარ ორგანიზმს.
LiZa
miminoshka
ამერიკაში რომ დაგისვეს ეგ დიაგნოზი მართლაც გასაკვირია smile.gif
რუსეთში კი იძახიან მარტო შეშუპებაზე გვიან ტოქსიკოზს, მაგრამ სხვაგან უკვე წნევა ან ცილა თუ არ ახლავს დიდ ყურადღებას არ აქცევან. თუმცა შენ წონის მატებაც დიდი გქონდა smile.gif
მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა.
BaBajanka
12 თუ 14 კგ (სასწორების მიხედვით) smile.gif 30 კვირაზე...

ძაან ღორიც არ ვარ, მაგრამ არც ვკენკავ..
განტვირთვის დღეც გავაკეთე, მაწვნის და მეორე დილას ცოტა ვერ ვიყავი კარგად. ბავშვიც იმ ღამეს ძაან არარეალურად მოძრავი გახდა. შეიძლებოდა შიმშილი ეგრძნო ჩემთან ერთად? huh.gif

ამიტომ ახლა თავს ვიკავებ გავტვირთვის დღეებისგან.
წნევები პირიქით დაბალი მაქვს, შეშუპება და ვენების აგმოვარდნა ჯერ-ჯერობით არ მწვევიან. არც სტრიები. რა ვიცი, ველოდები ყველაფერს ერთად ამ ბოლო 2 თვეში და იქნებ ამცდეს unsure.gif
LiZa
მე საბოლოო ჯამში 15-16კგ. მქონდა მომატებული, მაგრამ მანამდე გამხდარი ვიყავი და ყველა იმას მეკითხებოდა - რა არის სულ არაფერი მოიმატეო?
ასე რომ ძალიან ინდივიდუალურია ეს მატებაც smile.gif

BaBajanka
განტვირთვის დღეები დისკომფორტს თუ გიქმნის რა თქმა უნდა აღარ უნდა გააკეთო smile.gif
_SisterofNight_
მე 36-ე კვირა მისრულდება და 17 კგ მაქვს მომატებული, მემგონი ზომაზე მეტი მოვიმატე, არადა რო ვთქვა განსაკუთრებული მადა მქონდათქო ამ ბოლო თვეებში ან ხაჭაპურებზე ვიჯექითქო არა, ვჭამდი კარგად, ნუ იმაზე მეტს რათქმაუნდა ვიდრე ადრე, დაორსულებამდე ვიყავი 55 კგ, პური ამოღებული მქონდა მაგრამ ზატო ორჯერ მეტ ულუფას მივირთმევდი, იმედია დარჩენილ კვირებში ძალიან ბევრს არ მოვიმატებ.... ღამე არ ვჭამ დღეში ერთხელ კარგად ვსადილობ და რა მასუქებს ვერ გავიგე
LiZa
არც ისე ბევრი გაქვს მომატებული 12-13 კილო ისედაც ნორმალურია. და 17 კილო არ არის კატასტროფა, თან ორსულობამდეც გამხდარი ყოფილხარ.
sharli
გამარჯობატ.მაინტერესებს რაიმე კარგი დიეტა ოგონდ ორსულად არ ვარ biggrin.gif .ადვილი ტუ იქნება და ბევრი დახლაფორთო არ იქნება უკეტესი მთლად და თუ სჰეიძლება შედეგიც, რომ მიაწეროთ.მადლობ წინასწარ.
perishable

SHARLI

aq shedi
natka_natka
სანამ დავფეხმძიმდებოდი ვიყავი 64კილო.ეხლა ვარ 70 და ვარ 7თვის.ჩემი პატარა არის 900 გრამი და 7 თვისთვის პატარაა ხო?
LiZa
QUOTE(natka_natka @ 18th May 2008 - 12:35 PM) *
სანამ დავფეხმძიმდებოდი ვიყავი 64კილო.ეხლა ვარ 70 და ვარ 7თვის.ჩემი პატარა არის 900 გრამი და 7 თვისთვის პატარაა ხო?

მეორე ტრისემესტრი (14 - 28 კვირა ბოლო მენზიდან)

აი აქ არის ინფორმაცია ბავშვის განვითერებაზე 2 ტრიმესტრში და გადახედე smile.gif
28 კვირის ბავშვის წონა 1000 გრ-დან 1400-გრ-დეა, ასე რომ არც ისე პატარა გამოდის smile.gif
perishable
ციტატა(natka_natka @ May 18 2008, 12:35 PM) *
სანამ დავფეხმძიმდებოდი ვიყავი 64კილო.ეხლა ვარ 70 და ვარ 7თვის.ჩემი პატარა არის 900 გრამი და 7 თვისთვის პატარაა ხო?




საგანგაშო მდგომარეობა არ არის მაგრამ აშკარად პატარაა...რამდენიმე დღის წინ ჩემი ახლობელი დაიბადა შვიდ თვიანი და 1500გ იყო smile.gif
LiZa
"7 თვიანი " ცოტა არ იყოს დაზუსტებას მოითხოვს smile.gif

უფრო სწორი იქნება თუ ნაყოფის ასაკი კვირებით დასახელდება, თორემ 28 კვირისაც 7 თვიანია და 31ისაც და მათ შორის დიდი სხვაობაა smile.gif
natka_natka
კიდევ რაგაც მინდა გკითხოთ თუ არ შეგაწუხებთ.პირველი თვიდან დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან და შეიძლება ამან რამე ზიანი მოუტანოს ბავშვის განვითარებას? ისე ეხოს ცუდი არაპერი უჩვენებია.გმადლობთ
LiZa
საერთოდ რა თქმა უნდა უმჯობესია კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროს ორსულმა, მაგრამ დღეს ეს მგონი წარმოუდგენელია smile.gif
უბრალოდ სცადე ხშირად ადგე და გაიარ-გამოიარო, ანუ სულ ნუ იჯდები, რადგანაც ეს სისხლის მიმოქცევასაც აფერხებს.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.