დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: თიაქარი
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > ქირურგია | Surgery > ზოგადი ქირურგია | Surgery
alaznisveli

მუცლის კედლის თანდაყოლილ ან შეძენილ დეფექტში პარიესიულ პერიტონეუმთან ერთად მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლას თიაქარი ეწოდება.

თიაქარი შედგება:
1.თიაქრის კარისგან-შეიძლება იყოს მოგრძო, განრიერი, რგოლისებრი და ვიწრო.საერთოდ 2-3მმ-დან 4-6სმ-მდეა;
2.თიაქრის პარკისგან- პარიესიული პერიტონეუმის გაგრძელებაა;
3.თიაქრის შიგთავსისგან-ბადექონი წვრილი ან მსხვილი ნაწლავი;
4.თიაქრის გარსებისგან-მუცლის ღრუს ყველა შრე რომელიც გამოდის თიაქართან ერთად და ფარავს თიაქრის პარკს;

ლოკალოზაციის მიხედვით თიაქარი შეიძლება იყოს;
1.თეთრი ხაზის;
2.ჭიპის;
3საზარდულის(პირდაპირ და ირიბი);
4.ბარძაყის;
5.პოსტოპერაციული;

საზარდულის თიაქარი
საზარდულის თიაქრის განვითარება განპირობებულია მუცლის კუნთოვანი და მყესოვან აპონევროზული კედლის სისუსტით. შემჩნეულია, რომ თიაქარი უფრო ხშირად ვითარდება,როცა საზარდულის შუალედი სამკუთხა ფორმისაა, ე.ი. მუცლის შიგნითა ირიბ და განივ კუნთების ქვეედა კიდეები მნიშვნელოვნად დაშორებულია საზაედულის ოგისგან და სწორი კუნთის ქვედა ნაწილი განსაკუთრებით ვიწროა. საზარდულის შუალედის სიმაღლე სწორი კუნთის ლატერალურ კიდესთან ამ შემთხვევაში შეიძლება 5,5სმ-ს აღწევდეს. ამავე დროს საზარდულის არხის უკანა კედლის მყესოვან-აპონევროზული წარმონაქმნებიც(falx inguinalis, lig. interfoveolare) სუსტად არის განვითარებული ანდა საერთოდ არ არის გამოხატული.

აქ ნახეთ თიაქრის ოპერაცია ლიხტენშტეინის მეთოდით.

http://medicina.mystyle.ge/operations.php?itemid=44
Basher
კრი სიახლეაა
alaznisveli
[quote name='alaznisveli' date='May 4 2008, 08:53 PM' post='48068']

მუცლის კედლის თანდაყოლილ ან შეძენილ დეფექტში პარიესიულ პერიტონეუმთან ერთად მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლას თიაქარი ეწოდება.

თიაქარი შედგება:
1.თიაქრის კარისგან-შეიძლება იყოს მოგრძო, განრიერი, რგოლისებრი და ვიწრო.საერთოდ 2-3მმ-დან 4-6სმ-მდეა;
2.თიაქრის პარკისგან- პარიესიული პერიტონეუმის გაგრძელებაა;
3.თიაქრის შიგთავსისგან-ბადექონი წვრილი ან მსხვილი ნაწლავი;
4.თიაქრის გარსებისგან-მუცლის ღრუს ყველა შრე რომელიც გამოდის თიაქართან ერთად და ფარავს თიაქრის პარკს;

ლოკალოზაციის მიხედვით თიაქარი შეიძლება იყოს;
1.თეთრი ხაზის;
2.ჭიპის;
3საზარდულის(პირდაპირ და ირიბი);
4.ბარძაყის;
5.პოსტოპერაციული;
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

საზარდულის თიაქარი
საზარდულის თიაქრის განვითარება განპირობებულია მუცლის კუნთოვანი და მყესოვან აპონევროზული კედლის სისუსტით. შემჩნეულია, რომ თიაქარი უფრო ხშირად ვითარდება,როცა საზარდულის შუალედი სამკუთხა ფორმისაა, ე.ი. მუცლის შიგნითა ირიბ და განივ კუნთების ქვეედა კიდეები მნიშვნელოვნად დაშორებულია საზაედულის ოგისგან და სწორი კუნთის ქვედა ნაწილი განსაკუთრებით ვიწროა. საზარდულის შუალედის სიმაღლე სწორი კუნთის ლატერალურ კიდესთან ამ შემთხვევაში შეიძლება 5,5სმ-ს აღწევდეს. ამავე დროს საზარდულის არხის უკანა კედლის მყესოვან-აპონევროზული წარმონაქმნებიც(falx inguinalis, lig. interfoveolare) სუსტად არის განვითარებული ანდა საერთოდ არ არის გამოხატული.

nuciko 74
თუ შეიძლება მიპასუხეთ: 4თვის წინ გავიკეთე საკეისრო ოპერაცია,დამრჩა არაბუნებრივად დიდი მუცელი, როცა ჩემს გინეკოლოგს მივმართე სხვა პრობლემის გამო,ეგრევე აღნიშნა რო მაქვს თეთრი ხაზის თიაქარი. მირჩIა მშობიარონის შემდგომი ბანდაჟის ტარება.მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ვაკეთო მუცლის პრესის ვარჯიშები და რამდენად სასწრაფო და აუცილებელია თიაქრის ოპერაცია?
ketia_7
როგორც მშობიარობის შემდეგ გავიგე მქონია ჭიპის თიაქარი, ქირურგთან ვიყავი და მითხრა ძალიან პატარა ზომისაა და ოპერაცია არ ჭირდებაო. დიეტა დამინიშნა, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცავ, ექიმმა 2 წელი დაფეხმძიმება ამიკრძალა და 2 წლის შემდეგ ვნახოთ როგორ იქნებაო. სიმძიმის აწევა არ შეიძლებაო მაგრამ ბავშვი პატარაა ვერ დადის ჯერ, თან არავისთან ჩერდება, თან 9 კილოა . არ ვიცი რა ვქნა გთხოვთ მირჩიოთ რამე.
nuciko 74
ვიყავი ქირურგთან და აღმოჩნდა,რომ ჯერ თიაქარი არ მაქვს, მაქვს დიასთაზა და ასაკის მომატებასთან ერთად გამიჩნდება თიაქარი,გარდა ამისა ოპერაციის გარდა არაფერი ეშველება არც ვარჯიშებით და არც ბანდაჟითsad.gif huh.gif ველოდები ბავშვის წამოზრდას, რომ ღამე მისი დატოვება შეძლებოდეს და მერე ვიზრუნებ ოპერაციაზე
mediki87
ციტატა(alaznisveli @ May 4 2008, 08:53 PM) *

მუცლის კედლის თანდაყოლილ ან შეძენილ დეფექტში პარიესიულ პერიტონეუმთან ერთად მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლას თიაქარი ეწოდება.

თიაქარი შედგება:
1.თიაქრის კარისგან-შეიძლება იყოს მოგრძო, განრიერი, რგოლისებრი და ვიწრო.საერთოდ 2-3მმ-დან 4-6სმ-მდეა;
2.თიაქრის პარკისგან- პარიესიული პერიტონეუმის გაგრძელებაა;
3.თიაქრის შიგთავსისგან-ბადექონი წვრილი ან მსხვილი ნაწლავი;
4.თიაქრის გარსებისგან-მუცლის ღრუს ყველა შრე რომელიც გამოდის თიაქართან ერთად და ფარავს თიაქრის პარკს;

ლოკალოზაციის მიხედვით თიაქარი შეიძლება იყოს;
1.თეთრი ხაზის;
2.ჭიპის;
3საზარდულის(პირდაპირ და ირიბი);
4.ბარძაყის;
5.პოსტოპერაციული;

საზარდულის თიაქარი
საზარდულის თიაქრის განვითარება განპირობებულია მუცლის კუნთოვანი და მყესოვან აპონევროზული კედლის სისუსტით. შემჩნეულია, რომ თიაქარი უფრო ხშირად ვითარდება,როცა საზარდულის შუალედი სამკუთხა ფორმისაა, ე.ი. მუცლის შიგნითა ირიბ და განივ კუნთების ქვეედა კიდეები მნიშვნელოვნად დაშორებულია საზაედულის ოგისგან და სწორი კუნთის ქვედა ნაწილი განსაკუთრებით ვიწროა. საზარდულის შუალედის სიმაღლე სწორი კუნთის ლატერალურ კიდესთან ამ შემთხვევაში შეიძლება 5,5სმ-ს აღწევდეს. ამავე დროს საზარდულის არხის უკანა კედლის მყესოვან-აპონევროზული წარმონაქმნებიც(falx inguinalis, lig. interfoveolare) სუსტად არის განვითარებული ანდა საერთოდ არ არის გამოხატული.

აქ ნახეთ თიაქრის ოპერაცია ლიხტენშტეინის მეთოდით.

http://medicina.mystyle.ge/operations.php?itemid=44

ასევე დავამატებდი დაცურებულ თიაქარს რომლის პარკის ერთ_ერთ კედელს წარმოდგენს მუცლის ღრუს რომელიმე ორგანო(მაგ. შარდის ბუშტი, სიგმური ნაწლავი, წვრილი ნაწლავი და ა.შ.). ხო და კიდე პარკის ზომას რაც შეეხება შესწორება: 4-6 სმ და მეტი მაგ. სკროტალური თიაქრის პარკი შეიძლება 20 სმ და მეტი შეიძლება იყოს, გააჩნია რამხელა ნაწლავის მარყუჟია ჩამოსული...
mediki87
ციტატა(nuciko 74 @ Nov 3 2009, 05:57 PM) *
თუ შეიძლება მიპასუხეთ: 4თვის წინ გავიკეთე საკეისრო ოპერაცია,დამრჩა არაბუნებრივად დიდი მუცელი, როცა ჩემს გინეკოლოგს მივმართე სხვა პრობლემის გამო,ეგრევე აღნიშნა რო მაქვს თეთრი ხაზის თიაქარი. მირჩIა მშობიარონის შემდგომი ბანდაჟის ტარება.მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ვაკეთო მუცლის პრესის ვარჯიშები და რამდენად სასწრაფო და აუცილებელია თიაქრის ოპერაცია?

რაც შეეხება თქვენს პრობლემას, თუ უკვე გაქვთ თიაქარი რაც უნდა ბანდაჟი ატაროთ და მუცელზე შემოჭერილი თუნდაც ელასტიური ბინტი ოპერაცია მაინც აუცილებელია(ნუ აღწერილია შემთხვევები როცა ბანდაჟითაც შეიძლება მაგის გამოსწორება მაგრამ მით უმეტეს დიასტაზის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა). უფრო მეტიც ძალიან ბევრი ქირურგის მოწოდებით ბანდაჟის ტარება არ არის მიზანშეწონილი, აქვს საკმაოდ დიდი გართულება: როცა ბანდაჟი გაქვთ გაკეთებული მუცელზე გამობერილობის ადგილზე(ანუ თიაქრის ადგილზე) ხახუნის გამო ხშირია მექანიკური ტრავმა ანუ კანის გახეხვა და შემდგომში ჰემატოგენურად(ანუ სისხლით) ან ლიმფოგენურად(ლიმფით) სტაფილოკოკური ან სტრეპტოკოკური ინფექციის შეჭრა და თიაქრის ანთება(ინფლამაციო ჰერნიე). ასევე არსებობს გაჭედვის საშიშროება, ორივე შემთხვევაში(როგორც ანთების ასევე გაჭედვის შემთხვევაში ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია). ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მალე მიაქციოთ ყურადღება ამ პრობლემას(ანუ ოპერაციული ჩარევა), თანამედროვე ქირურგიაში საკმაოდ კარგად ტარდება მსგავსი ტიპის ოპერაცია რაც მოწოდებულია ლიხტენშტეინის მიერ ანუ ბადის ჩაკერებით წარმოებული თიაქარპლასტიკა.
ეკუშკა

ვაიმე როგორ დავხატე არ ვიცი მაგრამ კითხვა მაქვს...)))
ესეიგი 1ადამიანს აქვს იმ ადგილზე სადაც წითლად ავღნიშნე აქვს რაღაც ბურთულების მაგვარი...თავიდან ეგონა რო ლიმფური ჯირვლები იყო.მივიდა ექიმთან ჯანმრ/თელობის სახლში გინეკოლოგი რომ არის იმასთან ,იმან გამოიკვლია თავიდან თქვა რომ შეიძლება პოლიპი იყოს მერე რო მივიდა კიდე ისე გაუხარდა რომ ლამის ახტა და დახტა-გამოუუცვნია რომ ალბათ თიაქარიაო.... არ ვიცი მანდ შეიძლება რომ იყოს თიაქარი? მე2 მხარესაც ჰქონდა ხან გაუვლის ხან ჩნდება ისევ მაგრამ.....რავიცი....იქნებ მიპასუხოთ
mediki87
ციტატა(ekushka @ Nov 16 2009, 06:22 PM) *

თუ ხელით არ შედის მუცელში ეგ "ბურთულები" მაშინ თიაქარი არ არის, ეგ უფრო ლიპომას ჰგავს თქვენი გადმოცემიდან გამომდინარე, ანუ შესაძლებელია იყოს ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი რომელიც საშიში არ არის მაინცდამაინც თუ არ ტკივა და თუ არ აწუხებს... ყოველ შემთხვევაში ქირურგს უნდა ეჩვენოს
ეკუშკა
და ლიპომა რა არის?მადლობა დიდი
mediki87
ციტატა(ekushka @ Nov 17 2009, 04:20 PM) *
და ლიპომა რა არის?მადლობა დიდი

ცხიმოვანი ქსოვილის გადაგვარებით წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე, საშიში არაა
haus817
თუ მოიზებნება საზარდულის თიაქრის ოპერაციის სრული ჩანაცერი,ვიდეომასალა
giorgi70
ხომ ვერ მეტყვით დაახლოებით რა ჯდება საზარდულის თიაქრის ოპერაცია და სად ჯობია გაკეთება? წინასწარ დიდი მადლობა!
berkut
ციტატა(ketia_7 @ Nov 3 2009, 10:20 PM) *
როგორც მშობიარობის შემდეგ გავიგე მქონია ჭიპის თიაქარი, ქირურგთან ვიყავი და მითხრა ძალიან პატარა ზომისაა და ოპერაცია არ ჭირდებაო. დიეტა დამინიშნა, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცავ, ექიმმა 2 წელი დაფეხმძიმება ამიკრძალა და 2 წლის შემდეგ ვნახოთ როგორ იქნებაო. სიმძიმის აწევა არ შეიძლებაო მაგრამ ბავშვი პატარაა ვერ დადის ჯერ, თან არავისთან ჩერდება, თან 9 კილოა . არ ვიცი რა ვქნა გთხოვთ მირჩიოთ რამე.

თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ(მაგ.ბავშბი სიარულს რომ დაიწყებს). დიეტა თიაქარს არ გააქრობს. ფეხმძიმობის აკრძალვა არასწორია.
beberi
სალამი, (მგონი სწორ ადგილას ვსვავ კითხვას,თუ არა მაპატიეთ)... მოკლედ და რაღა მოკლედ, მთელი გამოკვლევები ჩავიტარე ყელის გამო...შეგრძნება მაქვს ყელში ბურთის გაჩხერის, ყოველთვის არა,გრძელდება უკვე მე-4 თვეა, არანაირად არ მტკივა-არასდროს, მაქვს მხოლოდ არაკომფორტული შეგრძნება ყელში და ხან მკერდზე სიმძიმე,(ჭამის დროს მივლის შეგრძნება 10-15 წუთით)ყველაფერი რაც კი ჩავიტარე - ნორმაზეა-(სისხლი,რენტგენი,ბარიუმის ხსნარი,ყელის ექიმი,ენდოკრინოლოგიური)...მიაწ
ერეს ნერვოზს, ვსვავ უკვე ერთი კვირაა, შედეგი ჯერ არაა...რატომღაც არ მგონია ზუსტი დიაგნოზი ეს...იქნებ მირჩიოს ვინმემ რამე დავიღალე ამდენი ანალიზებით და გამოკვლევებით...არავის ქონია ასეთი შემთხვევა ??? შეიძლება საყლაპავის თიაქარი იყოს ???
ani-qeti
მოკლედ ვარ 19 კვირის ორსული და ახლახან შევნიშნე რომ მარჯვენა მხარეს ჩამომივიდა საზარდულის თიაქარი, მუცელს მიჭიმავს და სიარულის დროს ფეხიც დაჭიმული მაქ, რომ დავწვები ტკივილიც მივლის და აგარც ჩამობერილი მაქ. არის თუ არა საშიში და ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში რაიმე გართულება ხომ არ შეიზლება მოყვეს? კუჭის მოქმედება მიჭირს და გაჭინთვის დროს განსაკუტრებით ვგრძნობ დისკომფორტს. ბავშვობაში მაქვს გაკეთებული საზარდულის თიაქრის ოპერაცია, ოგონდ მარჯვენა მხარეს, მაშინ თანდაყყოლილი იკო, წინასწარ მადლობა გამოხმაურებისათვის
girl
თიაქარის ოპერაცია საშიშია? რა ჯდება? რაღაც წიგნი გვაქვს და იქ მოყვანილი სიპტომების მიხედვით დავასკვენით, რომ თიაქარია ის, რაც მამაჩემს ჭირს, დახველებისას თითქოს რაღაც ორგანო გამოდის მუცლიდან თუ რაღაც, მოკლედ რა ჯდება არ იცით? მუცლის ფარი აქვს მგონი გახვრეტილი, ეს ხო იგივე თიაქარია
xatoX
გთხოვთ მიპასუხოთ - პოსოპერაციული თიაქრის განვითარებისგან თავი როგორ დავიცვა? ან როგორ გავიგო თიაქარი უკვე განვიტარდა თუ არა?
xatoX
ციტატა(xatoX @ Sep 14 2010, 12:25 AM) *
გთხოვთ მიპასუხოთ - პოსოპერაციული თიაქრის განვითარებისგან თავი როგორ დავიცვა? ან როგორ გავიგო თიაქარი უკვე განვიტარდა თუ არა?

გთხოვთ მიპასეხეთ რა.. ერტი თვის წინ გავიკეტე კისტის ოპერაცია, უკვე მეორედ გაიკვეტა მუცელი და მეშინია ტეაქარი არ განვითარდეს. ოპერაციის შემდეგ ადგომისტანავე რეზინის ქამარი (რადიკულიტის დროს რომ ხმარობენ) მიკეტია უკვე ერტი თ5ვეა, მაგრამ მაინც მეშინია თიაქარი არ განვითარდეს... ცოტა მუცლი მაქვს შებერილი.. ან როგორ უნდა მივხვდე რომ ტეაქარია? ან თავი როგორ დავიცვა თეაქრისგან? მიპასუხეთ რა გტხოვთ... მადლობაააააააააააააა
MR. DOC.
ციტატა(xatoX @ Sep 15 2010, 02:22 PM) *

პოსტოპერაციულ თიაქარს მიხვდები ადვილად.... ჭრილობის ადგილას გამობერილობა თუ შეამჩნიე. მაგ ქამარს რომ ხმარობ კარგია, პრევენციაა თიაქრის საწინააღმდეგოდ. მანდ საშიში არაფერია თუ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვს და ოპერაციაც კარგად ჩატარდა, თიაქრის განვითარების რისკი მინიმალურიააააააა!!!!!!
DEAD_BOT
ქირურგებო თუ რამე არასწორად ვუპასუხე გამისწორეთ

xatoX

საერთოდ ბანდაჟი რომ გიკეთიათ ეს უკვე 1 1 პრევენციაა მაგრამ სიმძიმეებზე დიდხანს ბაზარში სიარულზე სიმძმეებით თორე ისე სეირნობა არაა მავნებელი...შებერილი ცალ მხარეს თუ 2 ივე მხარეს ერთნაერად ??? მანამდე თუ გქონიათ პრობლემები მუცლის კედლის დეფორმაცია თუ შეგიმჩნევიათ სიმძიმეების აწევის დროს???

თეაქარის დიაგნოსტირება არც მთლად ადვილია მარა მიხვედრისთვის უცნაური გამობერილობა აიღეთ რომელიც ხელის დაჭერისას (ხშირად) უკან ბრუნდება მაგრამ ყველა აუცილებელი არაა თეაქარი იყოს

ოპერაციას თუ დააზუსტებთ რამხალე განაკვეთი სად გატარდა უფრო ზუსტადაც შეიძლება საუბარი...
MR. DOC.
ციტატა(girl @ Sep 10 2010, 04:50 PM) *
თიაქარის ოპერაცია საშიშია? რა ჯდება? რაღაც წიგნი გვაქვს და იქ მოყვანილი სიპტომების მიხედვით დავასკვენით, რომ თიაქარია ის, რაც მამაჩემს ჭირს, დახველებისას თითქოს რაღაც ორგანო გამოდის მუცლიდან თუ რაღაც, მოკლედ რა ჯდება არ იცით? მუცლის ფარი აქვს მგონი გახვრეტილი, ეს ხო იგივე თიაქარია

თიაქარს გავს შენი აღწერილობით... ისე კი აუცილებელია ქირურგს ეჩვენოს, ოპერაცია ერთ_ერთი მარტივია, თუ გაურთულებელია მითუმეტეს, ფასი კი დამოკიდებულია კლინიკის შიგა სტანდარტსა და ოპერაციის წესზე, ე.წ. "ლიხტენშტეინის წესით" ტიაქარპლასტიკა. ბადის ინპლანტაციით, შედარებით ძვირიი ჯდება......
DEAD_BOT
თუ დეფექტი დიდი არაა ბადის გარეშე "იაფად" გამოხვალ რამხელააა ეგ "ორგანო" რაც გამოდის და საიტ მხარეზეე მარცხნივ მარჯვნივ ქვედა კუთხეში თუ ჭიპზე მის ან მის ზემოთ???

წამოწექი მაგარ ზედაპირზე და თავი მარტო თავი წამოწიე რაც შეიძლება (ნორმის ფარგლებში) და მუცელზე შუაში თუ ამოიწევა რამე ის გვითხარი...
girl
MR.DOC.
DEAD_BOT
მადლობა გამოხმაურებისთვის.
თუ სწორად მივხვდი ბადის ინპლანტანცია ყველას არ ჭირდება, ვისაც ძალიან განიერი ღრმული აქვთ იმათ მხოლოდ? ცოტა რაღაცეები წავიკითხე კიდევ და როგორც ჩანს საზარდულის თიაქარი აქვს. რამდენად სწრაფად ვითარდება, 1 წელში შეიძლება უკიდურეს მდგომარეობას მიაგწიოს, ანუ თU ამ ხნის მანძილზე ოპერაცია ვერ გაკეთდა sad.gif და თუ იცით ბანდაჟი ექიმმა უნდა დანიშნოს თუ შეიძლება დამოუკიდებლად აფთიაქში ყიდვა? რამდენ კითხვას ვსვამ, ვნერვიულობ და...... sad.gif
MR. DOC.
[quote name='girl' date='Sep 16 2010, 12:53 AM' post='167735']
MR.DOC.
DEAD_BOT
მადლობა გამოხმაურებისთვის.
თუ სწორად მივხვდი ბადის ინპლანტანცია ყველას არ ჭირდება, ვისაც ძალიან განიერი ღრმული აქვთ იმათ მხოლოდ? ცოტა რაღაცეები წავიკითხე კიდევ და როგორც ჩანს საზარდულის თიაქარი აქვს. რამდენად სწრაფად ვითარდება, 1 წელში შეიძლება უკიდურეს მდგომარეობას მიაგწიოს, ანუ თU ამ ხნის მანძილზე ოპერაცია ვერ გაკეთდა sad.gif და თუ იცით ბანდაჟი ექიმმა უნდა დანიშნოს თუ შეიძლება დამოუკიდებლად აფთიაქში ყიდვა? რამდენ კითხვას ვსვამ, ვნერვიულობ და...... sad.gif
[/quot
ბადის ინპლანტაციას ქირურგი წყვეტს პაციენტთან შეტანხმბით,თუ დიასტაზი(დეფექტი)დიდი არაა მაშინ ბადეც არ სჭირდება,განვითარების სისწრაფე დამოკოდებულია ცხოვრების წესზე,არ უნდა აწიოს მძიმე საგნები,არ შეიზლება მძიმე ფიზიკური დატვირთვა,სასურველია ადვილად მოსანელებელი საკვების მიღება.(კონკრეტული ვადები არ არსებობს)თიაქრის ყველაზე ცუდი გართულება მისი ჩაჭედვაა,რასაც თან ძლიერი ტკივილი ახლავს და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია,ბანდაჟი თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ დამოუკიდებლად და ატაროს ყოველთვის დღისით,როდესაც ფეხზე დგას,ღამით მოიხსნის,ეს პრევენციული ღონისძიებაა და აგარიდებთ გართულებებს.... გისურვებთ ჯანმრთელობას!
girl
MR.DOC.
დიდი მადლობა ამდენი ინფორმაცია რომ მომაწოდეეე smile.gif
ეკუშკა
მერე უნდა რამე მკურნალობა?

ოპერაციის შემდეგ
MR. DOC.
ციტატა(ეკუშკა @ Sep 16 2010, 11:17 PM) *
მერე უნდა რამე მკურნალობა?

ოპერაციის შემდეგ

აღარაფერი, უბრალოდ რეჯიმის დაცვაა საჭირო,მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება,რომ არ განვითარდეს რეციდივი,სხვამხრივ პაციენტი შრომისუნარიანია და სოციალურადაც სრულფასოვანი....
ეკუშკა
MR. DOC.
წოლიტი რეჟიმი დიდი ხანი გრძელდება? საავადმყოფოში რამდენ ხანს ტოვებენ?
MR. DOC.
[quote name='ეკუშკა' date='Sep 16 2010, 11:57 PM' post='167881']
MR. DOC.
წოლიტი რეჟიმი დიდი ხანი გრძელდება? საავადმყოფოში რამდენ ხანს ტოვებენ?
[/quo
სამი საწოლდღეა თიაქარზე, თუ ყველაფერი კარგადაა გაწერენ შემდეგ და ნელ-ნელა ჩაებმევა აქტიურ ცხოვრებაში, თუ პროცესი გართულებულია წოლითი რეჟიმიც მდგომარეობის შესაბამისად გრძელდება,პაციენტის რეაბილიტაციამდე, დადგენილი სტანდარტი არ არსებობს!!!
ეკუშკა
MR. DOC.
მადლობთ
MR. DOC.
ციტატა(ეკუშკა @ Sep 17 2010, 12:04 AM) *
MR. DOC.
მადლობთ

Not at all biggrin.gif
ეკუშკა
აუუუუუუუუუუუუუუუუ sad.gif(((((((((((((((((((((((((((((((((((((
ვნერვიულობ რა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.