დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პირველი სამედიცინო დახმარება ტრავმების დროს
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > პირველადი დახმარება | First aid
verboten
ტრავმატიზმი





ტრავმატიზმი არის ადამიანთა სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი. არჩევენ სხვადასხვა ტიპის ტრავმატიზმს: საყოფაცხოვრებო, საგზაო-სატრანსპორტო, ქუჩის, სპორტულს და სხვ.

ტრავმატიზმის შემთხვევებში, განსაკუთრებით, ეს ეხება საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმს, პირველი დახმარების გაწევისას უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესი სიფრთხილითა და ყურადღებით, რადგან ამ დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სახის მრავლობით დაზიანებას. დაზარალებული შეიძლება იყოს შოკის მდგომარეობაში, აღენიშნებოდეს სისხლდენა, მრავლობითი მოტეხილობები. ხშირია თვალით შეუმჩნეველი დაზიანებები, შინაგანი ორგანოების დაზიანების და შინაგანი სისხლდენის სახით, რაც სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია და მოითხოვს დაზარალებულის დაუყოვნებლივ გადაყვანას უახლოეს სამკურნალო სტაციონარში.

არსებობს აზრი, რომ ტრავმატიზმი ყოველთვის შემთხვევითია, მაგრამ ამჟამად დადგენილია, რომ საჭირო ყურადღებითა და უსაფრთხოების წესების სათანადო გამოყენებით შესაძლებელია ტრავმატიზმის რისკის საგრძნობი შემცირება.



verboten
შოკი




გულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს სისხლის გადატანას სხეულში, რაც აუცილებელია ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, შეიძლება განვითარდეს შოკი. ე.ი. შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია.

თუ ამ დროს დროულად და სწორად არ იქნება აღმოჩენილი პირველი დახმარება, შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს შიშისა და ტკივილის გამო. ამიტომ, როცა შოკის განვითარების საშიშროებაა, დაზარალებულის გამხნევება და მყუდრო მდებარეობის შექმნა შესაძლებელია საკმარისი იყოს მისი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის (არ უნდა აგერიოთ ჭეშმარიტი შოკი ე.წ. ფსიქოგენურ შოკში. ამ ტიპის შოკთან საქმე გვაქვს იმ დროს როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ სტრესს).

შოკის მიზეზები საკმაოდ ბევრია. დღეს გამოყოფენ ძირითადად შოკის 4 სახეს:

ჰიპოვოლემიურს - ვითარდება სისხლის დიდი რაოდენობის სწრაფი კარგვის ან მოცირკულირე სითხის მოცულობის მკვეთრი დაქვეითების გამო (მაგ. სისხლდენის, ფაღარათის, პირღებინებისა და დამწვრობის დროს); სისხლის დაკარგვისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სისხლის საერთო მოცულობის შემცირებას, არამედ სისხლდენის ინტენსივობას. 50% სისხლის მწვავე დაკარგვა ახალგაზრდა ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს სისხლის მწვავე ნაკლებობას და ღრმა კომის განვითარებას. შოკის განვითარების დროს ადამიანის ორგანიზმში საპასუხოდ ხდება სისხლის გადანაწილება: სისხლი მიედინება ნაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოებიდან (კანი, ნაწლავები) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისაკენ. თუკი გამომწვევი მიზეზი არ იხსნება და დროულად არ იქნება გაწეული პირველი დახმარება, ვითარდება შოკი.

ანაფილაქსიურს - ვითარდება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო;

ინფექციურ-ტოქსიურს - ვითარდება მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს სეპტიური პროცესების გართულების შედეგად;

კარდიოგენულს - რომელიც წარმოადგენს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის უკიდურესად მძიმე დაზიანების შედეგს და ხასიათდება გადმოსროლილი სისხლის მოცულობის მკვეთრი დაქვეითებით.

შოკის ისეთი სახეები, როგორიცაა ტრავმული, დამწვრობითი და ზოგიერთი სხვა, წარმოადგენენ შოკის შერწყმულ ფორმებს, ვინაიდან მათ პათოგენეზში ერთდროულად დევს რამოდენიმე მიზეზი, რომლებიც იწვევენ ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიწოდების შეფერხებასა და ჰიპოქსიას.



შოკის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები:

· შფოთვა, აგზნება, რომელიც გადადის გონების დაბინდვასა და კომაში;

· ფერმკრთალი, მარმარილოსებრი, ციანოზური (მორუხო-მოლურჯო) ფერის კანი;

· ჰიპოთერმია (გარდა სეპტიური შოკისა);

· ტაქიკარდია, სუსტი ძაფისებრი პულსი;

· არტერიული წნევის დაქვეითება;

· ქოშინი, სუნთქვის რითმის დარღვევა;

· ოლიგურია ან ანურია.

თავდაპირველად აღინიშნება: აჩქარებული პულსი, მკრთალი ან მორუხო-მოლურჯო ფერის კანი, განსაკუთრებით ტუჩებზე, კაპილარული ავსების გახანგრძლივება, ნამიანი ცივი კანი.

შოკის განვითარებასთან ერთად აღინიშნება: საერთო სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და შესაძლებელია ღებინება, წყურვილის შეგრძნება, გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, სუსტი, “ძაფისებრი” პულსი. (თუ მაჯაზე პულსი არ ისინჯება, ეს ნიშნავს, რომ სისხლის საერთო მოცულობის ნახევარია დაკარგული.)

მას შემდეგ რაც მცირდება ტვინის მომარაგება ჟანგბადით: დაზარალებული შეიძლება გახდეს აგზნებული, აგრესიული, შეიძლება გამოიხატოს მთქნარება და პირით ჰაერის ყლაპვა (“ჰაერით შიმშილი”), დაზარალებული გადადის უგონო მდგომარეობაში, საბოლოოდ, ხდება გულის გაჩერება.



შოკის დროს პირველი დახმარების მიზანია:

· შოკის დროული გამოცნობა;

· მისი გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილება;

· ტვინში, გულში და ფილტვებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესება;

· გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება შოკის დროს:

1. ეცადეთ მოხსნათ შოკის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, დროულად გააჩერეთ გარეგანი სისხლდენა). ეცადეთ მოათავსოთ თავი სხეულზე უფრო ქვემოთ, ამით თქვენ შეამცირებთ უგონო მდგომარეობის განვითარების რისკს;

2. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე საბანზე ან რაიმე საფენზე, გაამხნევეთ დაზარალებული;

3. აუწიეთ მას ფეხები რაც შეიძლება ზემოთ. ამ დროს მცირდება სისხლის დინება ქვედა კიდურებისკენ და უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლით მომარაგება. მოათავსეთ რაიმე რბილი საფენი ფეხების ქვეშ. ფრთხილად იყავით, თუ ეჭვი გაქვთ კიდურის მოტეხილობაზე;

4. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე და წელზე (მაგალითად, საყელო ან ქამარი);

5. დაათბუნეთ დაზარალებული, გადააფარეთ მას საბანი ან ტანსაცმელი. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

6. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის.



გახსოვდეთ!

შოკის დროს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს აუცილებელია შოკის გამომწვევის მიზეზისა და მისი ხასიათის გათვალისწინება და შესაბამისად სპეციფიკური დახმარების გაწევა. (მაგ. ჰიპოვოლემიური შოკის დროს სითხის მიწოდება მარილოვანი ხსნარების სახით, ხოლო ჰემორაგიის დროს პირველ რიგში სისხლდენის შეჩერება და გადაუდებელი დახმარების გამოძახება).
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ავადმყოფის ცნობიერების დონეს, კანის საფარველის ფერსა და ნამიანობას, სუნთქვის რიტმს.
შოკის დროს არ დაათბუნოთ დაზარალებული სათბურით, ასევე არ მოათავსოთ სითბოს პირდაპირი წყაროები დაზარალებულთან ახლოს.
არ მისცეთ დაზარალებულს მოწევის, ჭამის ან სითხეების დალევის საშუალება. არ მისცეთ მოძრაობის უფლება. თუ დაზარალებულს აღენიშნება წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ ტუჩები.
არ დატოვოთ დაზარალებული მეთვალყურეობის გარეშე.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
verboten
სისხლდენა





კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს ღია და დახურული ჭრილობები.

ღია ჭრილობის დროს აღინიშნება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა. ამასთან ერთად ხშირად ზიანდება კანქვეშ მდებარე სისიხლძარღვები და იწყება გარეგანი სისხლდენა (სისხლი იკარგება ადამიანის ორგანიზმიდან).

დახურული ჭრილობების დროს სისხლი იკარგება სისხლძარღვებიდან, მაგრამ კანის საფარველი დაზიანებული არ არის. ეს მდგომარეობა ცნობილია შინაგანი სისხლდენის სახელწოდებით.

სისხლდენის ტიპები. გულის მუშაობის შედეგად სისხლი მუდმივად მოძრაობს ადამიანის სხეულის სისხლძარღვების უწყვეტ წრეში, რათა უზრუნველყოს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით.

არსებობს სამი ტიპის სისხლძარღვები: არტერიები, ვენები და კაპილარები. არტერიები – ეს არის სისხლძარღვები, რომელთაც სისხლი მიაქვთ გულიდან სხეულის ყველა ნაწილში. ვენები – სისხლძარღვებია, რომელთა საშუალებით სისხლი ბრუნდება გულში. ვენებსა და არტერიებს შორის განლაგებულია ყველაზე წვრილი სისხლძარღვები – კაპილარები.

იმის მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვი ზიანდება ჭრილობის დროს არჩევენ სამი ტიპის სისხლდენას – არტერიულს, ვენურს და კაპილარულს.

არტერიული სისხლდენის დროს დაზიანებულია არტერია. ამ დროს ჭრილობიდან შადრევანივით გადმოდის ალისფერი სისხლი. არტერიული სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.

ვენის დაზიანების შემთხევაში სისხლი არის მუქი წითელი და ჭრილობიდან მდორედ მოედინება. თუმცა ვენური სისხლდენაც შეიძლება იყოს ძლიერი, მხოლოდ იმ შემთვევაში თუ დაზიანდა დიდი ვენა.

კაპილარული სისხლდენისათვის დამახასიათებელია სისხლის გამოჟონვა ჭრილობიდან. ამ ტიპის სისხლდენა აღინიშნება ფაქტიურად ნებისმიერი ჭრილობის დროს. მიუხედავათ იმისა, რომ სისხლდენა თავდაპირველად ძლიერია, სისხლის დანაკარგი შემთხვევათა უმრავლესობაში უმნიშვნელოა. ხშირად სისხლდენა თავისთავად ჩერდება. ზოგჯერ ზიანდება ერთდროულად რამოდენიმე სისხლძარღვი და სისხლდენა შერეულია.

როგორ ჩერდება სისხლდენა? სისხლი შეიცავს სპეციალურ უჯრედებს – თრომბოციტებს. ისინი ჭრილობის დროს ეკვრიან ერთმანეთს და სისხლის სხვა კომპონენტებთან ურთიერთქმედებაში ქმნის კოლტს (საცობს), რომელიც აჩერებს სისხლდენას.

გარეგანი სისხლდენა

სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა საკმაოდ საშიშია, რადგან ამ დროს ადამინის სხეულს აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, თუ როგორია პირველი დახმარება სისხლდენის დროს.

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს:

1. პირადი უსაფრთხოების დაცვა – თუ თქვენ სხეულზე გაქვთ ჭრილობები (ნაკაწრი, მცირე ზომის ღია ჭრილობა) სასურველია ისინი დაიფაროს წყალგაუმტარი საფენით მანამ, სანამ თქვენ დაიწყებდეთ დახმარების გაწევას. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი. სასურველია დახმარების გაწევის წინ და შემდეგ დაიბანოთ ხელები საპნით.

2. ABC შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გარეგანი სისხლდენისას საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სისხლდენის შეჩერება, თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, პირველ რიგში ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი: შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.

3. სისხლდენის შეჩერების მეთოდები. არსებობს გარეგანი სისხლდენის შეჩერების რამოდენიმე მეთოდი:
· პირდაპირი ზეწოლა.
მოაშორეთ დაზიანებულ არეს ტანსაცმელი. დაათვალიერეთ ჭრილობა. დარწმუნდით, რომ ჭრილობაში არ არის მახვილი საგნები (მაგალითად მინის ნამსხვრევები), რომლებითაც შეიძლება თქვენ დაზიანდეთ. მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე თითებით ან მტევნით. სასურველია ჭრილობა წინასწარ დაფაროთ სუფთა საფენით. მაგრამ ნუ დაკარგავთ დიდ დროს ამ საფენის მოსაძებნად. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ (უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება). სისხლდენის შეჩერების მიზნით მიიტანეთ ჭრილობის კიდეები უცხო სხეულთან და მოახდინეთ ზეწოლა უცხო სხეულის გარშემო;

სხეულის დაზიანებული ნაწილის (ხელის ან ფეხის) ზემოთ აწევა.
თუ შესაძლებელია, ასწიეთ დაზარალებულის დაზიანებული კიდური გულის დონეზე ზემოთ. ამით შემცირდება სისხლის ნაკადი დაზიანებულ არეში, რაც შეუწყობს ხელს კოლტის განვითარებას და სისხლდენის შეჩერებას. კიდურების მაღლა აწევა არ არის რეკომენდირებული თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შესაძლებლობაზე;
· დამწოლი ნახვევის დადება.
ჭრილობაზე დადებული სუფთა საფენის ზემოთ დაადეთ დამწოლი ნახვევი. ნახვევი უნდა დაადოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ. თუ სისხლი ჟონავს დამწოლი ნახვევიდან, ზემოდან დაადეთ მეორე ნახვევი. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, მოათავსეთ რამოდენიმე საფენი უცხო სხეულის გარშემო მანამ, სანამ დამწოლი ნახვევის დადებისას ზეწოლა უცხო სხეულზე არ მოხდება. დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია შეამოწმოთ პულსი და მგრძნობელობა (შეეხეთ დაზარალებულის კანს ნახვევის ქვემოთ და კითხეთ, გრძნობს თუ არა ამას დაზარალებული). პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება აუცილებებლია ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, შესაძლებელია სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ დაირღვეს;
თუ ნახვევის ქვემოთ პულსი და მგრძნობელობა არ არის და განვითარდა შეშუპება, კანი გახდა მკრთალი და ცივი, დამწოლი ნახვევის ქვემოთ სხეულის ნაწილი დაუბუჟდა, გაქრა პერიფერიული პულსი, შეხსენით ნახვევი და დაადეთ ის ნაკლებ მჭიდროდ;


არაპიდაპირი ზეწოლა სპეციალურ ზეწოლის წერტილში.თუ პირდაპირი ზეწოლა და კიდურების აწევა შედეგს არ იძლევა, შეიძლება არაპირდაპირი ზეწოლის გამოყენება სპეციალურ ზეწოლის წერტილებში. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება დაზიანებული არეს ქვევით.
თუ სისხლდენა არის ხელიდან, მოძებნეთ პულსი მხრის შიგნითა ზედაპირის შუა მესამედში, იღლიასა და იდაყვს შორის. პულსის მოძებნის შემდეგ, მოახდინეთ ზეწოლა თითებით ამ წერტილზე.
თუ დაზიანება ფეხზეა, მოძებნეთ პულსი ბარძაყის არტერიაზე საზარდულის მიდამოში, მუცელსა და ბარძაყს შორის. ზეწოლა მოახდინეთ ხელისგულით. ბარძაყის არტერიის ზომის და გარშემო ქსოვილების გამო, ამ მიდამოზე ზეწოლა მოითხოვს გაცილებით დიდ ძალას. ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ლახტი სისხლდენის გასაჩერებლად. ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება;
დაზარალებულის მდებარეობა.
სისხლდენის გასაჩერებლად დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები (ჩაუდეთ ფეხებს ქვეშ ბალიში). ამ მდებარეობაში მცირდება სისხლის დინება ფეხებისკენ და სისხლი მეტი რაოდენობით მიედინება ადამიანის სხეულის მნიშვლელოვანი ნაწილებისაკენ (მაგალითად, ტვინში, გულში). ამით თქვენ აიცილებთ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას;

დააფიქსირეთ კიდური, ისე როგორც მოტეხილობის შემთხვევაში;
დროულად გამოიძახეთ სამედიცინო სამსახური.სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე სასურველია დაზარალებული იწვეს ზურგზე და ფეხები ზემოთ ჰქონდეს აწეული. 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ დაირღვა სისხლის მიმოქცევა დამწოლი ნახვევის ქვემოთ.
გახსოვდეთ!

განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.
არ არის რეკომენდირებული დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა, თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს შესაძლო მოტეხილობის ან ამოვარდნილობის არსებობაზე.
სისხლდენის შეჩერებისას ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ არაუმეტეს 10 წუთისა.
დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ, აუცილებელია ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.
ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება.




შინაგანი სისხლდენა

შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა. ის შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ ორგანოს ტრავმის, სისხლძარღვების დაზიანების, ზოგიერთი ტიპის (ძირითადად ბარძაყის და მენჯის ძვლების) მოტეხილობის შედეგად. შემავალი ჭრილობა ასევე იწვევს შინაგან სისხლდენას. ზოგჯერ ის ვითარდება გარეგანი დაზიანების გარეშე, სპონტანურად (მაგალითად, შინაგანი სისხლდენა კუჭის წყლულიდან).

შინაგანი სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ამ დროს არ იკარგება ადამიანის სხეულიდან, ის იკარგება სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს, თირკმელს) შეიძლება დააკლდეს ჟანგბადი. გარდა ამისა სისხლი, რომელიც შინაგანი სიხლდენის დროს გროვდება ადამიანის ორგანიზმის ღრუებში, იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას მათზე ზეწოლის გამო.

როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი, ეჭვი უნდა მიიტანოთ შინაგან სისხლდენაზე.



შინაგანი სისხლდენის ნიშნები:
მკრთალი ფერის კანი – რადგან შინაგანი სისხლდენის დროს სისხლის დანაკარგი ძალზე მნიშვენელოვანია, ხდება სისხლის გადანაწილება და მისი დინება კანისკენ მცირდება;
ცივი, ნამიანი კანი – ასევე კანში სისხლის დინების შემცირების გამო;
ჩქარი, სუსტი პულსი – სისხლის მოცულობის შემცირების გამო გული იწყებს უფრო ხშირ შეკუმშვას, ამის გამო პულსი ხშირდება, მაგრამ ხდება სუსტი;
ტკივილი – რადგან შინაგანი სისხლდენის დროს ხდება რაიმე ორგანოს დაზიანება, დაზარალებულს ხშირადა აქვს გამოხატული ტკივილი;
წყურვილის შეგრძნება;
აგზნება, ჭირვეულობა, რომელიც შემდგომში იცვლება ცნობიერების დაბინდვითა და უგონო მდგომარეობით – ეს ნიშნები ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია;
დაზიანების ადგილზე შეიძლება არსებობდეს სილსისხლჩაქცევა და შეშუპება;
დაჭიმული, შებერილი და მტკივნეული მუცელი;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან:
- ალისფერი სისხლიანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან ან მუქი კუპრის ფერი განავალი;

- სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირნაღები მასები;

სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
ხველა სისხლიანი ნახველით;
სისხლი და გამჭირვალე გამონადენი ცხვირიდან და ყურებიდან;
კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია – ფრჩხილზე თითის მოჭერის შემდეგ საწყისი ფერის დაბრუნებისათვის საჭიროა 2 წმ-ზე მეტი დრო. კაპილარული ავსების გახანგრძლივება მეტყველებს მიკროცირკულაციის დარღვევაზე.
შინაგანი სისხლდენის დროს თქვენი ძირითადი მიზანია უზრუნველყოთ დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა საავადმყოფოში და შეამციროთ შოკის განვითარების რისკი.


პირველი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს
1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე, წელზე;

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

3. არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი, წამალი და სასმელი. თუ დაზარალებული გონზეა და აღენიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ მას ტუჩები;

4. დაათბუნეთ დაზარალებული – გადააფარეთ საბანი ან ქსოვილი;

5. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ პულსი, სუნთქვა და ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული კარგავს გონებას, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში;

6. დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება დაზარალებულს სისხლიანი გამონადენი. თუ ეს შესაძლებელია გაატანეთ ამ გამონადენის ნაცხი სამედიცინო სამსახურს.


გახსოვდეთ!



შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა.
ეჭვი მიიტანეთ შინაგან სისხლდენაზე, როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი.
შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებლად დააწვინეთ დაზარალებული, შეამოწმეთ წნევა, პულსი და ცნობიერება, მიიღეთ შოკის საპროფილაქტიკო ღონისძიებები.




verboten
ჭრილობები


კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს სხვადასხვა სახის ჭრილობა:

· ნაკვეთი ჭრილობა განპირობებულია ბასრი კიდის მქონე საგანთან შეხებით, მაგალითად, შუშის ნამსხვრევით. ამ დროს ხშირად ზიანდება სისხლძარღვებიც, ამიტომ ამ ტიპის ჭრილობების დროს ვითარდება ძლიერი სისხლდენა. მტევანზე ნაკვეთი ჭრილობის დროს შესაძლებელია მყესების დაზიანება;

ნაფლეთი ჭრილობა გამოწვეულია გამგლეჯი ზემოქმედებით. ამ ტიპის ჭრილობის დროს ძლიერი სისხლდენა ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ ქსოვილების დაზიანება და სისხლჩაქცევა უფრო ინტენსიურია. ხშირია ასეთი ჭრილობის დაბინძურება მიკრობებით და აქედან გამომდინარე, მაღალია ინფიცირების რისკი;

· ნაკაწრი ჭრილობა ზედაპირულია. ხშირად ვითარდება დაცემის დროს. ჭრილობაში შესაძლებელია იყოს უცხო ნაწილაკები, რომლებიც ხშირად ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ;

· დაჟეჟილი ჭრილობა ვითარდება ბლაგვი საგნის ზემოქმედების გამო. ამ დროს ზიანდება სისხლძარღვები და იწყება შინაგანი სისხლდენა ქსოვილებში. დიდი ზომის დაჟეჟილი ჭრილობის დროს შესაძლებელია უფრო მძიმე, შენიღბული დაზიანება იყოს, მაგალითად, მოტეხილობა ან შინაგანი ორგანოების დაზიანება;

· ნაჩხვლეტი ჭრილობა განპირობებულია ბასრი, მცირე დიამეტრის მქონე საგნით. მისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის, მაგრამ საკმაოდ ღრმა ჭრილობა. თუ არ ხდება დაზარალებულის სხეულის დეტალური დათვალიერება, ესეთი ჭრილობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, არადა ამ დროს საგანი ღრმად შედის სხეულში და იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, შინაგან სისხლდენას. ასეთი ჭრილობების დროს ასევე ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი;

· ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ტყვია ღრმად შედის სხეულში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამომავალი ჭრილობაც იყოს, რომელიც ყოველთვის ბევრად დიდია შემავალ ჭრილობაზე. ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ასევე ხშირია მძიმე შინაგანი დაზიანება და ინფიცირება.

ინფიციერების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ჭრილობის დაბინძურება ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიებით. ტეტანუსი – ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწყება მიკრობის ჭრილობაში მოხვედრის შემთხვევაში. ტეტანუსის მიკრობები ძალიან გავრცელებულია გარემოში და დიდი რაოდენობით არის მიწაში, სილაში. ჭრილობის დაბინძურების შემთხვევაში მიკრობი გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. უხშირეს შემთხვევაში, ტეტანუსის პირველი ნიშნებია თავის ტკივილი და საღეჭი კუნთების შეკუმშვა. შემდგომ ვითარდება კისრის, ხელების, ფეხების კუნთების შეკუმშვა (სპაზმი). დაზარალებულს ეწყება კრუნჩხვა. ტეტანუსით დაავადების შემთხვევაში ხშირად ვითარდება სიკვდილი სუნთქვაში მონაწილე კუნთების სპაზმის გამო. ტეტანუსის საპროფილაქტიკოდ ბავშვთა ასაკში ტარდება აცრა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დახმარების სწორი გაწევა:

· დახმარების გაწევამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. თუ შეგიძლიათ, გაიკეთეთ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები.

· თუ ჭრილობა დაბინძურებულია, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, ნაზად გაამშრალეთ და დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით.

· მოწმინდეთ დაბინძურებული კანი საფენის გარშემო წყალში დასველებული ნაჭრით. დაადეთ ნახვევი. გახსოვდეთ ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმების აუცილებლობა.

· თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში ან თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

· თუ ჭრილობის ზედაპირზე უცხო სხეულია, სანამ მოახდენდეთ ზეწოლას ჭრილობაზე, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, შემდეგ დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე. თუ უცხო სხეული ჩარჭობილია ჭრილობაში, არ ამოიღოთ. დაფარეთ უცხო სხეული სუფთა საფენით და დაადეთ ჯვარედინი ნახვევი უცხო სხეულის ფიქსაციისათვის. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
ჭრილობა მუცლის არეში. მუცლის არეში ჭრილობის დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში, მაგრამ უფრო ხშირია ფარული შინაგანი სისხლდენა და სხეულის ორგანოების დაზიანება.

პირველი დახმარება მუცლის არეში ჭრილობის არსებობის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, მაგარ ზედაპირზე. შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი;

2. დაფარეთ ჭრილობა დიდი ზომის სტერილური საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით ან მწებავი ფირით. თუ საფენი იჟღინთება სისხლით დაადეთ ზემოდან კიდევ ერთი ნახვევი. თუ დაზარალებული ახველებს ან აღებინებს, მოახდინეთ ნაზი ზეწოლა ნახვევზე, რათა თავიდან აიცილოთ შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში. თუ ჭრილობიდან გადმოსულია შინაგანი ორგანოები, მაგალითად ნაწლავები, არ შეეხოთ. არ სცადოთ მათი ჩაბრუნება მუცლის ღრუში, რადგან ამით იზრდება ამ ორგანოების დაზიანებისა და ინფიცირების რისკი. დაფარეთ ეს ორგანოები სუფთა სველი საფენით ან ცელოფანის პარკით, რათა დაიცვათ გამოშრობისაგან.

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

4. მუცლის არეში ჭრილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის სწორი მდებარეობა. თუ მუცელზე განივი ჭრილობაა, დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და მოუხარეთ ფეხები მუხლის სახსარში. თუ ჭრილობა გასწვრივია, ფეხები გაშალეთ.

5. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა.

დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე ძლიერ საშიშია შემავალი ჭრილობა გულმკერდში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გულმკერდისა და მუცლის ორგანოების მძიმე დაზიანება. შემავალი ჭრილობის დროს გარემოს ჰაერი შედის გულმკერდის ღრუში და იწვევს ფილტვებზე ზეწოლას, რაც ხელს უშლის სუნთქვას. ამ დროს დაზარალებულს აღენიშნება:

§ შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში;

§ სუნთქვის გაძნელება;

§ ტკივილი სუნთქვისას;

§ ხველა სისხლიანი ნახველით;

§ კანის მონაცრისფრო-მოლურჯო შეფერილობა;

§ დამახასიათებელი ხმიანობა, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მოძრაობით ჭრილობაში

გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია გულმკერდის ღრუში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილება:

სწრაფად დაფარეთ შემავალი ჭრილობა თქვენი ან გონზე მყოფი დაზარალებულის მტევნით;

2. მოათავსეთ სტერილური ჰაერგაუმტარი საფენი ჭრილობაზე. დააფიქსირეთ ის სამი მხრიდან. ეს შექმნის სარქველს და თავიდან აიცილებთ ჰაერის მოხვედრას გულმკერდის ღრუში ჩასუნთქვის დროს, ხოლო მანამდე მოხვედრილი ჰაერი გამოვა გულმკერდის ღრუდან ამოსუნთქვისას;

3. დროულად გამოიძახეთ გადუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებული გონზეა, დასვით ნახევრადმჯდომარე მდებარეობაში. თუ დაზარალებული უგონოდაა, მოახდინეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებებისათვის. თუ ABC წესრიგშია, დააწვინეთ უსაფრთხო მდებარეობაში ისე, რომ დაზიანებული მხარე იყოს ქვემოთ. ამით თქვენ შეუქმნით დაუზიანებელ ფილტვს უფრო ხელსაყრელ პირობებს სუნთქვისათვის.



გახსოვდეთ!



· გულდასმით და დეტალურად დაათვალიერეთ ჭრილობა და სხეულის დაზიანებული ნაწილი, რათა მოხდეს ჭრილობის სახის ზუსტი დადგენა და არ გამოგვეპაროს შენიღბული დაზიანებები და დაინფიცირების წყარო;
· ნახვევის დადების შემთხვევაში მუდმივად აკონტროლეთ პულსი და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ;
· თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;
· დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური:
- შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში;
- მუცლისა და გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობების დროს;
-თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში.
verboten
ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმა



ტრავმის დროს შეიძლება განვითარდეს ძვალ-კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაზიანება:

-ძვლის მოტეხილობა - მისი მთლიანობის დარღვევა;

-ძვლის ამოვარდნილობა - მისი არაბუნებრივი გადაადგილება სახსარში (ძვლების შეერთების ადგილი);

- რბილი ქსოვილების ტრავმა - კუნთების ან მყესების (აკავშირებს კუნთს ძვალთან) დაზიანება.



რბილი ქსოვილების დაზიანება

რბილი ქსოვილების დაზიანების ტიპები:

· მყესის დაჭიმვა - მყესის დაზიანება სახსართან ახლოს. ის განპირობებულია უეცარი, მოულოდნელი მოძრაობით სახსარში, რომელიც იწვევს ძვლების დაშორებას ერთმანეთისაგან და იწვევს ახლომდებარე ქსოვილების გაგლეჯას;

· კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა ან დაჭიმვა;

· რუპტურა - კუნთის ან მყესის მთლიანი გახევა;

· სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ინტენსიური იყოს.

რბილი ქსოვილების დაზიანების ნიშნები:

· ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;

· მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა;

· სისხლჩაქცევა ან შეშუპება დაზიანების არეში;

· დეფორმაცია დაზიანების მხარეს.



პირველი დახმარება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.რბილი ქსოვილების დაზინებაზე ეჭვის შემთხვევაში თქვენი მიზანია შეამციროთ ტკივილი და შეშუპება და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

რბილი ქსოვილის დაზიანების დროს იმოქმედეთ RICE ალგორითმის მიხედვით:

R - REST- მოსვენება;

I - ICE- ყინული;

C - COMPRESSION - ზომიერად მჭიდრო ნახვევის დადება;

E - ELEVATION- სხეულის დაზიანებული ნაწილის ზემოთ აწევა.



პირველი დახმარების თანმიმდევრობა:

1. მოასვენეთ და დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი დაზარალებულისთვის მყუდრო მდებარეობაში;

2. თუ ტრავმა ახალი განვითარებულია, დაადეთ დაზიანებულ არეზე ყინულიანი საფენი;

3. დაადეთ დაზიანებულ არეზე ზომიერად მჭიდრო ნახვევი. ნახვევის ქვეშ მოათავსეთ ბამბის ფენა ან რბილი საფენი. თუ ნახვევის დადება თვითონ არ შეგიძლიათ მიმართეთ სხვას;

4. ასწიეთ ზემოთ და ასეთ მდებარეობაში დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი. ეს შეამცირებს სისხლის ნაკადსა და სისხლჩაქცევას დაზიანებულ არეში;

5. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზიანება ძალიან მსუბუქია ურჩიეთ დაზარალებულს მოასვენოს კიდური და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

ძვლის ამოვარდნილობა



ძვლის ამოვარდნილობა შეიძლება განპირობებული იყოს ძლიერი ძალით გარეგანი ზემოქმედებით ან კუნთთა შეკუმშვით, რომელიც იწვევს ძვლის გადაადგილებას სახსარში. ეს დაზიანება ძალიან მტკივნეულია და უფრო ხშირად ვითარდება მხრის, თითების ან ქვედა ყბის სახსრებში. ტკივილს, როგორც წესი თან სდევს, დაზიანების არეში დეფორმაცია, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა.

ამოვარდნილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია სხეულის დაზიანებული ნაწილის ფიქსაცია და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ამოვარდნილობის დროს:

· არ შეასწოროთ ძვალი, რადგან ამით შეიძლება გამოიწვიოთ დაზიანების გაღრმავება;

· უთხარით დაზარალებულს, არ ამოძრაოს სხეულის დაზიანებული ნაწილი და დაუფიქსირეთ იგი;

· გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

· არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის სრული ფიქსაცია;

· არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ ზუსტად დადგენა, რა სახის დაზიანებასთან გაქვთ საქმე, ჩაატარეთ მოტეხილობის ანალოგიური პირველი დახმარება.

ძვლის მოტეხილობა




არჩევენ ძვლის ღია და დახურულ მოტეხილობას:

ღია მოტეხილობისათვის დამახასიათებელია კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა. ამ დროს დაზიანებულ არეში არის ჭრილობა და სისხლდენა. ღია მოტეხილობის დროს მაღალია ინფიცირების რისკი.

დახურულ მოტეხილობასთან გვაქვს საქმე, თუ კანის მთლიანობა დაზიანებულ არეში დარღვეული არ არის. ამ დროს დაზიანებულ არეში აღინიშნება სისხლჩაქცევა და შეშუპება.

ძვლის მოტეხილობა შეიძლება იყოს განვითარებული:

1. პირდაპირი ძალის ზემოქმედების დროს - ძვლის მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს იმ ადგილას, სადაც უშუალოდ არის მიყენებული ძალა (მაგ. მანქანის დარტყმის შედეგად ვითარდება წვივის და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა);

2. არაპირდაპირი ძალით, მაგ. გაშლილ ხელზე ვარდნისას ხშირია ლავიწის ძვლის მოტეხილობა;

3. ძვლის მოტეხილობა შეიძლება განაპირობოს ბრუნვითმა მოძრაობამ სახსარში.

მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:

· ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;

· მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა (მაგალითად, სიარულის შეუძლებლობა);

· სისხლჩაქცევა, შეშუპება დაზიანების არეში;

· დეფორმაცია დაზიანების მხარეს (ხელის ან ფეხის დამოკლება, უჩვეულო მდებარეობა);

· შოკის ნიშნები.



პირველი დახმარება დახურული მოტეხილობის დროს:

1. სთხოვეთ დაზარალებულს იწვეს მშვიდად და დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ ხელით, სანამ არ მოხდება მისი იმობილიზაცია (ფიქსაცია);

2. კარგი ფიქსაციისათვის დაამაგრეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი დაუზიანებელზე. თუ მოტეხილობა არის ხელზე დააფიქსირეთ ის სხეულზე სამკუთხა ნახვევის საშუალებით. ფეხზე მოტეხილობის არსებობისას დააფიქსირეთ დაზიანებული ფეხი მეორეზე. შეკარით კვანძები დაუზიანებელი ფეხის მხრიდან;

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. თუ შესაძლებელია ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა, აუწიეთ დაზარალებულს ფეხები ზემოთ.

4. შეამოწმეთ პულსი, მგრძნობელობა და კაპილარული ავსება ნახვევის ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ. თუ სისხლის მიმოქცევა ან მგრძნობელობა დაქვეითებულია, დაადეთ ნაკლებ მჭიდრო ნახვევი.




ტრაქცია. თუ მოტეხილია ბარძაყის ძვალი და ფეხი არაბუნებრივ მდებარეობაშია (მოხრილია, მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები კუთხით განლაგებულია ერთმანეთთან), ჩაატარეთ დაზიანებული ფეხის ტრაქცია (დაჭიმვა), რათა დაუბრუნოთ მას ბუნებრივი მდებარეობა. ეს ხსნის კუნთთა დაჭიმულობას, ამცირებს ტკივილსა და სისხლდენას მოტეხილობის არეში. ტრაქციის ჩატარებისათვის ფრთხილად დაჭიმეთ ფეხი ძვლის გასწვრივ, სანამ არ იქნება შესაძლებელი მისი იმობილიზაცია. თქვენ არ მიაყენებთ დაზარალებულს ზიანს, თუ ჩაატარებთ დაჭიმვას სხეულის სიგრძივი ღერძის მიმართულებით. მაგრამ არ გააგრძელოთ დაჭიმვა, თუ ის ძლიერ ტკივილს იწვევს.



ღია მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია:

· სისხლის დანაკარგის შემცირება;

· მოძრაობისა და ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შემცირება;

· გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ღია მოტეხილობის დროს:


1. დროულად მოუხმეთ დახმარებას, რათა დამხმარემ ჩაატაროს სხეულის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაცია, სანამ თქვენ დაამუშავებთ ჭრილობას. დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ პირდაპირი ზეწოლა სისხლდენის შეჩერების მიზნით. არ მოახდინოთ ზეწოლა უშუალოდ მოტეხილი ძვლის ფრაგმენტებზე;

2. ჭრილობაზე თითებით შეხების გარეშე, საფენის ზემოდან ფრთხილად შემოფარგლეთ დაზიანებული არე ბამბით ან სხვა სუფთა ქსოვილით და დააფიქსირეთ ის ნახვევით. თუ ჭრილობაში მოჩანს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები, მოათავსეთ რბილი ქსოვილი ძვლის ფრაგმენტების გარშემო ისე, რომ ქსოვილი სცილდებოდეს მათ და ნახვევი არ ახდენდეს ზეწოლას ძვლის ფრაგმენტებზე. დაამაგრეთ ნახვევი ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ;

3. ჩაატარეთ მოტეხილი ძვლის იმობილიზაცია, ისევე, როგორც დახურული მოტეხილობისას;

4. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;

5. ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა. შეამოწმეთ პულსი, კაპილარული ავსება და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ.



სხვადასხვა მოტეხილობები

სახის არეში ხშირია ცხვირის, ყვრიმალის და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ასევე მოსალოდნელია ქვედა ყბის ამოვარდნილობა. სახის არეში მოტეხილობის დროს შესაძლებელია სასუნთქი გზების დახშობა, განპირობებული შეშუპებით, მოტეხილი კბილებით, სისხლის კოლტით ან ნერწყვით. ასევე მოსალოდნელია ქალას, კისრისა და ტვინის დაზიანება.

სახის არეში მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება სახის არეში მრავლობითი მოტეხილობის დროს:

· სწრაფად გახსენით სასუნთქი გზები. თუ საჭიროა გაასუფთავეთ პირის ღრუ;

· თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაიყვანეთ ის უსაფრთხო მდებარეობა;

· თუ დაზიანებულია ქვედა ყბა, მოათავსეთ რბილი საფენი სახის ქვეშ;

· დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

· თუ დაზიანებულია ყვრიმალის ძვალი ან ცხვირი, გააჩერეთ სისხლდენა ცხვირიდან და სწრაფად დაადეთ დაზიანებულ არეს ცივი კომპრესი შეშუპების შემცირების მიზნით;

· თუ მოტეხილია ქვედა ყბა, მიეცით დაზარალებულს რბილი საფენი და სთხოვეთ დააფიქსიროს ქვედაყბა ხელით.



ზედა კიდურზე (ხელზე) მოტეხილობის არსებობისას დაზიანებული ძვლის ფიქსაციის საუკეთესო საშუალებაა სამკუთხა ნახვევი. თუ მოტეხილია ლავიწის ძვალი ან მტევნის ძვლები, საჭიროა ამწევი სამკუთხა ნახვევის დადება. ამისათვის:

· მოათავსეთ დაზიანებული ხელი მეორე მხარზე გულმკერდის გასწვრივ. უთხარით დაზარალებულს დააფიქსიროს ის ამ მდებარეობაში იდაყვის არეში.

· გადააფარეთ დაზიანებულ ხელს სამკუთხა ნახვევი ისე, რომ მისი ერთი კიდე გადაკიდებული იყოს ჯანმრთელი ხელის მხარზე, ხოლო სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისკენ. შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის ერთი კიდე დაზიანებული ხელის მტევნის ქვეშ. ამის შემდეგ შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის გრძელი მხარე იდაყვის ქვეშ. გადაიტანეთ სამკუთხა ნახვევის კუთხე ზურგზე და შეკარით მხარზე. დაამაგრეთ სამკუთხა ნახვევი იდაყვზე ქინძისთავით.

· მოათავსეთ რბილი საფენი გულმკერდსა და დაზიანებულ ხელს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.

· თუ დაზიანებულია მტევანი, ამწევი სამკუთხა ნახვევის დადებამდე მოათავსეთ მის ქვეშ რბილი საფენი.

· ამწევი სამკუთხა ნახვევი გამოიყენება ნეკნების მოტეხილობის დროსაც. ამ შემთხვევაში გულმკერდის კედლის ფიქსაციის მიზნით დაზიანებულ მხარეს ადებენ ამწევ სამკუთხა ნახვევს.



თუ მოტეხილია მხრის, წინამხრის ძვლები ან არის ამოვარდნილობა მხრის სახსარში, ხელის იმობილიზაციისათვის გამოიყენეთ არაამწევი სამკუთხა ნახვევი. ამისათვის მოათავსეთ სამკუთხა ნახვევი გულმკერდზე ისე, რომ სწორი კუთხე მიმართული იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისაკენ. მოხარეთ დაზიანებული ხელი იდაყვის სახსარში სწორი კუთხით, გადმოიტანეთ სამკუთხა ნახვევის ქვედა კიდე და მიიტანეთ დაზიანებული ხელის მხართან. შეკარით კიდეები. დააფიქსირეთ ნახვევის თავისუფალი კიდეები იდაყვთან ახლოს ქინძისთავით. მოათავსეთ რბილი საფენი დაზიანებულ ხელსა და გულმკერდს შორის.

თუ მოტეხილია წინამხრის ძვლები, სამკუთხა ნახვევის შეკვრამდე ჩააფინეთ რბილი საფენი წინამხარსა და სამკუთხა ნახვევს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.



მენჯის ძვლების მოტეხილობა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს მიეკუთვნება, რადგან იგი ძლიერი შინაგანი სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მენჯის ძვლების მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:

§ დგომისა და სიარულის შეუძლებლობა მაშინ, როდესაც ფეხები დაზიანებული არ არის;

§ ტკივილი წელის, საზარდულისა და ბარძაყის მიდამოში, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას;

§ სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;

§ ტკივილი შარდვისას;

§ შინაგანი სისხლდენისა და შოკის ნიშნები.

მენჯის მოტეხილობაზე ეჭვის მიტანისას თქვენი ძირითადი მიზანია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.



პირველი დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს:


1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და გაუსწორეთ ფეხები ან ოდნავ მოხარეთ ისინი, თუ დაზარალებული უფრო კომფორტულად გრძნობს ასე თავს;

2. მოათავსეთ რბილი საფენები ფეხებს შორის და დააფიქსირეთ ფეხები ერთმანეთზე. არ ჩაატაროთ ეს მანიპულაცია, თუ ამ დროს დაზარალებული უჩივის ტკივილს;

3. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. საჭიროებისას ჩაატარეთ პირველი დახმარება შოკის დროს.



ქვედა კიდურების ძვლების დაზიანების დროს ასევე საჭიროა დაზარალებულის ზურგზე დაწვენა და ფეხების ფიქსაცია ერთმანეთზე. ამ დროს დაუზიანებელი ფეხი მიაქვთ დაზიანებულთან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ნახვევის დადება და ფეხის ფიქსაცია უშუალოდ დაზიანებული არის ქვემოთ და ზემოთ. ამის შემდეგ ხდება ფიქსაცია მუხლისა და ტერფის არეში. გახსოვდეთ, რომ ბარძაყის მოტეხილობის (დახურული) დროს იმობილიზაციამდე აუცილებელია ტრაქციის ჩატარება. გახსოვდეთ, თუ დაზიანება განლაგებულია სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური. სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე დააფიქსირეთ ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოაჩინეთ.



თავისა და ხერხემლის მიდამოს ტრავმა. თუ დაზარალებულმა მიიღო ზურგის ან კისრის ტრავმა, ყოველთვის მოსალოდნელია ხერხემლის დაზიანება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგად ამ დროს არის ზურგის ტვინის დაზიანების საშიშროება. დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე სახიფათოა თავის ქალას ტრავმები. ამიტომ თუ დაზარალებულმა მიიღო ტრავმა ზურგის, კისრის ან თავის არეში, არ ამოძრაოთ ის. დაზარალებულის მოძრაობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე თქვენ უნდა დააფიქსიროთ დაზარალებულის თავი სხეულის შუა ხაზზე. ამისათვის მოათავსეთ ხელები დაზარალებულის ყურებზე. მუდმივად აწარმოეთ თავის ფიქსაცია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. შეიძლება სთხოვოთ თქვენს დამხმარეს, მოათავსოს დაზარალებულის კისრისა და თავის გარშემო დახვეული პირსახოცები.



გახსოვდეთ!



· არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის სრული ფიქსაცია. დაზარალებულის მოძრაობა ტრავმის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
· არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
· ყინულის დადება უშუალოდ კანზე არ შეიძლება. ცივი საფენი ამცირებს შეშუპებას, სისხლჩაქცევასა და ტკივილს.
· თუ დაზიანება აღინიშნება სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური.
· ნებისმიერი ტრავმის დროს გახსოვდეთ ხერხემლის ტრავმის შესაძლო არსებობის შესახებ და არ გააღრმავოთ დაზიანება.
· დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობაზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან იგი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებების რიცხვს მიეკუთვნება.
verboten
თავის ტრავმა





თავის მიდამოს ნებისმიერი ტრავმა ძალიან საშიშია და ამ დროს აუცილებელია დაზარალებულის დეტალური გამოკვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცნობიერება დაბინდულია, რადგან შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტვინის, თავის ქალაში მოთავსებული სისხლძარღვების დაზიანება ან ქალას ძვლების მოტეხილობა.



ტვინის შერყევა. ტვინი ისე არის მოთავსებული თავის ქალაში, რომ შესაძლებლია მისი მცირედ გამოხატული მოძრაობა. ამიტომ თავის არეში ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტვინის შერყევა – ტვინის ქსოვილის გავრცელებული, მაგრამ დროებითი დაზიანება. ამ დროს დაზარალებული ხანმოკლე დროის განმავლობაში გადადის უგონო მდგომარეობაში, რის შემდეგაც მას სრულად უბრუნდება ცნობიერება.



ტვინის შერყევის ნიშნები:

· ცნობიერების ხანმოკლე ან ნაწილობრივი დაკარგვა თავის არეში ტრავმის შემდეგ;

· შესაძლებელია ასევე აღინიშნოს გულისრევა და ღებინება, მეხსიერების დაკარგვა (დაზარალებულს არ ახსოვს რა მოხდა უშუალოდ ტრავმის განვითარებამდე და უშუალოდ მის მომენტში), მსუბუქი, გავრცელებული თავის ტკივილი.



პირველი დახმარება ტვინის შერყევის დროს:

1. მოათავსეთ უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება. თუ დაზარალებულს არ უბრუნდება ცნობიერება სამი წთ-ის განმავლობაში, ეჭვი მიიტანეთ უფრო სერიოზულ დაზიანებაზე და დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებულს უბრუნდება ცნობიერება სამი წუთის განმავლობაში, თვალყური ადევნეთ ცნობიერების შეცვლას, მიუხედავად დაზარალებულის დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობისა;

2. თუ ტვინის შერყევა განვითარდა ვარჯიშის ან თამაშის დროს, არ მისცეთ დაზარალებულს თამაშის გაგრძელების საშუალება ექიმის ნებართვის გარეშე;

3. ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს ექიმს, თუ დაზიანების შემდეგ მას აღენიშნება თავის ტკივილი, საერთო სისუსტე ან თუ ის ცუდად გრძნობს თავს.



ქალას ძვლების მოტეხილობა. თავის არეში ჭრილობის არსებობისას ეჭვი მიიტანეთ ქალას ძვლების მოტეხილობაზე. დაზარალებული შეიძლება იყოს გონზე ან უგონო მდგომარეობაში. ქალას ÞÅძვლების მოტეხილობა ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს ხშირია ტვინის დაზიანება, გარდა ამისა ქალას მოტეხილობის დროს იქმნება ხელსაყრელი პირობები ქალაში ინფექციის გავრცელებისათვის. თუ თავის ტრავმის შემდეგ აღინიშნება გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენი ყურიდან ან ცხვირიდან, ეს მძიმე დაზიანების მანიშნებელია.

ეჭვი მიიტანეთ ქალას ძვლების მოტეხილობაზე, თუ თავის ტრავმის მერე დაზარალებული გადადის უგონო მდგომარეობაში. გაითვალისწინეთ ასევე, რომ თავის არეში ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება განვითარდეს კისრის ტრავმაც.



ქალას ძვლების მოტეხილობის ნიშნები:

· ჭრილობა ან სისხლჩაქცევა თავზე;

· ქალას დეფორმაცია;

· ცნობიერების დაბინდვა;

· გამჭვირვალე ან სისხლიანი გამონადენის არსებობა ყურიდან ან ცხვირიდან;

· სისხლჩაქცევა თვალში;

· სახის ასიმეტრიულობა.



ქალას ძვლების მოტეხილობის დროს თქვენი მიზანია – საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება, სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.



პირველი დახმარება ქალას ძველების მოტეხილობის დროს:

1. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი. მზად იყავით საჭიროების შემთხვევაში სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. გადაიყვანეთ იგი უსაფრთხო მდებარეობაში. თუ ეჭვი მიიტანეთ ხერხემლის ტრავმაზე, ჩაატარეთ ხერხემლის კისრის ნაწილის იმობილიზაცია და ეცადეთ არ ამოძრაოთ დაზარალებული;

2. თუ დაზარალებული გონზეა, დააწვინეთ ის ზურგზე ისე, რომ თავი და მხრები ოდნავ აწეული ჰქონდეს. თუ მას აღენიშნება გამონადენი ყურიდან, დააწვინეთ დაზარალებული ისე, რომ დაზიანებული ყური ქვემოთ იყოს მოთავსებული. დაფარეთ სტერილური ან სუფთა საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით;

3. თუ თავის თმიანი ნაწილიდან აღინიშნება სისხლდენა, დროულად შეაჩერეთ ის. დაწვრილებით ჩაატარეთ მეორადი დათვალიერება და აღმოუჩინეთ პირველი დახმარება ყველა არსებული დაზიანებისათვის;

4. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

5. გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება ყოველ 10 წთ-ში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.



გახსოვდეთ!

· თავის არეში ჭრილობის არსებობისას ყოველთვის მიიტანეთ ეჭვი თავის ტრავმაზე.
· თავის მიდამოს ტრავმის გამო განვითარებული სერიოზული დაზიანების გარეგანი გამოვლინება შეიძლება მინიმალური იყოს.
· ცნობიერების დაბინდვა შეიძლება ნიღბავდეს სხვა დაზიანებას, ამიტომ დაწვრილებით დაათვალიერეთ დაზარალებული.
· გახსოვდეთ, რომ თავის ტრავმა შეიძლება განვითარდეს უგონო მდგომარეობის გამო, მაგრამ თვით უგონო მდგომარეობის მიზეზი შეიძლება სხვა იყოს.
verboten
თვალის დაზიანება

თვალის ტრავმა (სისხლჩაქცევა, ჭრილობა) შესაძლებელია განვითარდეს ბლაგვი ან მახვილი საგნით დარტყმის შედეგად. თვალისყველა დაზიანება საყურადღებოა. თვალის ზედაპირული ჭრილობაც კი შესაძლებელია გახდეს ინფექციის გავრცელების ან მხედველობის დაკარგვის/დაქვეითების მიზეზი. თვალში შემავალი ჭრილობების დროს შესაძლებელია თვალის კაკლის დაზიანება და მასში არსებული სითხის დაღვრა ჭრილობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაზიანება მძიმეა, თუ პირველი დახმარება დროულად და სწორედ იქნება გაწეული, შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.

თვალის დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები:
ძლიერი ტკივილი დაზიანებულ თვალში, თვალების უნებლიე დახუჭვა;
თვალის დათვალიერებისას შესაძლებელია აღმოჩენილი იყოს ჭრილობა;
სისხლჩაქცევა დაზიანების მხარეს;
მხედველობის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვა;
თვალის კაკლიდან სისხლის ან გამჭირვალე სითხის გადმოსვლა.
თვალის დაზიანების დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია – შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება და დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში. პირველი დახმარება თვალის ჭრილობის დროს:

დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და წამოუწიეთ წინ თავი. ეს არის საუკეთესო მდებარეობა თვალის დაზიანების დროს. დააფიქსირეთ დაზარალებულის თავი თქვენი ხელებით;
აუხსენით დაზარალებულს, რომ არ ამოძრაოს თვალები. ჯანსაღი თვალის მოძრაობა გამოიწვევს დაზიანებული თვალის მოძრაობას და ხელს შეუწყობს დაზიანების გაღრმავებას;
მოათავსეთ დაზიანებულ თვალზე სუფთა საფენი, ეს დაიცავს მას მოძრაობასა და ინფიცირებისაგან;
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.
თვალის ქიმიური დამწვრობა. საქმიანობის დროს ხშირია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მოხვედრა თვალში. თუ ამ დროს არ იქნება დროულად გაწეული პირველი დახმარება, შეიძლება განვითარდეს თვალის მძიმე დაზიანება (დამწვრობა, ნაწიბური, სიბრმავე). თვალის ქიმიური დამწვრობის დროს დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ძლიერი ტკივილი, დაზიანებული თვალის გახელის შეუძლებლობა, სიწითლე და შეშუპება თვალის გარშემო, ცრემლდენა. ასეთი სახის დაზიანებისას შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება იპოვოთ ქიმიური ნივთიერების კონტეინერი ან ქილა.

თვალის ქიმიური დამწვრობის დროს თქვენი მიზანია - სასწრაფოდ მოაშოროთ ქიმიური ნივთიერება და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

პირველი დახმარება თვალის ქიმიური დამწვრობის დროს:



1. არ მისცეთ დაზარალებულს თვალის დაზელვის, თვალის ლინზების ამოღების საშუალება. ჩამობანეთ დაზიანებული თვალი ცივი გამდინარე წყლით 30 წთ-ის განმავლობაში. ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით. დარწმუნდით, რომ კარგად ჩამობანეთ ორივე ქუთუთო. ამ პროცედურის დროს მიაქციეთ ყურადღება, რომ დაბინძურებული წყალი არ მოხვდეს დაზარალებულის ან თქვენ კანზე. თუ დაზარალებულს თვალი დახუჭული აქვს, ფრთხილად გადაუწიეთ ქუთუთოები და ჩამობანის დროს დატოვეთ თვალი ღიად. დაფარეთ დაზიანებული თვალი სუფთა საფენით. თუ სამედიცინო დახმარების გაწევა ყოვნდება დააფიქსირეთ საფენი ნახვევით;

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ან უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში; ზოგჯერ თვალის დამწვრობა გამოწვეულია ძლიერი ნათებით (მაგალითად, შედუღების ნათებით, ულტრაიისფერი სხივებით). ამ დროს მკეთრად გამოხატულია ძლიერი ტკივილი ორივე თვალში, წვის, “სილის” შეგრძნება თვალებში, სინათლის აუტანლობა, თვალების სიწითლე და ცრემლდენა. გაამხნევეთ დაზარალებული ასეთ შემთხვევაში, დაფარეთ დაზიანებული თვალები სუფთა საფენით და უზრუნველყავით მისი გადაყვანა საავადმყოფოში.

უცხო სხეული თვალში. თვალის კაკლის თეთრ გარსზე (სკლერაზე) მოთავსებული მტვერის, წამწამის, თვალის ოპტიკური ლინზის ამოღება ხშირად ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. მაგრამ, თუ რაიმე უცხო სხეული თვალის კაკლის ან ფერადი გარსის ქსოვილებშია, მისი ამოღება არ შეიძლება.

თვალში უცხო სხეულის არსებობისას დაზარალებულს შეიძლება აღენიშნებოდეს მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება თვალში, შეწითლება და ცრემლდენა, თვალის უნებლიე დახუჭვა.



პირველი დახმარება თვალში უცხო სხეულის არსებობისას:1. ურჩიეთ დაზარალებულს არ დაიზილოს თვალი. დასვით ისე, რომ თვალი კარგად იყოს განათებული. არ ახლოთ ხელი უცხო სხეულს, რომელიც ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე;

2. გადაწიეთ ქუთუთოები საჩვენებელი და ცერა თითებით, კარგად დაათვალიერეთ დაზიანებული თვალი. თვალის კარგი დათვალიერების მიზნით სთხოვეთ დაზარალებულს ამოძრაოს თვალი მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე, დაფარეთ ორივე თვალი (დაზიანებული და ჯანსაღი) სუფთა საფენით. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ შემდგომ დაზიანებას. უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში;

3. თუ თვალის დათვალიერებისას აღმოაჩინეთ უცხო სხეული, რომელიც მოთავსებულია სკლერაზე და არ არის ფიქსირებული თვალის კაკალში, ჩამობანეთ დაზიანებული თვალი სუფთა გამდინარე წყლით;

4. თუ ზემოთ აღნიშნული მანიპულაცია უშედეგოა, ამოიღეთ ის სველი სუფთა საფენით ან ცხვირსახოცის ან სხვა ქსოვილის კუთხით. თუ უცხო სხეული მოთავსებულია ზედა ქუთუთოს ქვეშ, უთხარით დაზარალებულს, მოკიდოს ხელი წამწამებს და წამოწიოს ზედა ქუთუთო ქვემოთ. ზოგჯერ ასევე ეფექტურია თვალის რამდენჯერმე დახუჭვა წყალში. თუ ამ მეთოდების გამოყენებით უცხო სხეულის ამოღება არ ხერხდება, დაფარეთ ორივე თვალი სუფთა საფენით და უზრუნველყავით დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში.



თვალის დაზიანება ელექტრული რკალის ზემოქმედებით. ელექტრულ რკალს ახლავს მძლავრი სხივური ენერგიის გამოსხივება. ელექტრონული ნათებისას წარმოქმნილი სხივების თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედებით ვითარდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც შესაძლოა მხედველობის დაქვეითებით ან დაკარგვით დასრულდეს. სინათლის აღმქმელი რეცეპტორების ზეზღრუბლოვანი გაღიზიანების გამო ვითარდება თვალის ქსოვილების და გარსების ანთება.

ელექტრონული რკალის ზემოქმედებით თვალის დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პირველი დახმარება აღნიშნულ შემთხვევაში ანალოგიურია დახმარებისა თვალის ჭრილობისას (1, 2, 3, 4 საფეხურები).



გახსოვდეთ!



· თვალის ყველა დაზიანება საყურადღებოა.
· თუ დროულად და სწორად გაუწევთ პირველი დახმარებას თვალის დაზიანების დროს, შეიძლება ადამიანს შეუნარჩუნოთ მხედველობა.
· თვალის ჩამობანის დროს წყლის მიმართულება უნდა იყოს თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით.
· თუ უცხო სხეული ფიქსირებულია თვალის კაკალში ან მოთავსებულია ფერად გარსზე არავითარ შემთხვევაში არ ახლოთ ხელი მას.
· თვალზე მანიპულაციების ჩატარებისას აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები.
· დროულად უზრუნველყავით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება.
temo03
verboten ზალიან კარგი თემაა!! თუმცა რომ გაუწიო დახმარება ასეთ დაავადებების ჯგუფს აუცილებელია შესაბამისი პრაქტიკის ცოდნა და აქ მხოლოდ თეორია არაფერია!! შესაბამისად თუ შეგიძლია დაწერო როგორ უნდა მოიქცეს ამ შემხვევებში ჩვეულებრივი არა პროფესიონალი, და როგორი უნდა იყოს მისი ტაქტიკა, შეიძლება ზემოთ აღნიშნული მოქმედებებით უფრო ზიანი მიაყენო პაციენტს,
verboten
არა მე უბრალოდ იმფორმაცია ჩავაგდე წარმოდგენა რომ ქონდეს ადამიანს .დახმარებები და რჩევები პროფესიონალებისთვის მიმინდვია smile.gif
augun-446
კარგი თემებიია მარა დასაწყისშვე იჭედება, რატომღაჩ არ ამოიქოქა, არა და არარი ცუდი თემა მარა უნდა გაიშალოს და ცოტა აქტიურობა უნდა.
verboten
QUOTE
კარგი თემებიია მარა დასაწყისშვე იჭედება, რატომღაჩ არ ამოიქოქა, არა და არარი ცუდი თემა მარა უნდა გაიშალოს და ცოტა აქტიურობა უნდა.


აქტიურობა ნამდვილად უნდა ასე რომ იმედია თქვენ მაინც იქნებით აქტიური და დააინტერესებთ ადამიანებს smile.gif
DEAD_BOT
ნამდვილად კაი ინფორმაციებია რა 1,2 კურსელებო წაიკითხეთ
NX.
აუ მოტეხილობა რა საშინელი რამეა ვუაააააა

ერთი კითხვა მაქვს, დაზარალებულს მოტეხილობის დროს როდესაც ექიმები ძვალს უსწორებენ ნარკოზს უკეთებენ?
ერთი კითხვაც, ძალიან მწარეა მოტეხილობა?
tb_parazitka
აუF რაც აქ მე წქავიკიტხე მოტეხილობებზე და შოკზე კიდე კარგად ვყოფილვარ მე ohmy.gif

ამასწინათ ფეხი მოვიტეხე (მეორედ იმავე ადგილას - კოჭი) უნივერსიტეტში

ჩემი პატრონი კაციშვილი არ იყო :| კიდე კარგად ავიყვანე ტავი ხელსჰი მარა რა ვერ გავიგე იციტ

აი რა მჭირდა არ ვიცი. ხმ. როგრო ვტქვა. მოკლედ გულისრევის სჰეგრდზნება მქონდა

საერტოდ ვერ ვგრზნობდი ფეხს მაკანკალებდა და ტან სუ გავოფლიანდი :|

და ტანც დაზინება მინდოდა სასჰინლად მარა აბა უნივერსიტეტის ეზოსჰი სად უდნა დამეზინა :|


იციტ რა მინდა. აი ეგეთი სიტუაციებისათვის რამე არ არსებობს? მე რო დავეხმარო ცჰემ ტავს (მაშIნაც კი როცა ვეღარ ვაზროვნებ ანუ როგორც მაშინ ვიყავი)

და კდიე შოკთან დაკავშირებით მაიტნერესებც რაღაც

ხაანდახან პატარა რაგაცაზე შეიძლება ჭკუიდან გადავიდე ხოლმე მარა ნუ სახლში არ ვიმჩნევ კიარადა ვცდილობ არ შევიმჩნიო

2 დღის წინ ვიყავი ეგრე ბოლოს (ბოლოს) როგორი რაგაცაა იციტ. მაგრად მცივა მარა ხელებიც სახეც ოფლიანი მაქ და პულკსსს რო ვუსინმავ მაჯაზე საერტოდ არ მაქ მემგონი იმიტორო არც ნორმალურრ მდგომარეობაშI მაჯაზე არ ემსიჯდება, ერთადერთი უ მოვისმენ ხოლმე ანუ ხმა რო ისმის რა ჰოდა ეგრე ვიგებ რამენია მარა სიამრტლე გიტხრატ მაგის არსს ვერ ჩავწვდი იმიტორო არ ვიცი ნორმა რამდენი უნდა იყოს

ხან არი შემთხვევა როცა მქონია 54 ხან 78 ერთხელ 12.. რაღAცა მქონდა. ჰოდა მაგას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ კაცმა რო თქმას


ჰოდა რას ვამბობდი აი ეგეთ სიტუაციაში როცა მარტო ვარ და ე.წ. ფსიქოლოგიური შოკი მაქ, რა უნდა ვქნა? :| გარდა იმისა რო ჩჰემი თავი დავამშვიდო?


DEAD_BOT
ციტატა(tb_parazitka @ Apr 16 2009, 03:12 PM) *
აი რა მჭირდა არ ვიცი. ხმ. როგრო ვტქვა. მოკლედ გულისრევის სჰეგრდზნება მქონდა საერტოდ ვერ ვგრზნობდი ფეხს მაკანკალებდა და ტან სუ გავოფლიანდი :| და ტანც დაზინება მინდოდა სასჰინლად მარა აბა უნივერსიტეტის ეზოსჰი სად უდნა დამეზინა :| და კდიე შოკთან დაკავშირებით მაიტნერესებც რაღაც ხაანდახან პატარა რაგაცაზე შეიძლება ჭკუიდან გადავიდე ხოლმე მარა ნუ სახლში არ ვიმჩნევ კიარადა ვცდილობ არ შევიმჩნიო ხან არი შემთხვევა როცა მქონია 54 ხან 78 ერთხელ 12.. რაღAცა მქონდა. ჰოდა მაგას დიდ ყურადღებას არც ვაქცევ კაცმა რო თქმას ჰოდა რას ვამბობდი აი ეგეთ სიტუაციაში როცა მარტო ვარ და ე.წ. ფსიქოლოგიური შოკი მაქ, რა უნდა ვქნა? :| გარდა იმისა რო ჩჰემი თავი დავამშვიდო?
შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია. ჰიპოქსია ეს არის სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა რაც თავისთავად იცვევს თავბრუსხვევი გულისრევის შეგრძნებებს. ძილის შეგრძნებას ასევე იწვევს თვის ტკივილისაგან დამცველი ფუნქციები ტვინის ანესთეტიკები პულსი ხელზე ყოველთვის ისინჯება თუ რა თქმა უნდა ცოცხალზეა საუბარი მაგრამ სხივის არტერია მოთავსებულია ცერა თითის პროქსიმალურად ანუ ცერა თითის მხარეს უდნა დაადო 3 თითი და ოდნავი ზეწოლით უნდა შეიგრძნო პულსი შეგრძნობის შემდეგ ზეწოლა მახსიმალურად უნდა შეამცირო ყველაზე კაი იქნება თუ ფსიქოლოგიურად დამშვიდდები და არ დაიბნევი ეს დიდ შანსს მოგცემს ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო პანიკის მაგივრად მეტს ვერაფერს იზამ ფსიქოლოგიურად ფიზუკური რჩევები ზემით წაიკითხე
tb_parazitka
არ მაქ მე პულსი მანდ :|

ვენებიც კი არ მIჩნს აი ლურჯი ხაზები როა

(არ დამცინოთ რა არ ვიცი რაფერი გაუნათლებელი ვარ მაგ სფეროში და იმიტომაც ვარ ამ ფორუმზე unsure.gif )
DEAD_BOT




და თუ ამანაც არ უშველა მაშინ შენ ესე გააკეთე ხოლმე

tb_parazitka
აა უი დავაჭირე და ქნა ოღOნდ ძაან სუსტად :|


და ნორმა რმდენია? :|


ეხა 78 მაქ krank_2.gif
DEAD_BOT
60 90 არის ნორმა 60 ქვევიტ ბრადიკარდია ანუ ცოტაა შემცირებულია პოლსი 90 ზემოთ ტაქიკარდია ანუ მომატებულია პოლსი და 0 - ასისტოლია ანუ გაჩერებულია გული
tb_parazitka
გასაგებლარია : )

მადლიობა tongue.gif


ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.