დახმარება - ძებნა - მომხმარებლეთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჰემორიო (ბუასილი)
პირველი სამედიცინო ფორუმი - Narkozi.com > თემატური ფორუმი > პროქტოლოგია | Proctology
ucnobi
გვაინტერესებს ბუასილის სიმპტომები და მკურნალობა?
sofia
ბუასილის სიმპტომები ძირითადად ტკივილი და სისხლდენა,რომელიც მძაფრდება დიეტის დარღვევისას ან გადატვირთვისას,ამ დროს აღინიშნება სწორი ნაწლავიდან კვანძების გამოვარდნა,.თუმცა შეიძლება ეს კვანძები იყოს შესწორებადი და შეუსწორებელი. მკურნალობა ძირითადად ოპერაციულია.
verboten

QUOTE
გვაინტერესებს ბუასილის სიმპტომები და მკურნალობა?



ბუასილი, იგივე სწორი ნაწლავის ჰემოროიდული ვენების კვანძოვანი გაფართოება, საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და გარდა ჰემოროიდული კვანძებისა გულისხმობს აგრეთვე ანალური ნაპრალებისა და ფისტულების არსებობას. ბერძნულად haimorrhois- ნიშნავს სისხლდენას. ბუასილი შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.

სხვადასხვა ავტორის მონაცემები ამ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებულია: ბუასილი აღენიშნება მოზრდილი მოსახლეობის 44- 86%-ს. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორივე სქესში.

ბუასილი ვითარდება მცირე მენჯის ღრუს ვენებში და სწორი ნაწლავის ვენურ წნულებში წნევის მომატებისა და სისხლის შეგუბების გამო. ვენების გაფართოებული მონაკვეთები შეიძლება დაწყლულდეს, დაითრომბოს, მოხდეს მათი ტრავმირება და დაზიანება, რაც ხელს შეუშლის განავლოვანი მასების თავისუფალ გადადგილებას და მჭიდროდ კეტავს უკანა გასავალს.

ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს:

· ადგილობრივი მკურნალობა (ოყნები, საფაღარათო საშუალებების ხშირი მიღება),

· მენსტრუაცია,

· ორალური კონტრაცეპტივები,

· უკანა გასავლის ზედმეტად ინტენსიური ჰიგიენა, რაც იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას,

· არასწორი კვება (დიეტა, საკვებში უჯრედისის მცირე რაოდენობა, ცხარე საკვები, სწორი ნაწლავის მასტიმულირებელი პროდუქტები - ჩაი და ყავა),

· არატრადიციული სექსი,

· სპორტის ზოგიერთი სახეობა (ცხენზე ჯდომა, მოტო- და ველოსპორტი),

· ზოგიერთი პროფესია (მძღოლი, მფრინავი),

· ორსულობა,

· გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას.

დაავადება იწყება წვის, სიმძიმის შეგრძნებით უკანა ტანში, რასაც თან ახლავს ქავილი, წვა და ტკივილი. დეფეკაციის დროს ან გაჭინთვისას ვითარდება ნაპრალები, ხდება კვანძების გამოვარდნა, უფრო გვიან იხდება მათი გამოვარდნა სიარულის დროსაც. გამოვარდნილი კვანძები ხშირად ითრომბება და ხდება მათში ანთების განვითარება, შეიძლება მოხდეს მათი ჩაჭედვა და კვდომა. ბუასილის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ანალური სისხლდენა (10%-ში), რამაც შეიძლება ანემია გამოიწვიოს. ექიმისათვის მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი არის მწვავე ან ქრონიკული ტკივილი, გარდა ამისა კვანძის გამოვარდნა ანალური ხვრელიდან. ქავილს ხშირად ახლავს თან სისხლდენა. ადამიანს უჭირს დეფეკაცია, ხშირია ყაბზობა ან განავლის შეუკავებლობა.

დიაგნოზის დასმა ხდება პროქტოლოგთან ვიზიტის დროს, გარეგანი დათვალიერებისა და მანუალური გასინჯვის შემდეგ. უფრო სრული კვლევა მოიცავს ანოსკოპით ან რექტორომანისკოპიის საშუალებით სწორი ნაწლავის დათვალიერებას, რასაც წინასწარ ესაჭიროება სწორი ნაწლავის დაცლა ოყნით.

ბუასილი სიმპტომებით ძალიან ემსგავსება ანალურ ფიბროზულ პოლიპებს და მელანომას, მეორად ათაშანგს, სწორი ნაწლავის კიბოს, და სხვ., რაც ექიმთან დროული ვიზიტის აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

დღეისათვის დაავადების საწყის ეტაპზე გამოიყენება მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ამბულატორიულ პირობებში მოხდეს დაავადების მკურნალობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან დროული ვიზიტი. დაავადება ძალზედ სწრაფად პროგრესირებს და დაგვიანების შემთხვევაში სტაციონარში ჰემოროიდექტომიის ჩატარება უკვე გარდაუვალი აუცილებლობა ხდება. მკურნალობის შემდეგ ადგილი აქვს სრულ გამოჯანმრთელებას, მხოლოდ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

დროულად იმკურნალეთ შეკრულობისა და დიარეის შემთხვევაში, მოახდინეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზება, იკვებეთ რეგულარულად და სწორად;
შეზღუდეთ ან საერთოდ უარი თქვით სპირტიანი სასმელებზე, შეზღუდეთ ცხარე და მარილიანი საკვები;
ყოველი დეფეკაციის შემდეგ ჩაიტარეთ ანალური მიდამოს ზედმიწევნითი ტუალეტი, აუცილებლობის შემთხვევაში უარი თქვით ტუალეტის ქაღალდის გამოყენებაზე, ისარგებლეთ გრილი წყლითა და საპნით;
ბუასილის საწყის სტადიაზე შეეცადეთ შეცვალოთ მძიმე ფიზიკური შრომა უფრო იოლი სამუშაოთი;
ორსულებისათვის მცირე მენჯის ღრუში ვენური შეგუბების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ყოველდღიური ვარჯიში, ფეხით სეირნობა, რაციონალური დიეტა, აკრძალულია მჭიდროდ შემოტმასნილი ქამრების ტარება;
მჯდომარე პროფესიების ადამიანებმა ბევრი უნდა ისეირნონ ფეხით, დაკავდნენ ტანვარჯიშით და ცურვით;
და ბოლოს, ნუ შეგრცხვებათ თქვენი ”გასაჭირის” აღიარების! დროულად მიმართეთ პროქტოლოგს სწორი ნაწლავის მიდამოში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნებების აღმოცენებისთანავე. აუცილებლად გაესინჯეთ მშობიარობის შემდეგ. კლიმაქსისა და მენოპაუზის დროს საჭიროა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური გასინჯვა, ვინაიდან გარდა ბუასილისა, სისხლდენას ასევე იწვევს სხვა დაავადებებიც, მათ შორის სიმსივნური, რომელთა ადრეულ დიაგნოსტიკასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


მკურნალობა - მოიცავს სამკურნალო პრეპარატების მთელ სპექტრს, ასევე ქირურგიულ მკურნალობას. კონსერვატიული მკურნალობა ეფექტურია ქრონიკული ბუასილის საწყის სტადიაზე და ასევე მისი გამწვავებისას შედარებით მოგვიანებით ეტაპებზე. იგი ამცირებს გამწვავების სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას, თუმცა ბოლომდე არ იძლევა განკურნების საშუალებას. იგი მოიცავს ზოგად და ადგილობრივ საშუალებებს - პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებს ვენების ტონუსზე, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას. ადგილობრივად სპეციალური მალამოების, სანთლების ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ამცირებს ტკივილს.

პრობლემის რადიკალური გადაწყვეტა ქირურგიული გზით ხდება, რისთვისაც დღს გარდა სკალპელისა, გამოყენებულია შედარებით დამზოგველი მეთოდიკები და აპარატურა (ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, სკლეროთერაპიის მეთოდი, რადიოტალღური სკალპელი, ლაზერული კოაგულაცია). ამბულატორიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებიდან უნდა აღინიშნოს: ვაკუუმური ლიგირება, რომელიც შინაგანი კვანძების შემთხვევაში კეთდება, რის შემდეგაც 3-4 დღეში კვანძი იწყებს კვდომას. სისხლმდენი კვანძების შემთხვევაში გამოიყენება ინფრაწითელი სხივებით კოაგულაცია. გარეგანი კვანძების შემთხვევაში ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე გამოიყენება რადიოტალღური სკალპელი ან ელექტრული დენი.

ქირურგიული ოპერაცია - ჰემოროიდექტომია გამოიყენება ჭარბი ჰემოროიდული სისხლდენების ან კვანძების მუდმივი გამოვარდნის შემთხვევაში დროს, და მას, როგორც წესი, კარგი შორეული შედეგები აქვს.



კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვენების ვარიკოზული გაფართოება

მაშინ, როდესაც ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება დასაწყის სტადიებზე სულაც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ვენების ვარიკოზი შეიძლება სიცოცხლისათვის სეროზულ საფრთხედ იქცეს. ღვიძლის ციროზის დროს სიკვდილის შემთხვევათა 70% ვითარდება კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან განვითარებული შინაგანი სისხლდენის გამო. მიზეზი კი საყლაპავისა ან/და კუჭის ვარიკოზულად გაფართოებული ვენებია.

ღვიძლში შედის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი სისხლძარღვი - კარის (პორტული) ვენა. კარის ვენის სისტემით სისხლი საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ღვიძლის გავლით მიედინება გულისაკენ.

ციროზის დროს დაღუპული ჰეპატოციტების ადგილს იკავებს შემაერთებელი ქსოვილი, ანუ ღვიძლში ვითარდება ერთგვარი ”ნაწიბურები”, რაც აუარესებს სისხლის გადინებას. ხდება სისხლის შეგუბება, კარის ვენაში იმატებს წნევა, ანუ ვითარდება ე.წ. პორტული ჰიპერტენზია. ეს კი თავის მხრივ, იწვევს კუჭისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაფართოებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გათხელებული ვენის კედლების მთლიანობის დარღვევა ხდება შინაგანი სისხლდენის განვითარების მიზეზი, რაც შემთხვევათა ნახევარში სასიკვდილო გამოსავლით მთავრდება.

Nodariko
სწორი ნაწლავის კვანძების გამოვარდნა???
ააააააააააააააააააააააააა
DEAD_BOT
საშინელი დავადება უსაშინელესი და მკურნალობაც საზიზღარი აქ
verboten
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


გ ვ ი რ ი ლ ა
2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი
კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ. წინასწარ ირეცხავენ სწორ ნაწლავს 1/2 ჭიქა ცივი წყლით.

ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.

ჭ ი ნ ჭ ა რ ი
2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.

ძ ა ხ ვ ე ლ ი
4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე.
მიღება:L1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
BEBE
რამდენად არის იმის ალბათობა, რომ სწორი ნაწლავის ადენოკარცინომის ამოკვეთიდან 10 წლის შემდეგ რეციდივი განვითარდეს? სწორი ნაწლავი ამოიკვეთა მთლიანად, სხვა ორგანოები დაზიანებული არ იყო, ლიმფაც სუფთა იყო.
tami
რა საშინელი დაავადებაა! ან ექიმთან რო მიხვიდე,როგორ უნდა გიჭირდეს.რო წარმოვიდგენ,როგორ პოზაში უნდა გაგსინჯონ,ღმერთს ვევედრები,არასოდეს დამემართოს.
vikingi23
გამარჯობათ!
შეკითხვა მაქ და პასუხი არ დაიზაროთ რა ვინც იცით

უკვე დაახლოებით 5 წელია რაც ეს დააავადება მაქ თავიდან იოლ ფორმებში მარა მერე გამირთულდა თანდათან, მაქვს ბოლო სტადია კვანძების გამოვარდნა და სისხლდენა თითქმის ყოველთვის ბოლო პერიოდში უფრო მომემატა ხოდა მაინტერესებს რა დაჯდება ოპერაცია დაახლოებით თუ იცით ფასები დაწერეთ რა ???? ვიცი რო სხვადასხვა ფასებია მაგრამ მაინც დახლოებით თუ იცით...

და კიდევ სისუსტეს ვგრძნობ ბოლო დროს თავიც მტკივა ხოლმე ხანდახან, ფერიც რაღაც არ მივარგა სახეზე და ბოლო ორი კვირაა საკუთარი გულის ცემა მესმის ხანდახან მარჯვენა ყურში. ამის ბრალია ალბათ ხო???
26 წლის ვარ

მადლობა ყველას წინასწარ პასუხისთვის
Dr.LG
ფასები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რასაც წერ იმის მიხედვით სავარაუდოდ გაქვს ანემია ანუ სისხლნაკლებობა სისხლის ქრონიკულად კარგვის გამო. ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის რომ ოპერაცია დროზე გაიკეთო.
vikingi23
ციტატა(Dr.LG @ 21st April 2008 - 12:27 PM) *
ფასები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რასაც წერ იმის მიხედვით სავარაუდოდ გაქვს ანემია ანუ სისხლნაკლებობა სისხლის ქრონიკულად კარგვის გამო.


და თუ იცით სიცხეებიც ახლავს თან ანემიას ???

მადლობთ წინასწარ
Dr.LG
ბუასილის და ანემიის ფონზე სიცხის თანდართვა მიუთითებს ანთების გავრცელებას სწორი ნაწლავის მიმდებარე ქსოვილებში. რათქმაუნდა დანარჩენ შესაბამის სიმპტომებთან ერთად.
S.V.
მე გამიჩნდა საშინელი პროქტოლოგიური პრობლემა ორსულობის შემდეგ - ნახეთქი+ფისტულა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! ისეთი ტკივილები მქონდა - ვერც ვიჯექი, ვერც ვიწექი, კუჭში გასვლა კი სიკვდილის ტოლფასი იყო (პარდონ!). სულ ვტიროდი, დეპრესია განმივითარდა, სასწრაფოს ვუძახებდით რომ ძლიერი გამაყუჩებელი გაეკეთებინათ და ისიც ოდნავ მშველოდა, ანუ ტკივილს ბოლომდე მაინც ვერ აყუჩებდა. მოკლედ, მივედი პროქტოლოგთან. არანაირი ეთიკური მომენტები აღარ მაღელვებდა და ისიც მესმოდა, რომ მე მისი პირველი პაციენტი არ ვიყავი და არაფერ ექსტრაორდინალურს ვერ დაინახავდა ჩემს... მიმიხვდით, ალბათ. მოკლედ, ექიმმა ძალიან დამწყვიტა გული - არ მოკვდებიო, მაგრამ გაგწვალებს და ოპერაცია თუ გიშველისო. მე ვარბილებ მის სიტყვებს, მისი ტონი ბევრად უფრო ცინიკური იყო. შოკში ჩავვარდი - კიდევ ერთი ოპერაცია! 6 თვის წინ საკეისრო მქონდა გაკეთებული, თანაც პოსტანატალური დეპრესიაც მქონდა საშინელი... მოკლედ, ვტიროდი ცხარე ცრემლებით. ახლა - ყურადღება!!! ალოპათებს ვთხოვ - არ გაბრაზდნენ! მე უბრალოდ ვყვები ჩემს რეალურ ისტორიას, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ - მეტი არაფერი. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მივმართე ჰომეოპათს ( ადრე ამ დარგზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა). მან დახედა დიაგნოზს და თქვა - რათ უნდა ამას ოპერაციაო! 100% გაძლევ რომ მოგარჩენ. და მომარჩინა კიდეც - ფისტულა უკვალოდ გაქრა თავისით, ნახეთქიც და მეც გამოვცოცხლდი. ეს ყველაფერი 2 წლის წინ ხდებოდა, რეციდივს ადგილი არ ჰქონია. მერე ინტერნეტში მოვიძიე მასალა ამ თემაზე - კერძოდ პროქტოლოგიურ დაავადებებს ჰომეოპათია კურნავს მშვენივრად, ქირურგიული ჩარევის გარეშეც. ისიც ვიცი, რომ ბევრს უწევს რამოდენიმე ოპერაციის ჩატარება აერთი და იგივე პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ძალიან ტრავმატულია (სწორნაწლავში ყველაზე მეტი ნერვული დაბოლოებაა და ძალიან მგრძნობიარე ადგილია) ჰომეოპათია ბევრ რამეს კურნავს, მას თავისი მეთოდები და ფილოსოფია გააჩნია და ექიმბაშობაში ნუ აგერევათ - ის ალოპათიის (ანუ, მეცნიერული, ჩვეულებრივი მედიცინის) პარალელურია და შამანიზმთან არაფერი არ აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ შამანიზმსაც ბევრი პლიუსი აქვს და მთლა იგნორირება არც მაგისი შეიძლება med003.gif . სამწუხაროდ, ზოგ ალოპათს ძალიან მტრული დამოკიდებულება აქვს ჰომეოპათიასთან, doctor.gif რაც ერთის მხრივ გასაგებია. კონკურენცია და ა.შ. მაგრამ... თუ არის გამოსავალი და შეგიძლია აიცილო მძიმე და ტრავმატული ოპერაცია (გეგმიური მაქვს მხედველობაში), რატომ არ შეიძლება, სცადო? აუ, ეს რამხელა პოსტი დამიწერია! rolleyes.gif
sunflower
S.V.

კარგია სასარგებლო ინფორმაცია რომ მოგვაწოდე. smile.gif

S.V.
ციტატა(sunflower @ May 11 2008, 06:05 PM) *
S.V.

კარგია სასარგებლო ინფორმაცია რომ მოგვაწოდე. smile.gif

მეც მგონია რომ საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციაა! smile.gif სანამ ქირურგს ჩაბარდებით, ჰომეოპათს მიაკითხეთ - დიდი ალბათობაა რომ გიშველით! qeti_eqimi.gif თანაც საქართველოში ჰემოროე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, გამომდინარე ნაციონალური ხასიათიდან და ცხოვრების სტილიდან - სამზარეულოც საკმაოდ ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას... სამწუხაროდ! DDBB.gif
Dr.LG
მე საკმაოდ დიდი ეჭვი მაქვს რომ ბუასილს შეიძლება ჰომეოპათიით უმკურნალო... თან ისეთი არაპროფესიული მიდგომა, როგორიცაა "რათ უნდა ამას ოპერაცია მე მოგარჩენ 100%" არის ძალიან არაპროფესიონალური და დაბალი ფასის. მე ვარ ნამყოფი ჰომეოპათთან, ვიღაცა მღვდელი იყო თუ რა იყო ვერ მივხვდი, რუსთაველზე. იუსტიციის სამინისტროსთან... რაღაც პრობლემა იყო და არ დაიჯერეს უნდა წავიდეთო. წავედი და რო გამოვედით მიხვდა ის ვისაც წავყევი რო არ ღირდა წასვლა. იცით რა არ შეიძლება კიდევ, მედიცინა არის მედიცინა და შელოცვებით ჰომეოპათიით და კიდევ ოთახის ეკლესიურად მოწყობით ხალხი იჯერებს ყველაფერს და ეს საშინელი ცოდვაა... მე არ ვიცი ის ჰომეოპათი ვინ არის, და რას წარმოადგენს, მაგრამ ვინც კლასიკურ მედიცინაში არის ჩახედული ის მიხვდება რომ არც ფიტოთერაპიით და არც სხვა არაკლასიკური მეთოდებით ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ვერ აიცილებთ. თქვენს შემთხვევაში არ იყო ეტყობა ქირურგიული ჩარევა საჭირო (სამწუხაროდ ექიმები ხშირად გასაგები მიზეზების გამო ოპერაციას ურჩევენ ხოლმე) და ჰომეოპათის და გამოჯანმრთელების უდიდესმა სურვილმა გამოიღო შედეგი.. თან ჰომეოპათია აბსოლუტურად ინდიფერენტული არ არის. მასაც აქვს გარკვეული დადებითი ეფექტები...
S.V.
თქვენ ეტყობა ექიმბაშთან მოხვდით, რომელიც ჰომეოპათობას იბრალებს. აქ არის თემა ჰომეოპათიაზე და ბევრს არ დავწერ - მხოლოდ დავამატებ რომ ჰომეოპათია არ იTვლება არატრადიციულ მედიცინად, იგი ისეთივე აღიარებული და ოფიციალურია, როგორც ალოპათია. ჰომეოპათია ჰანემანმა დაარსა 200 წლის წინ და ამის შესახებ ზღვა ინფორმაცია არსებობს, მას თავისი ფილოსოფია აქვს და აფერისტების მეტი კი რა არის! ძალიან ბევრი იბრალებს ამ დარგის ცოდნას დივიდენდების მოსაძიებლად. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, ვის მიმართოთ. რაც ჩემს შემთხვევას შეეხება - ზუსტად რომ ოპერაცია გარდაუვალი იყო - თანამედროვე მედიცინა ჩემს პრობლემას მხოლოდ ქირურგიული ჩარევით "აგვარებს". ამის გარანტიას გაძლევთ. ხშირ შემთხვევაში ჰომეოპათია კი კურნავს ოპერაციის გარეშე... არავინ ამბობბს რომ ჰომეოპათია პანაცეაა, კიბოს ისიც ვერ კურნავს და სხვა მძიმე დაავადებებს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს კურნავს სკალპელის გარეშე. ფიტოთერაპია აქ არაფერ შუაშია - მას სხვა მექანიზმები გააჩნია და სიმართლე გითხრათ, არ ვარ ფიტოთერაპიის თაყვანისმცემელი, იმჰო. მოკლედ, ხშირად ერევა ხოლმე ხალხს ერთი-მეორეში, და ეს არავისი ბრალი არ არის - მე თვითონ არაფერი ვიცოდი ჰიმეოპათიაზე, სანამ ის პრობლემა არ გამიჩნდა და არ მგონია ასე რადიკალურად შეიძლებოდეს იმის უარყოფა, რამაც პატივისცემა დაიმსახურა ადამიანებში და ტრადიციული მედიცინის ამბიციების ერთგვარი მსხვერპლი გახდა ბევრი მიზეზის გამო, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა. სხვათა შორის ბევრი ექიმი დიდი ინტერესით ეკიდება ჰომეოპათიას და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში ძალიან გაიზარდა ბოლო 40-50 წელიწადში, მას მერე რაც მისი აღორძინება დაიწყო უსამართლო დევნის და იგნორირების შემდეგ. ძალიან გირჩევთ წაიკითხოთ ჰომეოპათიაზე რამე, ძალიან საინტერესო მიმართულებაა... თანაც არავინ არ უარყოფს "ტრადიციული" მედიცინის მიღწევებს, და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის დროს არცერთი ჰომეოპათი (ნამდვილი მყავს მხედველობაში) არ იტყვის - 100 % მოგარჩენ! თუ აფერისტი არ არის, რა თქმა უნდა. ეს საკმაოდ რთული მეცნიერებაა. რომელიც ცოდნის გარდა ინტელექტსაც მოითხოვს და ნებისმიერს არ შეუძლია გახდეს ჰომეოპათი. თემაში, რომელიც ჰომეოპათიას ეძყვნება, ერთმა იუზერმა დაწერა - სისულელეა ეგ ყველაფერი! ერთ კაცს ინფარქტი ჰქონდა, ჰომეოპათმა თქვა - მოგარჩენო და მოკვდა ის კაციო... ნოუ ქომენთ. ანუ, არ შეიძლება ასე მსჯელობა - როდესაც საჭიროა მედიცინის ჩარევა, რა დროს ფსევდო-ჰომეოპათიაა???(ანუ აფერისტი, რომელიც იბრალებს ჰომეოპათობას) სახვათა შორის, არატრადიციულად ზუსტად რომ თანამედროვე მედიცინაა მიჩნეული, განსხვავებით ტიბეტურისა, აკუპუნქტურის, აიურვედისა და ა.შ. რადგან ზემოთ ჩამოთვლილი დარგები ათასწლეულებს ითვლის განსხვავებით "ოფიციალური" მედიცინისა...
S.V.
მედიცინა არის მედიცინა და შელოცვებით ჰომეოპათიით და კიდევ ოთახის ეკლესიურად მოწყობით

სხვათა შორის, ზუსტად ასეთი სიტყვებით მომმართა ქირურგმა! ნეტავი ეხლა მანახა ის კაცი... რაც შთაგონებით ეფექტს შეეხება, მე საშინელი სკეპტიკოსი ვარ და ნამდვილად არ მჯეროდა, რომ გამოვჯანმრთელდებოდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. და რას იტყვით ცხოველებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტელექტი და მითუმეტეს, სკეფსისის ან ანალიზის უნარი? ან პატარა ბავშვებზე? მათზეც მშვენივრად მოქმედებს ჰომეოპათია საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად მსოფლმეხედველობისა და რეალობის აღქმის უნარისა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჰომეოპათია პლაცებო არ არის, როგორც ბევრს გონია. მე არ ვარ არც მედიკოსი და არც ჰომეოპათი, ვწერ იმის შესახებ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე და თუ ადამიანს ურჩევნია ალოპათია - ეს მისი ნება და მისი არჩევანია. უბრალოდ მოვყევი ჩემი ისტორია, ეს არის და ეს. rolleyes.gif
ramazi
აქ თუ მიპასუხებს ვინმე პროფესიონალი კარგი იქნება და წინასწარ დიდი მადლობა.
მე გავიკეთე ოპერაცია ჰემოროის, თუმცა ოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ ისევ დამეწყო პრობლემები.
ჯერ დაიწყო მცირე კვანძები, ახლა (ოპერაციიდან ათი წლის შემდეგ), კუჭში გასვლის შემდეგ კვანძები გადიდდამ, თუმცა სისხლდენა და ის ჯოჯოხეთი რაც ოპერაციამდე მქონდა - აღარ მაქვს.
შეძლებისდაგვარად ხელსაც ვუწობ საკუთარ თავს.
ოპერაცია არ მინდა და მგონი არც იქნება საჭირო, სხვა რა მეთოდი შეიძლება იყოს, მითუმეტეს, რომ ოპერაციამდე მე დაახლოებით 20-მდე მეთოდი მოვსინჯე (ნუ ვერ ჩამოვთვლი აქ) და შეღავათიც კი არ მქონია.
ninukebi
ციტატა(ucnobi @ Jun 13 2007, 08:27 PM) *
გვაინტერესებს ბუასილის სიმპტომები და მკურნალობა?

tamsa
მაქვს ეგ პრობლემა და ვიყენებ რელიფ ედვენსის სანთლებს და იქნებ მითხრათ სწორად ვიქცევი თუ არა?ან რამე მაგაზე კარგი საშუალება ხომ არ არსებობს?წინასწარ გიხდით მადლობას
teka
ციტატა(tamsa @ Oct 5 2009, 02:26 PM) *
მაქვს ეგ პრობლემა და ვიყენებ რელიფ ედვენსის სანთლებს და იქნებ მითხრათ სწორად ვიქცევი თუ არა?ან რამე მაგაზე კარგი საშუალება ხომ არ არსებობს?წინასწარ გიხდით მადლობას

როგორც ვიცი საკმაოდ ეფექტური პრეპარატია.ანუ სწორად იქცევით.
Dr.LG
ბუასილის დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანია კუჭის მოქმედების რეგულარობა და ნორმალურობა. ამისტვის აუცილებელია ბუასილით დაავადებულმა აუცილებლად მიიღოს ბოჭკოვანი საკვები, ხილი ან ფსილიუმის ბოჭკოების ბაზაზე დამზადებული პრეპარატი, რომელიც არ ვიცი საქართველოში თუ იყიდება, მაგრამ ბუასილის გართულებებისგან საკმაოდ მაღალი ალბათობით დაგიცავთ. ფსილიუმის პრეპარატების შემდეგი სახელწოდებით გამოდის: ციტრუსელი ან მეტამუცილი.. ასევე მნიშვნელოვანია ორსულმა ქალმა მიიღოს ეს საკვები დანამატის სახით. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
teka
ციტატა(Dr.LG @ Oct 24 2009, 12:34 AM) *
ბუასილის დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანია კუჭის მოქმედების რეგულარობა და ნორმალურობა. ამისტვის აუცილებელია ბუასილით დაავადებულმა აუცილებლად მიიღოს ბოჭკოვანი საკვები, ხილი ან ფსილიუმის ბოჭკოების ბაზაზე დამზადებული პრეპარატი, რომელიც არ ვიცი საქართველოში თუ იყიდება, მაგრამ ბუასილის გართულებებისგან საკმაოდ მაღალი ალბათობით დაგიცავთ. ფსილიუმის პრეპარატების შემდეგი სახელწოდებით გამოდის: ციტრუსელი ან მეტამუცილი.. ასევე მნიშვნელოვანია ორსულმა ქალმა მიიღოს ეს საკვები დანამატის სახით. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

მართალია,კუჭ-ნაწლავის პრობლემა თუ არ მოგვარდა,ბუასილის პრობლემა შესაძლოა მხოლოდ დროებით მოგვარდეს,ისიც დასაწყის სტადიაში.
lll
მოგესალმებით...
გთხოვთ მიპასუხოთ...
ვიმშობიარე 1 თვის წინ და დამემართა ბუასილი, უფრო სწორად, როგორც ექიმმა ამიხსნა, სწორი ნაწლავია გარეთ გამოსული ჭინთვების ფონზე, თკივილები არ მაქვს, არც სისხლდენა და რაიმე ასეთი, უბრალოდ კუჭის მოქმედების არანაირი სურვილი არ მაქვს ძალიან მიჭირს ამ მხრივ... sad.gif გარდა ამისა, ორსულობამდე მქონდა მცირე ხარისხის დისბაქტერიოზი, თუმცა მომიგვარდა სემდგომ პრობლემა და ორსულობისას აგარ სევუწუხებივარ...იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?არის რაიმე პრეპარატი რაც ამ ნაწლავის ბუნებრივი მდებარეობის დაბრუნებას უწყობს ხელს?ან კუჭის მოქმედებას რითი ვუშველო?
მადლობა პასუხისთვის წინასწარ, ძალიან დამეხმარებით...
ramazi
აქ დავპოსტე რამოდენიმე თვის. ოპერაცია მაქვს გადატანილი მაქვს და 5 წლის შემდეგ ისევ დამეწყო.
ვიმკურნალე ერთ ერთ ღთისნიერ ადამიანთან, რომელმაც თაფლზე მომზადებული წამალი მომცა.
4 დღე ვჭამდი ამ წამალს, ნუ ცხადია ძალიან გემრილი იყო. შედეგი იყო, მართლა შოკისმომგვრელი. მესამე თვე მიდის ჩიტივით ვარ smile.gif
ოპერაციამდე 20–მდე მეთოდი მაქვს გასინჯული და ამაოდ.
რეკლამა არ გამომივიდეს და დავდებ ტელეფონს, რამდენია გაჭირვებული.
66–51–11 სახლი
8 (99) 62–16–56 მობილური
misisarqiteqtor
მაქვს ბუასილი,მაგრამ არ მტკივა,მხოლოდ დროდადრო სისხლი გამომდის შეკრულობის დროს.მუდვივად ვხმარობ რელიფს და თაფლზე დამზადებულ წამლებს.
არის თუ არა საგანგაშო ეს მდგომარეობა და რით შეიძლება ვუმკურნალო?
xinkali1900
გამარჯობათ, ვარ 17 წლის და ძალიან მერიდება იმის დაწერა რაც ეხლა უნდა დავწერო მაგრამ როგორაც შევძლებ დავწერ. რამოდენიმე დღეა მაქვს ასეთი რაღაც, ტკივილები საერთოდ არ მაქვს მაგრამ უკანალიდან სანამ ვიზავ ტვალეტს აი ამნამდე გამომდის ხოლმე თეთრი რაღაც...აი როგორი რაღაც არის იცით?! აი რაღაც მაზს რომ მოუჭერ ხოლმე ხელს რომ გამოვიდეს და რომ გამოდის თეთრი რაღაც...აი ზუსტად ეგეთი თეთრი რაღაც გამომდის ოღონდ უფრო გამაგრებული რაღაც უფრო საღეჭი რეზინასავით თუ რა ვიცი რაღაც აი ასე...ერთი სიტყვით რაღაც თეთრი წვრილი რაღაც გამომდის და რა არის ეს ხომ არ იცით? ბუასილია თუ რაიმე სხვა? იქნებ იცოდეთ და გამაგებინოთ. წინასწარ დიდი მადლობა.
vinaoba
ამ თემაზე რაგაცის კითხვა და დახმარება მჩირდება Dძალიაააან...
და რომ დავწერო ვინმე მიპასუხეებს?
megikooo
რამდენიმე თვეა ბუასილი მგონი ცოტა იოლ ფორმებსჰი მაქვს არც სისხლდენა მაქ და არც ტკივილი.. უბრალოდ კუცჭში გასვლის დროს ცოტა ტკივილი მაქვს და უსიამოვნო შეგრძლება... არც მირჩება და არც მირთულდება....როგორ შეიზლება ვიმკურნალოო?? რამდენი დრო დასჩირდება და აუცილებელია თუ არა ექიმთან წასვლა?????
nia_new
ბუასილმა ქავილი იცის??? მხოლოდ ქავილი?? sad.gif
dairich
ეს მე ვარ! ბუასილი მაქ და მივდივარ ექიმთან, სულაც არ მრცხვენია ამის! მიმართეთ თქვენც! რატო იტანჯავთ და იწუხებთ თავებს smile.gif აბა ეხლა, ყველანი პროქტოლოგებთან!:D
(სანამ გვიანი არარი)
dorifto
ჩემამდეც მოაღწია ამ საშინელმა დაავადებამ და მეც სხვა დანარჩენებივით განვიცდი და მერიდება ამის გამო, მაგრამ ვფიქრობ მოსარიდებელი და სამარცხვინო არაფერია, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე უკვე შეექმნა. პირიქით-რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთ ფორუმში და გაიმართოს სასარგებლო დიალოგები იმიტომ, რომ იქნებ რამით დავეხმაროთ ან შევუმსუბუქოთ მაინც ერთმანეთს ყობა. ფორუმის ერთ-ერთ წევრს აინტერესებდა თუ რა ღირს ბუასილის ოპერაცია. მე პირადად ვიყავი დღეს შესაბამის კლინიკაში კონსულტაციაზე პროქტოლოგთან. ფასი არის მერყევი დაავადების სტადიიდან გამომდინარე ანუ სირთულის შესაბამისად. ჩემს შემთხვევაში (IV სტადია) დამიფასეს 1537 ლარი, ამას დამატებული კონსულტაციის და გასინჯვის 59 ლარი. ვიკინგი23: ვფიქრობ შენც იგივე სტადია გაქვს რაც მე. ასე რომ დროა თავს მივხედოთ ხალხო რაც შეიძლება დროულად თორემ უკვე ძალიან გააჩმახა ამ ,,მამაკაცების მენსტრუაციამ,, !!!!!!!!!!!!!!!!! tongue.gif

megikooo- ექიმთან მისვლა ძალიან, ძალიან აუცილებელია და ამის არ მოგერიდოს, თორემ მერე გვიან იქნება. საერთოდ დაავადება მაშინ არის ადვილი სამკურნალო სანამ გართულდება და გაბლატავდება. ასე რომ სანამ ის დაიწყებს ბლატაობას შენ შეუტიე!!!!!!!!!!!
dorifto
ციტატა(lll @ Nov 12 2009, 02:01 PM) *
მოგესალმებით...
გთხოვთ მიპასუხოთ...
ვიმშობიარე 1 თვის წინ და დამემართა ბუასილი, უფრო სწორად, როგორც ექიმმა ამიხსნა, სწორი ნაწლავია გარეთ გამოსული ჭინთვების ფონზე, თკივილები არ მაქვს, არც სისხლდენა და რაიმე ასეთი, უბრალოდ კუჭის მოქმედების არანაირი სურვილი არ მაქვს ძალიან მიჭირს ამ მხრივ... sad.gif გარდა ამისა, ორსულობამდე მქონდა მცირე ხარისხის დისბაქტერიოზი, თუმცა მომიგვარდა სემდგომ პრობლემა და ორსულობისას აგარ სევუწუხებივარ...იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?არის რაიმე პრეპარატი რაც ამ ნაწლავის ბუნებრივი მდებარეობის დაბრუნებას უწყობს ხელს?ან კუჭის მოქმედებას რითი ვუშველო?
მადლობა პასუხისთვის წინასწარ, ძალიან დამეხმარებით...


რადგან ტკივილი და სისხლდენა არ გაქვს ეს იოლი ფორმა უნდა იყოს ამ დაავადების, მაგრამ უმჯობესია კაეგ პროქტოლოგს მიმართო. სახლის პირობებში მკურნალობა ალბათ შედეგიანი იქნება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ექიმი უკეთ გირჩევს რა უნდა გააკეთო ან გააკეთოს.
qala-fshavela
წავიკითხე პოსტებიი და შეკითხვა მაქვს დაა ძალიან გთხოვთ, თუ იცით მიპასუხეთ რააა.
მოკლედ ტკივილისმაგვარი არაფერი მიგრძვნია მაგ მხრივ, თუმცა სისხლი რამდენჯერმე გამოჰყვა განავალს. დაახლოებით ერთი წელია რაც ეგ გრძელდება, მაგრამ სადღაც სამ თვეში ერთხელ ხდება. კუჭის ტკივილი მაქვს ხშირად დაა + ძალიან უცნაურ ხმებს გამოსცემს ჩემი კუჭი ბოლო დროს, ძალიან ხმაურობს ხოლმე.
რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი??
marikalom

პროპტოლოგთან მაქვს კითხვა გთხოვთ მიპასუხოთ.
მაქვს ქრონიკული ვენური უკმარისობა. ვმკურნალობ მუდმივად , ვხმარობ ელასტიკურ წინდებს, 2001 წელს გავიკეთე ოპერაცია რადგან ხშირად მემართებოდა წითელი ქარი ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ქვემო კიდურზე მას შემდეგ აღარ დამმართვნია ინფექცია, სამაგიეროდ მემართბა ეხლა სხვა ადგილაზე, კერძოდ დუნდულაზე, სადაც ვენა თვალსაჩინოდ ჩანს....
პირველად კუჭის მოქმედების დროს პატარა სისხლი წამომივიდა და მაშინ დამემართა დუდნდულაზე.. მის მერე მიმეორდება ხშირად, ოღონდ ხან კუჭის მოქმედების დროს, უფრო ხშირად კი კანზე მცირე შეხებითაც კი.
ცნობილ პროპტოლოგ ქალთან ნამყოფი ვარ და დიაგნოზი მაქვს ქრონიკული ნაპრალი და მეორე ხარისხის ბუასილი ,მაგრამ საერთოდ არ მაწუხებს არც ტკივილი არც სისხლდენა. მხოლოდ წითელი ქარი რომ მემართება მაგითომ მივაკითხე ანგიოლოგის რჩევით, პროპტოლოგმა ვერ დაუკავშირა ჩემი დიაგნოზი წითელ ქარს და ვერც გარანტია მომცა, რომ თუნდაც ოპერაციის შემთხვევაში ამილაგდებოდა ინფექცია...

2 წელი ვიკეტებდი ბიცილნ 5-ს. მაგრამ, პელიცილინის მიმართ ბაქტერია რეზისტენტულია... ვხმარობ სხვა ანტიბიოტიკებს ( პირის ღრუდან აღებული ნაცხის საფუძველზე )მაგრამ ანტიბიოტიკის ფონზე გამივლის და 2 კვირაში ისევ მემართება, გთხოვთ მირჩიოთ რამე, რომელ სპეციალისტ მივმართო? ანგიოლოგს? პროპტოლოგს თუ ინფექციონისტს? ყველასთან მაქვს კონსულტაციები გავლილი მაგრამ
იქნებ უკეთესი რჩევა მივიღო....

პს.
კითხვა სხვა თემებშიც მაქვს დასმული ... და გამეორებად არ ჩამითვალოთ
მადლობა წინასწარ.

makita
გამარჯობათ,
ვიყავი პროქტოლოგთან და გამსინჯა per rectum ვიზუალურად და დამიდგინა უკანა ქრონიკული ანალური ნაპრალი, სფინქტერის სპაზმით და დამინიშნა 1, დიეტა 2, მარგანცოვკის სუსტი ხსნარის თბილი საჯდომი აბაზანები 3, ბუსკოპანის სანთელი დეფეკაციამდე და დეფეკაციის შემდეგ ორი კვირა 4, რელიფ ადვანსის სანთელი დღეში ერთხელ ორი კვირა. ამ ყოველივემ კი შედეგი ვერ გამოიღო და მაინტერესებს სწორად თუ იყო მკურნალობა დანიშნული?თქვენ რას მირჩევთ?
sandro2007
ციტატა(S.V. @ May 3 2008, 02:45 PM) *
მე გამიჩნდა საშინელი პროქტოლოგიური პრობლემა ორსულობის შემდეგ - ნახეთქი+ფისტულა. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! ისეთი ტკივილები მქონდა - ვერც ვიჯექი, ვერც ვიწექი, კუჭში გასვლა კი სიკვდილის ტოლფასი იყო (პარდონ!). სულ ვტიროდი, დეპრესია განმივითარდა, სასწრაფოს ვუძახებდით რომ ძლიერი გამაყუჩებელი გაეკეთებინათ და ისიც ოდნავ მშველოდა, ანუ ტკივილს ბოლომდე მაინც ვერ აყუჩებდა. მოკლედ, მივედი პროქტოლოგთან. არანაირი ეთიკური მომენტები აღარ მაღელვებდა და ისიც მესმოდა, რომ მე მისი პირველი პაციენტი არ ვიყავი და არაფერ ექსტრაორდინალურს ვერ დაინახავდა ჩემს... მიმიხვდით, ალბათ. მოკლედ, ექიმმა ძალიან დამწყვიტა გული - არ მოკვდებიო, მაგრამ გაგწვალებს და ოპერაცია თუ გიშველისო. მე ვარბილებ მის სიტყვებს, მისი ტონი ბევრად უფრო ცინიკური იყო. შოკში ჩავვარდი - კიდევ ერთი ოპერაცია! 6 თვის წინ საკეისრო მქონდა გაკეთებული, თანაც პოსტანატალური დეპრესიაც მქონდა საშინელი... მოკლედ, ვტიროდი ცხარე ცრემლებით. ახლა - ყურადღება!!! ალოპათებს ვთხოვ - არ გაბრაზდნენ! მე უბრალოდ ვყვები ჩემს რეალურ ისტორიას, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ - მეტი არაფერი. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... მივმართე ჰომეოპათს ( ადრე ამ დარგზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა). მან დახედა დიაგნოზს და თქვა - რათ უნდა ამას ოპერაციაო! 100% გაძლევ რომ მოგარჩენ. და მომარჩინა კიდეც - ფისტულა უკვალოდ გაქრა თავისით, ნახეთქიც და მეც გამოვცოცხლდი. ეს ყველაფერი 2 წლის წინ ხდებოდა, რეციდივს ადგილი არ ჰქონია. მერე ინტერნეტში მოვიძიე მასალა ამ თემაზე - კერძოდ პროქტოლოგიურ დაავადებებს ჰომეოპათია კურნავს მშვენივრად, ქირურგიული ჩარევის გარეშეც. ისიც ვიცი, რომ ბევრს უწევს რამოდენიმე ოპერაციის ჩატარება აერთი და იგივე პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ძალიან ტრავმატულია (სწორნაწლავში ყველაზე მეტი ნერვული დაბოლოებაა და ძალიან მგრძნობიარე ადგილია) ჰომეოპათია ბევრ რამეს კურნავს, მას თავისი მეთოდები და ფილოსოფია გააჩნია და ექიმბაშობაში ნუ აგერევათ - ის ალოპათიის (ანუ, მეცნიერული, ჩვეულებრივი მედიცინის) პარალელურია და შამანიზმთან არაფერი არ აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ შამანიზმსაც ბევრი პლიუსი აქვს და მთლა იგნორირება არც მაგისი შეიძლება med003.gif . სამწუხაროდ, ზოგ ალოპათს ძალიან მტრული დამოკიდებულება აქვს ჰომეოპათიასთან, doctor.gif რაც ერთის მხრივ გასაგებია. კონკურენცია და ა.შ. მაგრამ... თუ არის გამოსავალი და შეგიძლია აიცილო მძიმე და ტრავმატული ოპერაცია (გეგმიური მაქვს მხედველობაში), რატომ არ შეიძლება, სცადო? აუ, ეს რამხელა პოსტი დამიწერია! rolleyes.gif



გთხოვ მომწერე მისამართი რომ მეწ მივიდე მაგ ჰომეოპატთან ემაიილზე: aaa500777@gmail.com
cunculika
იქნებ მითხრათ ბუასილის დროს სისხლდენასა და სწორი ნაწლავის კიბოს დროს სისხლდენას შორის რა არსებითი განსხვავებაა? დიდი მადლობა წინასწარ
the-orange
სულ რამდენიმე თვის წინ შემაწუხა ამ საშინელმა დაავადებამ.მქონდა საშინელი ტკივილი (სისხლის გარეშე) კუჭის მოქმედებისას და მის შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში.ბევრი ჩემს ადგილას არც მივიდოდა ექიმთან, რაც აქ წავიკითხე ისეთ ტკივილებს იტანს ზოგიერთი და თანაც იმდენი ხნის განმავლობაში რომ გაოგნებული ვარ.

მოკლედ ვიყავი ექიმთან და დამიდგინეს მორეციდივე ანალური ნაპრალი სპინქტერის ძლიერი სპაზმით, ანალური პოლიპი და მცირე ჰემოროიდული კვანძი. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ქრონიკული კოლიტით და ფიზიოლოგიური მშობიარობით. დამინიშნეს მკურნალობა მხოლოდ დეტრალექსის აბებით და თურმანიძის მალამოს გამოყენებით თბილი ჯდომითი აბაზანების შემდეგ. დანარჩენი კვების მოწესრიგებით და ქატოს ჭამით უნდა მიმეხედა. (ექიმმა დამინიშნა ქატოს ჭამა 3-ჯერ დღეში 2-3 სუფრის კოვზი საკვებთან ერთად).

სხვათა შორის, დაახლოებით 2-3 კვირაში ამ მკურნალობამ ძალიან კარგი შედეგი მომცა.ტკივილი კუჭის მოქმედების თანავე ქრებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება და ამ პრობლემის სამუდამოდ მოშორება, რადგან ძალიან ძნელია მთელი ცხოვრება აკონტროლო კვება და სულ იმაზე იფიქრო როდის შეგახსენებს "ერთი ადგილი" თავს.

სანამ ოპერაციას გადავწყვეტდი ყველაფერი გადავიკითხე ინტერნეტში და ვერაფერი ვნახე იმ ადამიანების დაწერილი ვინც გაიკეთა ეს ოპერაცია. არადა ძალიან მინდოდა, საშინლად ვნერვიულობდი.
აქ იმიტომ ვპოსტავ რომ ბევრია ჩემნაირი ადამიანი, ვისაც აინტერესებს რა და როგორია ოპერაციამდე და მის შემდეგ.

1 კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია, ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების სტადიაში ვარ, მე-2 დღეა რაც გამოვეწერე კლინიკიდან და შემიძლია თუ ვინმეს აინტერესებს დეტალურად ავუღწერო როგორი იყო ეს ყველაფერი smile.gif

დიდი მადლობა!
lilu-lile
the-orange
საშინელება იყო? biggrin.gif ჩემ დაქალს აწუხებს ძალიან სისხლიც მოსდის და ვერ მივაღწიე იმას რო მივიდეს ექიმთან biggrin.gif
the-orange
თვითონ ოპერაცია ისეთი არაფერია, არც ტკივილები მქონდა საერთოდ, აი კუჭის მოქმედებაა ნამდვილად ცუდი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე. ამბობენ მე-8 დღიდან ნელ-ნელა იკლებს ტკივილიო, მეთვითონაც ჯერ მაგ დღეების მოლოდინში ვარ smile.gif მაგრამ მაინც მიხარია რომ მოვიშორებ საბოლოოდ.

ისე, ოპერაცია რომც ურჩიონ არავინ დააძალებს, მაინც მისი გადასაწყვეტი იქნება რას გაიკეთებს და ექიმთან კონსულტაციაზე მაინც მივიდეს, იმკურნალებს მაინც.მე მართლა კარგი შედეგი მქონდა მკურნალობითაც.
giu77
გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. ვდიეტობდი, ცოტა ხანი მომიციადიეტისთვის თავის დანებება, გუშინ წინ დამეწყო ოდნავ ტკივილები სწორი ნაწლავის. გუსჰინ დილას მქონა სიცხე 38 და უფრო მტკიოდა ამავე დროს შეკრულობის პრობლემა დაემატა. შეკრულობის დროს ვსვამ სენადეს 4-5 და პრობლემა გვარდება ხოლმე. გუშინ დგის განმავლობაში ერთხელე მოვახერხე კუცჰში გასვლა, საგამაოს სიცხემ იმატა 39მდე და ტკივილები გაქრა. ამავე დროს კუჭში საერტოდ ვეგარ გავედი არადა ძალიან მინდოდა. მერე ვიყიდე Glyceroli აფთიაქარის რჩევით პირველი რომ გავიკეტე ოდნავ მიშველა მეორეც რომ გავიკეტე იმანაც ოდნავ, მაგრამ სიცხე მაინ მაქვს და გასვლის სურვილი და ვერ გავდივარ. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ოყნი|თ გამორეცხვა და ძალიან გტხოვთ მირჩიეთ რამე ისე რომ ექიმთან მისვლა არ დამჩირდეს
the-orange
და რატომ არ გინდათ ექიმთან მისვლა?! ეს რა თქმა უნდა ჩემი საქმე არაა, მაგრამ ერთი რამე მინდა ავღნიშნო, ბევრს აქვს არასწორი წარმოდგენა პროქტოლოგთან გასინჯვაზე, პოზაზე და ა.შ.
პროქტოლოგი სინჯავს თითით (თუ ტკივილი ძლიერი არაა შესაძლოა მცირე ზომის ინსტრუმენტიც გამოიყენოს) და ეს ხდება გინეკოლოგიურის მსგავს სკამზე, ანუ ზურგზე დაწოლილ და ფეხებ-აწეულ მდგომარეობაში.
რა თქმა უნდა უსიამოვნოა, მაგრამ არც ისეთი საშინელებაა როგორც ბევრს გონია და თან ნამდვილად ღირს იმისთვის რომ გაიგოთ დიაგნოზი და დაინიშნოთ კომპეტენტური მკურნალობა smile.gif

წარმატებებს გისურვებთ.
sese123
the-orange
გთხოვთ გამომეხმაუროთ გამოგიგზავნეთ შეტყობინება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2014 Invision Power Services, Inc.