დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
სათესლის კიბოს სწრაფი თვითდიაგნოსტიკა
სათესლის კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ოცი-ოცდაათი წლის მამაკაცების სიკვდილის მიზეზებს შორის. ამავე დროს კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე, სრული განკურნების საშუალებას იძლევა. თვეში ერთხელ თვითდიაგნოსტიკა საუკეთესოა კიბოს აღმოსაჩენად.
თვითდიაგნოსტიკის დროს თქვენ უნდა შეეცადოთ იგრძნოთ, ხომ არ არის ორივე სათესლეში პატარა, უმტკივნეულო კვანძი. გარდა ამისა, სიმძიმე, ტკივილი სათესლე პარკში, ან მუცლის ქვედა ნაწილში, ასევე, შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. სათესლის კიბოზე მიმანიშნებელია ძუძუსთავების შეშუპება, გამაგრება და ფერის შეცვლა. _ თვითდიაგნოსტიკა აბაზანაში ჩაიტარეთ, როდესაც სათესლე პარკი მოდუნებულია. _ თითების მგრძნობელობის გასაზრდელად ხელები დაისაპნეთ. _ ფრთხილად დააწექით. თუ გეტკინათ, ე.ი. ზედმეტი მოგივიდათ. მოჭერით გამოწვეული ტკივილი კიბოზე არ მიუთითებს. რადგან გამაგრებული კვანძები შეხებისას ჩვეულებრივ უმტკივნეულოა. როდესაც კიბო ტკივილს იწვევს, ამისთვის მოჭერა აუცილებელი აღარ არის. _ ორივე ხელში თითო-თითო სათესლე აიღეთ და სათესლე პარკზე დაწოლა თანაბრად გადაანაწილეთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერტროფიას შეუძლია გადაკეტოს ურეთრა, რომლის საშუალებით ხდება შარდის ბუშტიდან შარდის დენა. ამის შედეგად შარდვა ძნელდება, შარდის ჭავლი სუსტია და შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება. მამაკაცს, რომელსაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია აქვს, ჩვეულებრივ იძულებულია ღამის განმვალობაში ორ-სამჯერ გავიდეს ტუალეტში. ზოგიერთი მამაკაცი ისე იძაბება შარდის შეკავების დროს, რომ შეიძლება თიაქარი განუვითარდეს. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფია უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როდესაც შარდგამომყვანი გზები ისე ვიწროვდება, რომ შარდის გამოყოფა შეუძლებელი ხდება და შარდის ბუშტი ივსება. ეს არამარტო მტკივნეულია, არამედ სიცოცხლისთვის სახიფათოც. ამ შემთხვევაში ურეთრაში უნდა ჩაიდგას წვრილი ზონდი ან კათეტერი, რათა მოხდეს შარდის ბუშტის დაცლა. პროსტატიტი
ათიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მიმართავს ქირურგს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებების მოსაცილებლად შარდშეკავება, შარდის ჭავლის შემცირება. ცუდი ისაა, რომ ერთი და იგივე სიმპტომები დამახასიათებელია როგორც უბრალო ანთებისთვის, ასევე სიცოცხლისთვის სახიფათო კიბოსთვის. ყველაფერი ეს პატარა ჯირკვლის ,,ნამოქმედარია~, რომელიც 30 გრამზე ნაკლებს იწონის. სწრაფი განკურნება ეპიდიდიმიტისგან
შეიძლება არც იცით, რომ ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი) გაქვთ. ეპიდიდიმი სათესლის დაკლაკნილ-მილაკოვანი დანამატი, რომელშიც ინახება სპერმა. ,,ეპიდიდიმიტი ეს დაავადების სახელწოდებაა სათესლის დანამატის ანთება, საკმაოდ ხშირად გვხვდება~, ამბობს მედიცინის დოქტორი რიჩარდ ბერგერი, უროლოგი სიეტლიდან.
ანთების ძირითადი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის სქესობრივი გზით გადაცემული დაავადების (მაგალითად, ქლამიდიოზის ან გონორეის), ან შარდგამომყვანი სისტემის ინფექციის შედეგი. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ავადმყოფობის სიმპტომები ერთნაირია უეცარი ტკივილი სათესლეებში, სათესლე პარკის შეშუპება და გამაგრება. მკურნალობაც ერთნაირია ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. ნებისმიერი უჩვეულო ტკივილი ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და უმკურნალოს. ექიმი უაითჰედი გაფრთხილებთ, ,,როგორც წესი, სათესლის კიბოთი დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან 20-დან 35 წლამდე მამაკაცები~. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ტკივილი და დააჩქაროთ განკურნება. ვეზიკულიტით გამოწვეული ტკივილის შემცირება
ვეზიკულიტი სათესლე ბუშტუკების (წინამდებარე ჯირკვალთან განლაგებული ორი ჯირკვლის) ანთება. დაავადების სიმპტომებია: ტკივილი შარდვის და ერექციის დროს, ხშირი შარდვა, ტკივილი მუცლის ქვევით და შორისში, სისხლი თესლში.
,,შესაძლოა, არაფერი ცუდი არ გაგიკეთებიათ და ეს დაავადება არ დაგიმსახურებიათ~, ამბობს მედიცინის დოქტორი დუგლასი. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი შეეცდება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა პრობლემის დადგენას, ეს შეიძლება იყოს პროსტატიტი ამ ცისტიტი, რომელსაც სხვაგვარი მკურნალობა სჭირდება. თუ დადგინდა, რომ ანთება ინფექციით არის გამოწვეული, ექიმი ანტიბიოტიკს გამოგიწერთ. ექიმი უაითჰედი ამბობს, რომ თუ ანთება ინფექციით არ არის გამოწვეული, შეგიძლიათ მკურნალობის სხვა მეთოდებს მიმართოთ. გადადით ,,რბილ~ დიეტაზე. სუნელ-სანელებლები, რომლებიც პირს გწვავენ, შემდგომშიც არ კარგავენ ამ თვისებას. ისინი მოქმედებენ კუჭის ნაზ ქსოვილზე, პირველ რიგში კი სათესლე ბუშტუკები ღიზიანდება. თიაქარის მკურნალობა
თიაქარის ახალი, უფრო ეფექტური ოპერაცია. სწრაფი, თანამედროვე ქირურგიული ტექნიკის და ადგილობრივი (და არა საერთო) ანესთეზიის წყალობით შესაძლებელია თიაქარის ოპერაცია ჰოსპიტალიზაციის გარეშე გაკეთდეს. ოპერაცია ნახევარ საათს იკავებს, ამიტომ, თუ ოპერაციაზე ერთ-ერთი პირველი მოხვდით, თერთმეტ საათზე სახლში იქნებით. ,,ერთ კვირაში გოლფის თამაშს შეძლებთ, ორ კვირაში ჩოგბურთისას, ამბობს მედიცინის დოქტორი ართურ ჰილბერტი. ოფისში მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ სამსახურში მეორე დღესვე დაბრუნდნენ, ხოლო ფიზიკური შრომით დაკავებულებს ერთი კვირის შემდეგ". მამაკაცის ჯანმრთელობა
ქალსა და მამაკაცს შორის კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ მამაკაცს ჭირივით ეშინია ექიმების (იხილეთ ქვევით ,,ექიმის შიშის დაძლევა~). ამ თავში აღწერილი მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის განკურნება საკმაოდ სწრაფად შეიძლება მას შემდეგ, რაც დაისვა დიაგნოზი და ჩატარდა სამედიცინო გამოკვლევა. _ მაგალითად, ულტრაბგერითი სკანირების აპარატის დახმარებით შესაძლებელია პროსტატის დიაგნოსტიკა, მათ შორის სიმსივნის აღმოჩენა ნაადრევ სტადიაზე ეს ყველაფერი ბგერის სისწრაფით ხდება. _ 10-წუთიანი მჯდომარე აბაზანა 2-3-ჯერ დღეში მოგიხსნით სპერმატოცისტიტის (ანთება) სიმპტომებს. _ ნახევარსაათიანი თანამედროვე ქირურგიული ჩარევით მოიცილებთ თიაქარს საავადმყოფოშიც დიდი ხნით დარჩენა არ დაგჭირდებათ. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში. | |||||||||||||||||||||||||