დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
ნარკოლოგია
ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე თრობის ეფექტით:
ცვლის ადამიანის გუნება-განწყობას,გრძნობებსა და აღქმას. ნარკომანიის წინააღმდეგ პირველი ვაქცინა შეიქმნა
მკვლევარებმა საცდელ თაგვებში კოკაინის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ერთი აცრით გამოიწვიეს. ვაქცინის ეფექტურობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ორგანიზმში იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინზე მანამდე მოქმედებს, ვიდრე ნარკოტიკი თავის ტვინამდე მიაღწევს, რაც ჰიპერაქტიურობას აფერხებს. ამგვარად, ანტისხეული კოკაინის ნაწილაკებს შთანთქავს და ორგანიზმი კოკაინს იღებს, როგორც ზიანის მატარებელ ვირუსს, რომელიც ორგანიზმში შეიჭრა. ამგვარი ეფექტი სულ მცირე 13 კვირა მოქმედებს. ვაქცინა ორგანიზმში გამუდმებით შეყვანას არ მოითხოვს. "უარყოფითი მიდგომის" პროცესი
ადამიანების ჯგუფს, რომლებიც თავს ანებებენ მოწევას, სიგარეტი უჭირავს მეხუთე და მეოთხე თითით. არტყამენ ნაფაზს, მაგრამ ბოლს არ შეისუნთქავენ. ამავდროულად ისინი უყურებენ ეკრანს, სადაც აჩვენებენ სიგარეტის ანტირეკლამას ადამიანის ორგანოებს, რომლებიც ზიანდება მოწევისგან. ოთახში ისმის გამაღიზიანებელი ხმაური და პარალელურად ინსტრუქტორი ამბობს, რომ მწეველები არ ღებულობენ სიამოვნებას მოწევისგან და სულ უფრო მეტად უჩნდებათ ამ ჩვევის გაკონტროლების სურვილი. ,,ამგვარი ,,ნეგატიური მოწევის~ სეანსის დროს ვერც ერთი მწეველი სიამოვნებას ვერ მიიღებს~, ამბობს პროფილაქტიკური მედიცინის ამერიკული ინსტიტუტის პრეზიდენტი და მოწევასთან ბრძოლის პროგრამის შემქმნელი, ფილოსოფიის დოქტორი, დონ პოუელი. მწეველები უფრო ხშირად კარგავენ კბილებს
მოწევასა და კბილების დაკარგვას შორის კავშირის დადგენისთვის წარმოებული ორი სხვადასხვა ოცდაათწლიანი კვლევის რეზულტატების თანახმად, მწეველები ორჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს ვიდრე არამწეველები.
პირველი კვლევის მიხედვით, ყოველი სამი წლის შემდეგ ხდებოდა 495 ჯანმრთელი ადამინის კბილების შემოწმება. ყველა მონაწილე გაყოფილი იყო სამ ჯგუფად: არამწეველების, მწეველებისა და იმ ადამინების ჯგუფად, რომლებმაც გამოკვლევის დროს მოწევას თავი დაანებეს. შედეგად ირკვევა, რომ კბილების დაკარგვის რისკი მცირდება მოწევაზე უარის თქმის შემდეგ, თუმცა ამ ჯგუფში რისკი მაინც მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არასდროს არ მოიხმარდნენ თამბაქოს. მეორე კვლევაში მონაწილეობდა 41-დან 76 წლის პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი 583 ჯანმრთელი ქალი. შედეგებმა აჩვენა, რომ მწეველ ქალებში ყოველი ათი წლის შემდეგ ერთი ან მეტი კბილის დაკარგვის რისკი ორჯერ მატულობს არამწეველებთან შედარებით. ეს რისკი მცირდება მოწევაზე უარის შემდეგ. 10 ფაქტი თამბაქოს შესახებ
10 ფაქტი თამბაქოს ეპიდემიისა და გლობალურ დონეზე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებთამბაქოს ზეგავლენით იღუპება მისი მომხმარებლების ნახევარი, ამის მიუხედავად მთელ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. ეს განპირობებულია დაბალი ფასებით, გასაღების აგრესიული და საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკით, მასთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით, მისი მოხმარების წინააღმდეგ მიმართული არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკით. თამბაქოს მიერ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი უმეტესად მრავალი წლის შემდეგ გამოვლინდება, ამიტომაც გლობალურ დონეზე თამბაქოს მოხმარების გაფართოების გამო განვითარებულმა დაავადებების ეპიდემიამ და სკვდილიანობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია თავის პიკურ დონეს. ქვემოთ მოწოდებული ფაქტები გვიჩვენებს, როგორ ვითარდება დამანგრეველი თამბაქოს ეპიდემია, როგორია მის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა მთელ მსოფლიოში და როგორ შეიძლება ამ ეპიდემიის შეჩერება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის დახმარებით. ნარკოტიკული საშუალებების 80 000 მომხმარებელი
ექსპერტთა რეკომენდაციით, ნარკომანიის წინააღდეგ ბრძოლისთვის საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება (რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის დახმარებაზე და არა დასჯაზე) და "სერიოზული დაფინანსება" პრევენციული ზომებისთვის."შერატონ მეტეხი პალასში" ნარკომანიასთან ბრძოლისა და მკურნალობის შესახებ ანალიტიკური ანგარიშების პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია ზიანის შემცირების განვითარების საერთაშრისო პროგრამისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ, ასევე, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ნარკოლოგიის ს-კ ინსტიტუტი, ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა" და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი "ალტერნატივა ჯორჯია". ხათუნა თოდაძე, ნარკოლგიის ს-კ ინსტიტუტის წარმომადგენელი: "დღეს საქართველოში ძალიან მაღალია ნარკოტიკების მომხმარებელთა, მათ შორის ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. ოპოიდებზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას საჭიროებს, სავარაუდოდ, 30 000-35 000-ს აღწევს. ამ ფონზე ქვეყანაში არსებული მკურნალობა-რეაბილიტაციის სერვისები ნაკლებად შეესაბამება მკურნალობაზე მოთხოვნას. რატომ ვეწევით? (ნაწილი II)
დედამიწაზე ეწევა 1,1 მილიარდი ადამიანი, რომელბიც შეადგენენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედ ნაწილს. იმ ადამიანების ნახევარი, რომლებიც რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა, კვდება იმავე მიზეზით: მსგავსი სიკვდილი დედამიწაზე ხდება ყოველ 8 წუთში(რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს მავნე ჩვევა კლავს დაახლ;ოებით 5 მილიონ ადამიანს). თუ მოწევის პოპულარობა იმავე ტემპით შენარჩუნდება მთელი 21 საუკუნის განმავლობაში, მაშინ ეს ჩვევა გახდება 1 მილიარდი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. რატომ ვეწევით? (ნაწილი I)
თამბაქოს სამი ათასწლეული გთავაზობთ მოვლენათა ჩამონათვალს, რომელთაც პრეცენდენტული მნიშვნელობა აქვთ ადამიანისა და თამბაქოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს სია აპრიორი არასრულია და მასში არ შედის ფაქტორების რიგი, რომელთაც ჯერ–ჯერობით ახსნა არა აქვთ. მაგალითად, ფარაონ რამზეს მეორის მუმიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ იგი იყენებდა თამბაქოსა და კოკაინს – ამ ორივე პროდუქტს ამერიკული წარმოშობა აქვთ და არ იყვნენ ცნობილნი ძველ სამყაროში კოლუმბის მოგზაურობამდე. დაახლოებით 1000 წელს ჩვენს ერამდე ინდიელებმა სცადეს გამოეყენებინათ თამბაქო – მას ღეჭავდნენ, ეწეოდნენ და შეყავდათ ოყნის მეშვეობით(დღემდე ამის მსგავსად იყენებენ თამბაქოს აგუარუას ტომის ინდიელები, რომლებიც პერუში სახლობენ). 600 – 1000 წელს ჩვენს ერამდე. მოწევის პირველი გამოსახულება. კერამიკის ფრაგმენტი შესაბამისი სურათით აღმოჩენილია მაიას ქალაქში – უაქსატუნში(ახ.გვატემალა)., რაც ნიშნავს, რომ აქ ეწეოდნენ. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000007 წამში. | |||||||||||||||||||||||||