დაგვიმეგობრდით
|
დაგვიმეგობრდით
ტეგები ადამიანი, არტერიული, ბავშვებში, ბავშვი, ბავშვის, გრიპის, დაავადებების, დაავადების, დაავადების, დიეტა, ექიმი, ვარჯიში, ვარჯიში, ვირუსის, თამბაქოს, კბილების, კვლევის, კიბოს, მკურნალობის, მშობიარობის, ნაყოფი, ნაყოფის, ორგანიზმში, ორსულობის, პატარა, პატარას, პროდუქტების, საკვების, სამშობიარო, საშვილოსნოს, სისხლის, ტერფის, ტვინის, ტკივილი, უჯრედების, ქალის, ძილის, წყალი, ჰორმონალური გამოკითხვა
ბმულები
|
|||||||||||||||||||||||||
|
|
აპენდიციტი
არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს. მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. აღინიშნება აირების შეფერხება და შეკრულობა, ზოგჯერ - ფაღარათი. ტემპერატურა ხშირად მატულობს 37.5-38 o-მდე. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი. ჭრილობა, დამწვრობა და ჩალურჯება
ჭრილობები და ტრავმები არც ისე სასიამოვნო მომენტებია. მათი მკურნალობის მეთოდები დღითიდღე იხვეწება. მეცნიერები განაგრძობენ ორგანიზმის მიერ ჭრილობის შეხორცების მექანიზმის შესწავლას.მაგალითად, ახლო მომავალში თქვენ შეძლებთ იყიდოთ ჭრილობის შემხორცებელი ნივთიერების შემცველი კრემი, რომელიც განკურნავს სისხლძარღვების დაზიანებას. შესაძლოა თქვენმა ექიმმა ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად ლაზერული სხივი, ან გალვანური დენი გამოიყენოს. რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად ყოველთვის არ დაგჭირდებათ უკანასკნელი წლების სამეცნიერო მიღწევების გამოყენება. _ სამი წამი დაგჭირდებად დამწვარი ტუჩების და ენის წყლით დასასველებად. _ ხუთ წამში შეძლებთ ქაღალდით მიყენებული ჭრილობის გაღიზიანების შესაჩერებლად. _ თქვენი მაცივარი ერთი წუთში გაგიყუჩებთ დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილს. _ ხუთ წუთში ამოიღებთ მიკრო ხიჭვს, რომელიც იმდენად პატარაა, რომ პინცეტით მისი ამოღება არ ხერხდება. |
|||||||||||||||||||||||||
| Copyright © 2008 - 2011 Narkozi.com All Rights Reserved | გვერდი შეიქმნა 0.000009 წამში. | |||||||||||||||||||||||||